დასავლეთისა და აღმოსავლეთის სატანკო დაპირისპირებამ ცივ ომში ბევრი მითი შობა და ეს მითები არც ტანკებს არ დაჰკლებია. ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველა თავისი ნაწარმის რეკლამირებას ახორციელებდა, კიდევ უფრო უმატებდა ზღაპრებსა და მითებს და ყველაზე ბურუსით მოცულ ინფორმაციას მაინც ამ ტანკების დაცვა წარმოადგენდა.
მაშ ასე როგორ გამოიყურებოდა 70-80-იანი წლების იმ დროისთვის თანამედროვე საბჭოთა და NATO-ს ტანკერბის ჯავშანდაცვა. ქვემოთ მოყვანილია გასაჯაროვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით შედგენილი ცხრილი. ცხრილის მიხედვით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - 70-იან წლებში საბჭოთა ტანკები უკეთესად იყო დაცული კინეტიკის წინააღმდეგ, ხოლო დასავლეთის ტანკების დაცვა კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყო (ამგავრი კუთხით განვითარება დღესაც ახასიათებს დასავლეთის ტანკებს). 80-იან წლებში ეს უპირატესობა საბჭოთა ტანკებზე დინამიკური დაცვის დაყენებით იქნა ნიველირებული. დანარჩენი ციფერები კიდევ ცხრილში ნათლადაა ასახული.
ცხრილში მოცემულია ტანკების ჯავშანდაცვა და მათი შეიარაღებაში მიღების წელი და სხვა დეტალები (ცხრილი გადიდებადია)
რაც შეეხება თვითონ სატანკო ჭურვებს და ტსმრ-ებს - მათი მონაცემები და სხვა ინფოირმაცია მეორე ცხრილშია მოყვანილი. ის მცირედი უპირატესობა, რაც დასავლეთს ტსმრ-ებში ჰქონდათ, 80-იანებისთვის დინამიკური დაცვის დაყენებით სრულიად განულებული იქნა.
რაც შეეხება თვითონ ჯავშნის სტრუქტურას და მათი მოქმედების პრინციპებს, ბლოგზე ამის შესახებ არაერთხელ დაიწერა, მასალები შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ:
- NATO vs СССР - ჯავშნის შედარება
- ცოტა რამე გერმანული Marder–ის შესახებ
- Merkava–ს მოდულური ჯავშანის სტრუქტურა
- ოფიციალური დოკუმენტი M1 Abrams-ის კომპოზიტური ჯავშნის შესახებ
- Т-80У/УД-ს ჯავშანი
- ცოტა რამე უკრაინული БМ Оплот-ის ჯავშანდაცვის შესახებ
- გერმანული Leopard-ები რუსული Т-შკების წინააღმდეგ
- Т-64 და მისი კორპუსის კომბინირებული ჯავშანდაცვა
- Leopard-2A4 - მისი მუყაოს ჯავშანი და კონსტრუქციის ფატალური ხარვეზები
- Challenger-1 და მისი ჯავშანდაცვა
- დასავლეთის ტანკების ჯავშანდაცვა (Abrams M1, Leopard-2, Challenger 1/2 და Leclerc)
No comments:
Post a Comment