სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
აშშ-ს ფლოტი საბოლოოდ დაემშვიდობა გამანადგურებელ Hornet-ს. როგორც პორტალი navaltoday.com იუწყება, 2 ოქტომბერს ვირჯინიის შტატში, ავიაბაზა Oceana-ზე, გაიმართა აშშ-ს საზღვაო ძალების F/A-18C Hornet-ის ჩამოწერის საზეიმო ცერემონიალი.
გამანადგურებელი, საბორტე ნომრით "300", პირველი ფრენა 1988 წლის 14 ოქტომბერს განახორციელა და ფლორიდას შტატში, სესილ-ფილდზე ბაზირებულ გამანადგურებელთა 106-ე ესკადრილიას ეკუთვნოდა (106 Strike Fighter Squadron). 1988 წელს ასევე დაიბადა ლეიტენანტი ენდრიუ ჯალალი (Andrew Jalali), რომელომაც ბორტი "300" საბოლოოდ აწია ჰაერში. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის მსველობისას F/A-18C Hornet-მა სამი F/A-18F Super Hornet-ის თანხლებით გამოსამშვიდობებელი ფრენა შეასრულა, რის შემდეგაც სასაფლაოზე გაემართა. აღსანიშნავია, რომ F/A-18C Hornet-ის ტიპის გამანადგურებლებს ჯერ ისევ იყენებს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი და მათ მოდერნიზაციასაც კი ახორციელებს.
ლეიტენანტი ენდრიუ ჯალალი ბორტ "300" ბოლო ფრენისთვის ამზადებს
საგემბანო გამანადგურებელი F/A-18 კომპანია McDonnel Douglas-მა 70-იან წლებში შეიმუშავა, რის შემდეგაც მანქანამ არაერთი მოდერნიზაცია განიცადა. ამ დორის განმავლობაში სულ გამოშვებული იქნა 2000 Hornet, რომლებიც მსახურობენ აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსში და საზღვაო ძალებში და ასევე ავსტრალიის, ესპანეთის და კანადის საჰაერო ძალებში. 90-ინი წლების ბოლოს, აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებმა ამ მანქანის ღრმა მოდერნიზაციის მიღება დაიწყეს, რომელიც F/A-18 Super Hornet-ის სახელითაა ცნობილი.
No comments:
Post a Comment