სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
როგორც ცნობილია სერბეთმა რუსეთისგან, 2016 წელს მიღწეული ხელშეკრულების საფუძველზე, უსასყიდლოდ უნდა მიიღოს 30 ცალი Т-72Б3, 30 ცალი БРДМ-2МС და ასევე სხვა სამხედრო ქონება. სერბეთმა 2017 წელს რუსეთისგან უსასყიდლოდ მიიღო 6 ცალი МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი
აღნიშნული ტექნიკის გადაცემა უკვე რამდენიმე თვეა რაც დაიწყო, კერძოდ 29 ივნისს სერბეთის არმიას გადაეცა პირველი ათი ცალი БРДМ-2МС. გავრცელებული კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სერბებმა სრულიად განახლებული მანქანები მიიღეს - თანამედროვე ელექტრონული შიგთავსი, გაუმჯობესებული დაცვა (წინიდან 14,5 მმ-სგან, გვერდებზე 12,7 მმ-სგან), თუმცა თვითონ კომპოზიტური დაცვის ელემენტების დაყენება არც თუ ისე წარმატებულად გამოიყურება.
მანქანაში ასევე განახლდა ცეცხლის მართვის სისტემა, დაყენა ორ სიბრტყიანი სტაბილიზატორი, ახალი 150 ცხენისძალიანი დიზელის ძრავის წყალობით გაიზარდა სავალი მახასიათებლები.
No comments:
Post a Comment