სინგაპურში მიმდინარე ავიასალონზე გამოტანილი ჰსთ სისტემების შესახებ უკვე ვწერდი – Singapore Airshow-2014 - ჰსთ სისტემები
სინგაპურში, ქვეყნის საჰაერო ძალების 45 წლისთავისადმი მიძღვნილი ავიასალონის ფარგლებში, ნაჩვენები იქნა სსკ "მექანიზირებული იგლა (Mechanised Igla).
АРМС-ТАСС მონაცემების თანახმად, რუსულმა მხარემ სინგაპურის მთავრობასთან, 1997 წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 440 ცალი გსსკ "Игла"–ს მიწოდების შესახებ. კონტრაქტის თანახმად რუსულ მხარეს სინგაპურისთვის, "Игла"–ს რაკეტებისთვის განკუთვნილი 12 ცალი საყრდენ–გამშვები დანადგარი (Опорно-пусковая установка – ОПУ) "Джигит" უნდა მიეწოდებინა და ჩაეტარებინა სამუშაოები ამ მოდულის უცხოურ სატრანსპორტო საშუალებაზე მონტაჟი.
Mechanised Igla წარმოადგენს ახლო მანძილის ჰსთ კომპლექსს, რომელიც შესდგება მუხლუხოვანი ჯტრM-113–ისგან, "Стрелец"–ის ორი გამშვები მოდულისგან, თითოში 2 ცალი გსსკ "Игла"–თი, აღმომჩენი რლს–ისგან და დღე–ღამის ნებისმიერ დროს სამოქმედო ოპტიკურ–ელექტრონული სადგურისგან (ოეს).
4 ცალი გსსკ, რლს და ოეს დამონტაჟებულია მობრუნებად კოშკურაზე. თავდაცვის მიზნით მანქანა აღჭურვილია ტყვიამფრქვევით, რომელიც "Стрелец"–ის მარჯვენა გამშვების ქვევითაა განლაგებული.
- მიზნის დაზიანების მანძლი - 5კმ.
- გამანადგურებლის აღმოჩენის მანძლი – 14კმ.
- ვერტმფრენის აღმოჩენის მანძლი – 8კმ.
წყარო:
No comments:
Post a Comment