Showing posts with label ტაილანდი. Show all posts
Showing posts with label ტაილანდი. Show all posts

Monday, April 9, 2018

მოდერნიზირებული БМТ-72 და პირველი სერიული БРЭМ-84 «Атлет»

«Укроборонпром»-მა ტაილანდის სამეფო არმიის ანგარიშისთვის, მორიგი ორი БРЭМ-84 «Атлет» ააწყო. უკაინულმა მხარემ სულ ამ ტიპის 4 მანქაა ააწყო, პირველი ორი მანქანა ტაილანდურ მხარეს გასულ წელს მიეწოდა (ეს მანქანები ტაილანდის მიერ შეძენილი 49 ცალ БМ «Оплот-Т»-სთან ერთად იქნა შეკვეთილი).
მანამდე ეს მანქანები, დაუსრულებელიი ფორმით, მწარმოებელი ქარხსნის ვიდეორგოლებში რამდენჯერმე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოზე განახალებული  БМТ-72-იც გამოჩნდა (რომელიც 2002 წელსაა აწყობილი და БРЭМ-84-ის თანატოლია), ეს მანქანა ვიდეოში საცდელ ობიექტად იყო გამოყვანილი.

განახლებულმა БМТ-72, პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებით, ახალი დინამიკურიდ დაცვა (სავარაუდოდ Нож-ი) და  დაგრძელებული უკანა ნიშით აღჭურვილი ახალი კოშკურა მიიღო.

БРЭМ-84 «Атлет» შემკვეთისთვის გამართულ საჩვენებელ გამოსვლაში (ვიდეოში საევაკუაციოდ БМТ-72-ის ახალი ვერსია გამოიყენება)
ბლოგის მხრიდან შეგახსენებთ:

БРЭМ-84 «Атлет» ეს, ა. ა. მოროზოვის სახელობის ხარკოვის მანქანათმშენებლობის საკონტრუქციო ბიუროს მიერ Т-84У «Оплот»-ის ბაზაზე შემქნილი, შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანაა. 
Т-80УД-ეს ბაზაზე БРЭМ-84-ის შექმნის სამუშაოები მოროზოვის სახელობივ საკონსტრუქციო ბიურომ ზაპოროჟიეს ელმავალმზიდ ქარხანასთან ერთად 1997 წელს განახორციელა. 
2008 წელს მანქანა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაზე იქნა მიღებული. 
БРЭМ-84 12,7 მილიმეტრიანი НСВТ-ს ტიპის ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი. ტყვიამფრქვევი ღია ტიპის საზენიტი-სატყვიამფრქვევო დანადგარზეა დამონტაჟებული (საბრძოლო მარაგი 450 გასროლა), მანქანაზე ასევე აყენი 8 ცალი საკვამლე მორტირა. 
БРЭМ «Атлет»-ი დაზიანებული ჯავშანსატანკო შეიარაღებისა და ტექნიკის საევაკუაციოდ მოსამსაზდებლად და საბუქსიროდ, შესადუღებელი სამუშაოების, მიწის სათხრელი სამუშაოების და 1,5 ტონა წონის სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების გადასატანად გამოიყენება. 
ამ საუშაოების შესასრულებლად БРЭМ «Атлет» აღჭურვილია 25 ტონა ამწეობის კრანით, რომელიც ტანკის ძირითადი დეტალების, მათ შორის კოშკურისა და ძრავის, შეცვლის შესაძლებლობას იძლევა. საბრძოლო მანქანების საევაკუაციოდ БРЭМ «Атлет»-ი 250 კილონიუტონის ძალის მქონე ჯალამბარითაა აღჭურვილი, რომელიც საკმარისია ძირითადი საბრძოლო ტანკების ამოსათრევად. ხოლო სპეციალური აღჭურვილობა ჩამბული ტანკის 25კმ/სთ სიჩქარით გადაყვანის საშუალებას იძლევა.
აღსანიშნავია რომ, მანქანაზე 1000 ცხენისძალიანი ძრავაა დამონტაჟებული, რომლის საშუალებითაც 46 ტონიანი БРЭМ «Атлет»-ი 70კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.

გათანწყობის მიხედვით БРЭМ «Атлет» სამ ნაწილადაა გაყოფილი - ეკიპაჟის საცხოვრისი ნაკვეთური, სამანქანო ნაკვეთური (მასში განთავსებული ჯალამბარით, ამძრავის რედუქტორით და საწვავისა და ჰიდროამძრავის ავზებით) და ძრავა-ტრანსმისიის ნაკვეთური (რომელშიც მრავალსაწვავიანი დიზელის ძრავია განთავსებული).

გარედან, მუხლუხებსზედა თაროებზე, დამხმარე ძაური დანადგარის, შემადუღებელი მოწყობილობების და გაგრილების სისტემის ნაკვეთურებია, აქ ასევე განლაგებულია დასაკიდი მოწყობილობების ჰიდროპანელი, დამხმარე ჯალამბარი და საკუმულიატორების ნაკვეთურები და საწვავის სისტეის ავზები.

БРЭМ «Атлет»-ის ეკიპაჟი შემდეგი სამი წევისგან შესდგება - მძღოლ-მექანიკოსი, მეთაური და ზეინკალ-სპეციალისტი.

მანქანისის სავალი ნაწილი Т-84У «Оплот»-ის სავალი ნაწილის სრულიად იდენტურია. მუხლუხებიანი მამოძრავებელი ყოველ მხარეზე 7 საყრდენი და სამი დამჭერი გორგოლაჭითაა აღჭურვილი, წამყვანუ უკანა, კბილანებინი გორგოლაჭებია.

БРЭМ-84 «Атлет» წსხვადასხვა პრეზენტაციებსა და გამოცდებზე

БРЭМ-84 «Атлет»-ის სამუშაო აგრეგატები და შიდა მოწყობილობა

БРЭМ-84 «Атлет» მალაზიაში კონკურსზე

БМТ-72-ის საწყისი ვარიანტი

Tuesday, March 27, 2018

ტაილანდის ხელშეკრულება შესრულებულია - შემდეგი Оплот უკრაინისაა

უკრაინული ინტერნეტ რესურსი "Український Мілітарний Портал"-ის თანახმად "Укроборонпром"-მა დაასრულა ტაილანდის სამეფოსთვის "Оплот-Т" ტიპის ტანკების მიწოდება. მანქანების ბოლო პარტიამ შემკვეთის წინაშე წარმატებით გაიარა ყველა გამოცდები და უახლოეს მომავალში ტაილანდში იქნება გაგზავნილი.

ამჯერად უკრაინის არმიისთვის "Оплот"-ის შექმნის საკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინრეობს, რომელსაც მწარმოებელი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. ეს სამუშაო ასევე Т-64-ების მნიშვნელოვან მოდერნიზაციასაც მოიცავს, რის შედეგადაც მათი "Оплот"-თან მაქსიმალური უნიფიცირება მოხდება.


წყარო:
Український Мілітарний Портал

ბლოგის მხრიდან ასევე დავამატებ:

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით უკრაინულ მხარეს ტაილანდისთვის ტანკები შემდეგი გრაფიკით უნდა მიეწოდებინა: 2012 წლის დეკემბერი - ხუთი მანქანა, 2013 წლის აგვისტო - 15 მანქანა, 2013 წლის დეკემბერი - 15 მანქანა, 2014 წლის აგვისრო - 14 მანქანა.
რეალურად უკრინულმა მხარემ პირველი ხუთი ცალი "Оплот-Т" 2013 წლის ოქტომბრისთვის დაასრულა და მათი დემონსტრირება იმავე წლის 15 ოქტომბერს განახორციელა. ტანკები, თითო 4,45 მილიონი დოლარის საბაჟო დეკლარირებული ღირებულებით, ტაილანდში 2013 წლის 20 დეკემბერს გაიგზავნა საზღვაო გზით და დანიშნულების ადგილზე 2014 წლის 4 თებერვალს ჩააღწია.
"Оплот-Т"-ს მეორე, ხუთ მანქანიანი პარტია, "მალიშევის სახელობის ქარხანამ" 2015 წლის დასაწყისისთვის დაამზადა და ტაილანდში 2015 წლის 31 მაისს ჩაიყვანა. მესამე ხუთ მანქანიანი პარტია 2016 წლის აპრილისთვის დასრულდა და ტაილანდს 2016 წლის 21 მაისს მიეწოდა, მეოთხე ხუთ მანქანიანი პარტია ტაილანდს 2016 წლის ნოემბერში გადაეცა.
ამრიგად, ამ მომენტისთვის უკრაინულმა მხარემ ტაილანდს ფიზიკურად უკვე 20 ცალი БМ "Оплот-Т" გადასცა. სავარაუდოდ კიდევ ერთი ხუთ მანქანიანი პარტია (21-დან 25-ის ჩათვლით) ტაილანდში უახლოეს დღეებში ჩავა. ამას გარდა 25 მაისს ქარხნის ინჟინრის განცხადების თანახმად უახლოეს დღეებში ტაილანდში БМ "Оплот-Т"-ს მომდევნო, მეექვსე პარტია იქნება გაგზავნილი.
შეგახსენებთ რომ, ხელშეკრულება № USE-18.2-356-D/K-11, რომლის ღირებულებაც 240 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, ГК "Укрспецэкспорт"-სა და ტაილანდის თავდაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად ტაილანდის არმიას 49 ცალი ახალი ტანკი БМ "Оплот-Т" და მის ბაზაზე შექმნილი შეჯავშნული-საევაკუაციო მანქანა БРЭМ-84 "Атлет" 2014 წლისთვის უნდა მიეღო, თუმცაღა "მალიშევის სახელობის ქარხანა" წარმოების დაწყებისთანავე წააწყდა ტანკმშენებლობის რთულ პრობლემებს და მიწოდების ვადები თითქმის ოთხი წლით გადაიწია.

აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:

Saturday, May 27, 2017

50-ე Т-84 БМ Оплот

ინტერნეტში გავრცელებული ფოტოსურათის მიხედვით ხარკოვის საამქროში უკვე 50-ე  Т-84 БМ Оплот-ის კორპუსის აწყობა მიმდინარეობს. ეს იქნება სულ აწყობილი ორმოცდამეათე ამ ტიპის მანქანა, ხოლო ტაილანდისთვის კი ორმოცდამერვე (კორპუსის მარცხენა ბორტის შიდა მხარეს სწორედ ამიტომ აწერია N48 (ტაილანდმა სულ 48  Т-84 БМ Оплот შეუკვეთა). ასევე ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება რომ ტაილანდის არმიას უკვე გადაეცა 30 ცალი ტანკი, ხოლო მომდევნო 6 მანქანა მზადყოფნის სხვადასხვა საფეხურზეა და შემკვეთს უახლოეს მომავალში გადაეცემა.


მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით უკრაინულ მხარეს ტაილანდისთვის ტანკები შემდეგი გრაფიკით უნდა მიეწოდებინა: 2012 წლის დეკემბერი - ხუთი მანქანა, 2013 წლის აგვისტო - 15 მანქანა, 2013 წლის დეკემბერი - 15 მანქანა, 2014 წლის აგვისრო - 14 მანქანა. 

რეალურად უკრინულმა მხარემ პირველი ხუთი ცალი "Оплот-Т" 2013 წლის ოქტომბრისთვის დაასრულა და მათი დემონსტრირება იმავე წლის 15 ოქტომბერს განახორციელა. ტანკები, თითო 4,45 მილიონი დოლარის საბაჟო დეკლარირებული ღირებულებით, ტაილანდში 2013 წლის 20 დეკემბერს გაიგზავნა საზღვაო გზით და დანიშნულების ადგილზე 2014 წლის 4 თებერვალს ჩააღწია.

"Оплот-Т"-ს მეორე, ხუთ მანქანიანი პარტია, "მალიშევის სახელობის ქარხანამ" 2015 წლის დასაწყისისთვის დაამზადა და ტაილანდში 2015 წლის 31 მაისს ჩაიყვანა. მესამე ხუთ მანქანიანი პარტია 2016 წლის აპრილისთვის დასრულდა და ტაილანდს 2016 წლის 21 მაისს მიეწოდა, მეოთხე ხუთ მანქანიანი პარტია ტაილანდს 2016 წლის ნოემბერში გადაეცა.

ამრიგად, ამ მომენტისთვის უკრაინულმა მხარემ ტაილანდს ფიზიკურად უკვე 20 ცალი БМ "Оплот-Т" გადასცა. სავარაუდოდ კიდევ ერთი ხუთ მანქანიანი პარტია (21-დან 25-ის ჩათვლით) ტაილანდში უახლოეს დღეებში ჩავა. ამას გარდა 25 მაისს ქარხნის ინჟინრის განცხადების თანახმად უახლოეს დღეებში ტაილანდში БМ "Оплот-Т"-ს მომდევნო, მეექვსე პარტია იქნება გაგზავნილი.

შეგახსენებთ რომ, ხელშეკრულება № USE-18.2-356-D/K-11, რომლის ღირებულებაც 240 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, ГК "Укрспецэкспорт"-სა და ტაილანდის თავდაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად ტაილანდის არმიას 49 ცალი ახალი ტანკი БМ "Оплот-Т" და მის ბაზაზე შექმნილი შეჯავშნული-საევაკუაციო მანქანა БРЭМ-84 "Атлет" 2014 წლისთვის უნდა მიეღო, თუმცაღა "მალიშევის სახელობის ქარხანა" წარმოების დაწყებისთანავე წააწყდა ტანკმშენებლობის რთულ პრობლემებს და მიწოდების ვადები თითქმის ოთხი წლით გადაიწია.


Saturday, November 22, 2014

ტაილანდის "Оплот"–ები

საკმაოდ საინტერესო და ლამაზი ფოტონაკრები ტაილანდიდან, რომელიც ტაილანდური "Оплот"–ების საცეცხლე მომზადების პოლიგონზეა გადაღებული


წყარო:
Oplot-M ออกสนามไปซ้อมยิงปืน วิวสวยเชียว

Friday, April 4, 2014

БТР-3Е1 და БМ Оплот მოქმედებაში (ფოტოები) vol.2


2014 წლის 20 მარტი, სწავლებები ტაილადნის მე–2 საკავალერიო დივიზიის ბაზაზე (Field training exercises of 2nd Year Cadets (Class 65) at King's Guard, 2nd Cavalry Division Base).



პირველი ნაწილი:
БТР-3Е1 და БМ Оплот მოქმედებაში (ფოტოები)