«Укроборонпром»-მა ტაილანდის სამეფო არმიის ანგარიშისთვის, მორიგი ორი БРЭМ-84 «Атлет» ააწყო. უკაინულმა მხარემ სულ ამ ტიპის 4 მანქაა ააწყო, პირველი ორი მანქანა ტაილანდურ მხარეს გასულ წელს მიეწოდა (ეს მანქანები ტაილანდის მიერ შეძენილი 49 ცალ БМ «Оплот-Т»-სთან ერთად იქნა შეკვეთილი).
მანამდე ეს მანქანები, დაუსრულებელიი ფორმით, მწარმოებელი ქარხსნის ვიდეორგოლებში რამდენჯერმე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოზე განახალებული БМТ-72-იც გამოჩნდა (რომელიც 2002 წელსაა აწყობილი და БРЭМ-84-ის თანატოლია), ეს მანქანა ვიდეოში საცდელ ობიექტად იყო გამოყვანილი.
განახლებულმა БМТ-72, პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებით, ახალი დინამიკურიდ დაცვა (სავარაუდოდ Нож-ი) და დაგრძელებული უკანა ნიშით აღჭურვილი ახალი კოშკურა მიიღო.
БРЭМ-84 «Атлет» შემკვეთისთვის გამართულ საჩვენებელ გამოსვლაში (ვიდეოში საევაკუაციოდ БМТ-72-ის ახალი ვერსია გამოიყენება)
ბლოგის მხრიდან შეგახსენებთ:
БРЭМ-84 «Атлет» ეს, ა. ა. მოროზოვის სახელობის ხარკოვის მანქანათმშენებლობის საკონტრუქციო ბიუროს მიერ Т-84У «Оплот»-ის ბაზაზე შემქნილი, შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანაა.
Т-80УД-ეს ბაზაზე БРЭМ-84-ის შექმნის სამუშაოები მოროზოვის სახელობივ საკონსტრუქციო ბიურომ ზაპოროჟიეს ელმავალმზიდ ქარხანასთან ერთად 1997 წელს განახორციელა.
2008 წელს მანქანა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაზე იქნა მიღებული.
БРЭМ-84 12,7 მილიმეტრიანი НСВТ-ს ტიპის ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი. ტყვიამფრქვევი ღია ტიპის საზენიტი-სატყვიამფრქვევო დანადგარზეა დამონტაჟებული (საბრძოლო მარაგი 450 გასროლა), მანქანაზე ასევე აყენი 8 ცალი საკვამლე მორტირა.
БРЭМ «Атлет»-ი დაზიანებული ჯავშანსატანკო შეიარაღებისა და ტექნიკის საევაკუაციოდ მოსამსაზდებლად და საბუქსიროდ, შესადუღებელი სამუშაოების, მიწის სათხრელი სამუშაოების და 1,5 ტონა წონის სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების გადასატანად გამოიყენება.
ამ საუშაოების შესასრულებლად БРЭМ «Атлет» აღჭურვილია 25 ტონა ამწეობის კრანით, რომელიც ტანკის ძირითადი დეტალების, მათ შორის კოშკურისა და ძრავის, შეცვლის შესაძლებლობას იძლევა. საბრძოლო მანქანების საევაკუაციოდ БРЭМ «Атлет»-ი 250 კილონიუტონის ძალის მქონე ჯალამბარითაა აღჭურვილი, რომელიც საკმარისია ძირითადი საბრძოლო ტანკების ამოსათრევად. ხოლო სპეციალური აღჭურვილობა ჩამბული ტანკის 25კმ/სთ სიჩქარით გადაყვანის საშუალებას იძლევა.
აღსანიშნავია რომ, მანქანაზე 1000 ცხენისძალიანი ძრავაა დამონტაჟებული, რომლის საშუალებითაც 46 ტონიანი БРЭМ «Атлет»-ი 70კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.
გათანწყობის მიხედვით БРЭМ «Атлет» სამ ნაწილადაა გაყოფილი - ეკიპაჟის საცხოვრისი ნაკვეთური, სამანქანო ნაკვეთური (მასში განთავსებული ჯალამბარით, ამძრავის რედუქტორით და საწვავისა და ჰიდროამძრავის ავზებით) და ძრავა-ტრანსმისიის ნაკვეთური (რომელშიც მრავალსაწვავიანი დიზელის ძრავია განთავსებული).
გარედან, მუხლუხებსზედა თაროებზე, დამხმარე ძაური დანადგარის, შემადუღებელი მოწყობილობების და გაგრილების სისტემის ნაკვეთურებია, აქ ასევე განლაგებულია დასაკიდი მოწყობილობების ჰიდროპანელი, დამხმარე ჯალამბარი და საკუმულიატორების ნაკვეთურები და საწვავის სისტეის ავზები.
БРЭМ «Атлет»-ის ეკიპაჟი შემდეგი სამი წევისგან შესდგება - მძღოლ-მექანიკოსი, მეთაური და ზეინკალ-სპეციალისტი.
მანქანისის სავალი ნაწილი Т-84У «Оплот»-ის სავალი ნაწილის სრულიად იდენტურია. მუხლუხებიანი მამოძრავებელი ყოველ მხარეზე 7 საყრდენი და სამი დამჭერი გორგოლაჭითაა აღჭურვილი, წამყვანუ უკანა, კბილანებინი გორგოლაჭებია.
БРЭМ-84 «Атлет» წსხვადასხვა პრეზენტაციებსა და გამოცდებზე
БРЭМ-84 «Атлет»-ის სამუშაო აგრეგატები და შიდა მოწყობილობა
БРЭМ-84 «Атлет» მალაზიაში კონკურსზე
БМТ-72-ის საწყისი ვარიანტი
No comments:
Post a Comment