Wednesday, April 11, 2018

დასავლეთი VS რუსეთი (კარიბის კრიზისი 2.0)

გაეროს უსაფრთხოების საბჭოში სირიის შესახებ ამერიკული რეზოლუციის პროექტი დაიბლოკა. პროექტს ვეტო რუსეთმა დაადო, რომელიც საბჭოს მუდმივი წევრია. პროექტის წინააღმდეგ ასევე გამოვიდა ბოლივია, ხოლო ჩინეთმა ტრადიციულად თავი შეიკავა. ამერიკელების მიერ წარდგენილი რეზოლუცია სირიაში ქიმიური იერიშის გამოძიებას და დამნაშავეების გამოვლენას ითვალისწინებდა, მას უსაფრთხოების საბჭოს 12 წევრმა დაუჭირა მხარი - მათ შორის რუსეთის მეგობარმა ყაზახეთმაც.


როგორც ჩანს ასადზე და მის ძალებზე იერიში გარადუვალია.

მთლიანობაში ამერიკული პროექტი გაეროს „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის" აღდგენას ითვალისწინებდა, რომელიც თავის მხრივ რუსეთის  მიერ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაუქმდა, რომ სირიაში ქიმიურ იერიშებში ასადს ადანაშაულებდა. 
უფრო ადრე მოსკოვმა, „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია", გამოკვლევის ჩასატარებლად ინცინდენტის ადგილზე მიიწვია. მაგრამ დასავლეთის ქვეყნები იმის შიშით, რომ ეს სვლა მხოლოდ დროის გაწელვის მიზნით ხდება, მის შედეგებს არ დაელოდებიან. 
საუდის არაბეთის მემკვიდრე პირნცის თანახმად, მისი ქვეყანა სამხედრო იერიშს შეუერთდება, სამხედრო ჩარევას სოლიდარობას უცხადებს ასევე საფრანგეთიც, საქმეში დიდი ბრიტანეთიცაა ჩართული (იხილეთ ინფორმაცია ბმულზე - Macron says US, UK & France to decide on ‘response’ to alleged Syria chem attack in coming days). ბოლო სიტყვა ახლა თეთრი სახლის მეპატრონეზეა. როგორც ჩანს დიპლომატიური რესურსები უკვე ამოიწურა.
თავის მხრივ საპასუხო რეაქცია აქვს რუსეთსაც, სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის მეთაურის, ვლადიმირ შამანოვის, განცხადების თანახმად - რუსეთი აშშ-ს მიერ სირიაზე იერიშის შემთხვევაში იძლებული იქნება საპასუხო დარტყმა განახორციელოს (წყარო - Шаманов: Россия в случае нанесения США удара по Сирии примет все ответные меры).
ასევე ცნობილი გახდა რომ, რუსეთმა ირანის ნებართვის მის ავიაბაზაზე სტრატეგიული ბომბდამშენები, საჰაერო რადარები და ტანკერები გადაისროლა, ასევე სირიაში გასამგზავრებლად გამანადგურებელი ავიაციის დამატებითი ძალები ყავს გამზადებული.

აშშ-ს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტი რეგონში იერიშისთვის მზადაა, ბოლო სიტყვა ტრამპზეა. ამის შესახებ ჟურნალისტი დავიდ შასტერი თავის ტვიტერში წერს

წუხელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფეოსბუკ გვერდზე უკვე რამდენიმე სიხალე უკვე განვათავსე, სიახლეები იხილეთ ბმულებზე:



P.S. მოკლე დაველოდოთ, ტრამპის თანახმად ხვალ დილით უკვე ყველაფერი გარკვეული იქნება.

No comments:

Post a Comment