თურქულმა კომპანია Otokar-მა, რომელიც Koç Group-შია გაერთიანებული, გამოფენა IDEF 2017-ზე, თურქული ეროვნული წარმოების ძირითადი საბრძოლო ტანკის, Altay-ს, ახალი ვარიანტი, სახელწოდებით Altay-AHT, წარმოადგინა. მანქანა ქალაქში ბრძოლის საწარმოებლადაა ადაპტირებული და მისი წინამორბედის ბაზისა და კოშკურის გამოყენებითაა შექმნილი.
როგორც კომპანია Otokar-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, „გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, როგორც თურქეთში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კლიმატურ და საგზაო პირობებში, ჩვენს კვლევებსა და ნამუშევრებში აისახება. ამგვარად ჩვენ არსებული და პერსპექტიული საფრთხეების მიმართულებით ვმოქმედებთ და ჩვენი კლიენტების მოლოდინებს ვწინასწარმეტყველებთ. ქალაქის ბრძოლებისთვის შექმნილი ტანკი Altay-AHT, რომელიც გამოფენაზე დღეს პირველად წარმოვადგინეთ, ამ მოღვაწეობის შედეგის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს. ჰიბრიდული და ასიმეტრული საფრთხეებისა და იმ პირობების წინააღმდეგ, რომლებშიც არატრადიციული ძალები და მეთოდები გაცილებით ხშირად გამოიყენება, ჩვენი საკუთარი რესურსების გამოყენებით, შევქმენით ურბანული ტანკი Altay-AHT, რომელიც თურქეთის არმიის პერსპექტიულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ფართო საექსპორტო პოტენციალი ექნება. ეს ურბანული ტანკი, რომელიც Otokar-მა საკუთარი იდეებითა და შესაძლებლობებით შეიმუშავა, წარმოადგენს ტანკ Altay-ს სერიული წარმოების შესაძლებლობის დემონსტრაციას და ამტკიცებს იმას რომ, ჩვენ ასეთი წარმოებისთვის შესაძლებლობები და ადამიანური რესურსები გაგვაჩნია და თუ ჩვენ სერიულ წარმოებას შეგვიკვეთავენ, ჩვენ მზად ვართ ჩვენი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები საუკეთესო ტექნიკით მოვამარაგოთ“.
ურბანული ოპერაციებისთვის განკუთვნილი ტანკი Altay-AHT თავისი წინამორბედი Altay-სგან ჯავშნით, გრეხითი საკიდრითა და სპეციალიზირებული აღჭურვილობით განსხვავდება. მისი ძირითადი თავისებურებანი შემდეგში მდგომარეობს:
ტანკზე დინამიკური დაცვა და ცხაურებიანი ეკრანებია დამონტაჟებული, რაც ამაღლებს მის მდგრადობას მართვადი და არამართვადი ტანკსაწინააღმდეგო საშუელებების წინააღმდეგ. აღნიშნული საფრთხეები, შერეულ და ასიმეტრიულ საბრძოლო გარემოში, ტანკის კიჩოსა და ბორტებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ტელესკოპურ ანძაზე დაყენებული სისტემა YAMGÖZ-ის სათვალთვალო ელექტროოპტიკური კომპლექსის წყალობით გაუმჯობესებულია ეკიპაჟის ინფორმაციული გათვითცნობიერებაც. სათვალთვალო კომპლექსი უზრუნველყოფს წრიულ დაკვირვებასა და დისტანციური მოდულის მართვას.
ტანკი აღჭურვილია დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობებისთვის ხარვეზების დამდგმელი აპარატურით. ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის სისტემას შეუძლია სნაიპერის პოზიციის გამოთვლა, ლაზერული დასხივების გამაფრთხილებელ სისტემას შეუძლია ლაზრეით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების იდენტიფიცირება და ლაზერული მანძილმზომით დასხივების ფაქტის გასაზღვრა. დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულიცა და სატანკო კოშკურაც ავტომატურად ტრიალდება აღმოჩენილი საფრთხის მიმართულებით.
ტანკი ბულდოზერის პირითაა აღჭურვილი, რომელსაც მძღოლ-მექანიკოსი მართავს და მისი გამოყენება ისეთი დანიშნულებით გამოიყენება, როგორებიცაა - დაცვის ხაზის მოწყობა, წინაღობების გაწმენდა ბრძოლის ველზე და სანგრების მომზადება.
P.S. იმავე გამოფენაზე მწარმოებელმა ტანკ Altay-ს სხვა მოდელიც გამოიყვანა, რომელიც ინფრაწითელ და ხილულ სპექტრში შესანიღბი ჩიხლოთ იყო აღჭურვილი
No comments:
Post a Comment