Showing posts with label ჰაუბიცა. Show all posts
Showing posts with label ჰაუბიცა. Show all posts

Friday, January 22, 2021

Some more pictures of Chinese new 155mm SPH

Some more pictures of Chinese new 155mm SPH. A different chassis with seven road wheels on each side. Different turret geometry from the PLZ-05.

Previously we reported about this SPH New Chinese 155mm SPH






Monday, November 30, 2020

New Chinese 155mm SPH

 A clear view of the new 155mm self-propelled howitzer. A different chassis with seven road wheels on each side. Different turret geometry from the PLZ-05 (Via SinoDefenceForum)





Wednesday, July 31, 2019

აშშ-ს არმიის ორი უახლესი თსდ - Hawkeye და Brutus საცეცხლე გამოცდებზე

აშშ-ს ეროვნული გვარდიის სარდლობის მიერ ორგანიზირებულ სწავლება Northern Strike 19-ზე, FMTV-ს ტიპის სატვირთოზე დამონტაჯებული აშშ-ს არმიის უახლესი, 155 მილმეტრიანი ჰაუბიცა გამოჩნდა.



155 მილიმეტრიანი ექსპერიმენტალური ქვემეხი, რომელმაც სახელწოდება "Brutus"-ი მიიღო, 25 ივლისს, მიჩიგანის შტატში, გრეილინგის ბაზაზე მიმდინარე სწავლება Northern Strike 19-ზე იქნა წარმოდგენილი.

აღნიშნული ქვემეხის შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე - აშშ-ს არმიის პერსპექტიული 155მმ-ნი ჰაუბიცა სატვირთოს ბაზაზე

თვითმავალი საარტილერიო დანადგარი კომპანიების - AM General-ისა და Mandus Group-ის მიერაა შემუშავებული და მასში ბუქსირებადი M777-ის ქვემეხია გამოუყენებული, რომელიც  FMTV (Family of Medium Tactical Vehicles)-ის ტიპის სატვირთოზეა დამონტაჟებული. უკუცემის შესამცირებლად კომპლექსი ჰიდროპნევმატური ჩამხშობითაა აღჭურვილი. ჰაუბიცა მრავალფეროვან საბრძოლო მასალებს მოიხმარს, რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ დაცულ და დაუცველ სამიზნეებს, ქმნის მობილური და მანევრული შენაერთებისთვის წინაღობებს და შეუძლია გამოიყენოს მანათობელი გასროლები.

ახალი ჰაუბიცის შესახებე დეტალები არ გავრცელებულა, ტუმცაღა აღინიშნა რომ აშშ-ს არმია დაინტერსებულია ახალი, უფრო მობილური და მსუბუქი საარტილერიო დანადგარებით. 


ახალამა, სატვირთოზე დამონტაჟებულმა, ჰაუბიცამ სავარაუდოდ აშშ-ს არმიასა და საზღვაო ქვეითების შეიარაღებაზე არსებული ბუქსირებადი M119 და M777 უნდა ჩაანაცვლოს. 

Northern Strike 19-ზე ასევე გამოცდილი იქნა მობილური 105 მილიმეტრიანი ქვემეხი Hawkeye, რომელიც ასევე AM General / Mandus Group-ის ერთობლივი პროექტია. ქვემეხის საცეცხლე გამოცდები აშშ-ს ეროვნული გვარდიის 122-ე საველე არტილერიის, მე-2 ბატალიონმა განახორციელა.

Hawkeye სასროლეთზე

Tuesday, December 18, 2018

Д-400 – რუსული არმიის პერსპექტიული ბუქსირებადი ჰაუბიცა



ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაციის თანბახმად, რუსეთში, პერსპექტიული ბიქსირებადი, 152 მილიმეტრიანი ჰაუბიცა-ქვემეხის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა. ახალ სისტემა თსდ 2С35 «Коалиция–СВ»-ში  გამოყენებული  2А88-ის ბაზაზე იქმნება შექმნილი.

ჰაუბიცის შექმნაზე, ეკატერინბურგში მდებარე, ОКБ-9 АО «Завод №9» მუშაობს. შესაბამისად ახალ ქვემეხს ამ საკონსტრუქციო ბიუროსთვის დამახასიათებელი საფირმო ინდექსი "Д" აქვს მინიჭებული (Д-400).

ადრე რუსულ არმიაში ვარაუდობდნენ რომ, დივიზიონის ქვემეხები, მხოლოდ თვითმავალები იქნებოდა - მუხლუხებიან ან თვლიან ბაზაზე. ამასთან მუხლუხებიან ბაზას პრიორიტეტი ჰქონდა მინიჭებული. თუმცა სრულიად გაუგებარია რაში დასჭირდა რუსეთის არმიას ეს ახალი ბუქსირებადი სისტემა. როგორც ცნობილია "Коалиция–СВ"-სა და "Мста-С" შორის ძირითადი სხვაობა, გარდა კონსტრუქციული თავისებურებებისა და გათანწყობისა, სწრაფსროლასა და გაზრდილ სროლის მანძილში მდგომარეობს. ამის უზრუნველსაყოფად "Коалиция–СВ"-ში გატარებული იქნა მთელი რიგი მეცნიერებატევადი ღონისძიებების კომპლექსი: შემუშავდა ლულის მეტალი, მისი სპირტული დანამვა გაგრილების მიზნით, ახალი დენთი მოდულური მუხტებისთვის, აალების ახალი სისტემა და კიდევ ბევრი სხვა რამე. მაგრამ ეს ყველაფერი ბუქსირებად არტილერიას არაფერში არ ესაჭიროება!

უბრალოდ იმიტომ რომ, ხელის დატენვით შეუძლებელია ბუქსირებად ქვემეხს მისცე ისეთივე სწრაფსროლა, როგორიც თსდ-ს გააჩნია. შესაბამაისად მთელი ამ ძვირადღირებული ღონისძიებების აუცილებლობაც ქრება და აქედან გამომდინარე არ არსებობს არანაირი მოგება ამ ორი სისტემის ქვემეხების უნიფიკაციაში. და ყველაზე მთავარი - ამ სისტემებისთვის არ არსებობს ტაქტიკური ნიშა თანამედროვე არმიაში.

დღეს, დაზვერვისა და მიზანჩვენების განვითარებს სერიოზული დონიდან გამომდინარე, არტილერიის პოზიციის გამოთვლა პირველივე ზალპის შემდეგ ხდება, რის შემდეგაც მას საპასუხო ცეცხლი ატყდება თავზე. ბუქსირებადი არტილერიის გათვლა დღეს უკვე სასიკვდილოდაა განწირული. ამიტომაც არაა შემთხვევითი რომ, მსოფლიოში, მეინსტრიმად იქცა მაღალმობილური არტილერია და პირველ რიგში თვლიან ბაზაზე. ბატარეა ან დივიზიონი ახორციელებს საცეცხლე იერიშს და ეგრევე ტოვებს საბრძოლო პოზიციას. ბუქსირებად არტილერიას ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნია, დღეს მათ მაქსიმუმს ლოკალურ კონფლიქტებში მონაწილეობა წარმოადგენს, სადაც მოწინააღმდეგეს დაზვერვის ძლიერი საშუალებები არ გააჩნია. მაგრამ ამგვარი ომისთვის, ძვირადღირებული სისტემები სულაც არაა საჭირო.


იმავე სირიაში, ერაყსა და იემენში, წარმატებით გამოიყენება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხები და ჰაუბიცები. რუსეთისა და სხვა მრავალი არმიის რიგებში, თავის დღეებს ითვლიან 70-ნი წლების ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ამერიკული 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცა M777. ამ სისტემას BAE System-სი აწარმოებს და ის თავისი ოპონენტებისგან განსაკუთრებული სისმუბუქით გამოირჩევა. თავისი 4,2 ტონიანი მასის ფონზე, მისი ტანსპორტირება საკმაოდ მარტივია ისეთი ტიპის ვერტმფრენებით, როგორებიცაა CH-47 ან MV-22 Osprey. აღნიშნული ჰაუბიცა ძირითადად რთულ და ტექნიკისთვის გაუვალ რელიეფზე გამოიყენება. ამიტომაც არაა გასაკვირი რომ, აშშ-ს არმიისა და საზღვაო ქვეითების გარდა, ის მხოლოდ კანადელებმა, ავსტრალიელებმა და ინდიელებმა რომ შეიძინეს.

შედარებისთვის ქვემოთ მოყვანილია სხვა ბუქსირებადი ჰაუბიცების წონითი მონაცემები:

  • М198 (М777-ის წინამორბედი) – 6,9 ტონა
  • 2А65 «Мста-Б» - 7 ტონა
  • FH-70 – 9,3 ტონა
  • 2А36 «Гиацинт-Б» - 9,8 ტონა
  • TRF1 – 10 ტონა
  • FH-77 – 11,5 ტონა
  • G5 -13,5 ტონა
ყველა ამ სისტემას ნელ-ნელა თვითმავალი ქვემეხები ანაცვლებს. ფოტოების მიხედვით Д-400-ის წონა 2А65-ის შესაბამისი იქნება და ექნება ასევე საკმაოდ დიდი ზომები, რაც გამორიცხავს მისი Ми-8 ტიპის ვერტმფრენით ტრანსპორტირებას.

ასევე უცნობია, იქნება თუ არა გამოყენებული ახალ სისტემაში მოდულური სატყორცნი მუხტები, და თუ კი მაშინ რა ხერხით?

დღეისთვის Д-400-ის მხოლოდ ორი ფოტოა გავრცელებული. ქვემეხი გამწოვით, როგორც ჩანს, პირდაპირ თსდ-დან არის ნასესხები. ლაფეტი ძალიან გავს ჰაუბიცა Д-20-ის ლაფეტს. არაა გამორიცხული რომ ეს უბრალოდ საპოლიგონე დანადგარი იყოს. ამას ისიც ემატება რომ, რო ფოტოზე ორ განსხვავებულ სალულე მუხრუჭს ვხედავთ. ამასთან მსხვილი, ორკამერიანი, მუხრუჭი, ეს ОКБ-9 საფირმო ნაკეთობაა, ხოლო მეორე, პირდაპირ თსდ 2А88 «Коалиция-СВ»-დან არის გადმოტანილი.

როგორი სახით იქნება ქვემეხი შეიარაღებაზე მიღებული, ან თუ იქნება საერთოდ მიღებული - ჯერჯერობით გაურკვეველია. არაა გამორიცხული რომ ამ პროექტმა საერთოდ ვერ ნახოს გაგრძელება.

Tuesday, November 6, 2018

აშშ-ს არმიის პერსპექტიული 155მმ-ნი ჰაუბიცა სატვირთოს ბაზაზე


  • აშშ-ს არმიამ ექსპერიმენტალური, სატვირთოზე შემოდგმული,  155 მილიმეტრიანი ჰაუბიცა შეიმუშავა და მას ბრუტუსი (Brutus) უწოდა.


ინტერნეტ რესურს www.defence-blog.com-ის თანახმად, Brutus - ეს MTV 6X6 ტიპის სატვირთოზე დამონტაჟებული გაზრდილი მობილურობისა და საცეცხლე შესაძლებლობების მქონე 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცაა. ჰაუბიცის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.


როგორც ცნცობილია, აშშ-ს არმია დიდი ხანია უფრო მობილურ და მსუბუქ საარტილერიო დანადგარს ეძებს. მანამდე არმიის წარმომადგენლებმა, კომპანია AM General-ის მიერ წარმოდგენილი, 105 მილიმეტრიანი მობილური სისტემის, 105MWS-ის (ასევე ცნობილია როგორც HAWKEYE), მიმართ გამოიჩინეს ყურადღება. სისტემა HMMWV-ეს პიკაპზე შემოდგმულ 105 მილიმეტრიან ქვემეხს წარმოადგენდა. არაა გამორიცხული რომ, აშშ-ს არმია დაინტერესებული იყოს არსებული 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცებისა და მათთვის საჭირო ჭურვების მოდერნიზაციაში, როგორც ჩანს სწორედ ამ მიზნით მოხდა ამ სადემონსტრაციო 155 მილიმეტრიანი მობილური საარტილერიო კომპლექსის შემუშავებაც.

105MWS HAWKEYE

Tuesday, March 27, 2018

აშშ-ს არმიის ჰაუბიცები უახლოეს მომავალში ჰიპერბგერით, ზეზუსტ ჭურვებს მიიღებენ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................


"ჰიპერბგერითი" როგოც ჩაბს, მსოფლიოს სამხედრო მწარმოებლებში, ახალი დევიზი გახდა. უახლოეს მომავალში, რაკეტების გარდა, ამ რეჟიმში მფრენ საარტილერიო ჭურვებსაც ვიხილავთ. როგორც ჩანს, ამ სფეროში აშშ ლიდერობს.


მოდი ჯერ გავერკვეთ თუ რას ნიშნავს ჰიპერბგერითი სიჩქარე: ეს არის 5 Mach-ზე (6 174 კმ/სთ) მეტი სიჩქარე, სიჩქარე რომლის დროსაც ჰაერის დისოციაცია მნიშვნელოვნად იზრდება და არსებობს მაღალი ტემპერტურული დატვირთვები. აშშ-ს არმია უახლოეს მომავლში გეგმავს განავითაროს საარტილერიო ტექნოლოგია, რათა შესძლოს ჰიპერბგერითი ჭურვების სროლა.

როგორც 19 მარტს, პროგრამა Long-Range Precision Fires (LRPF)-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა სტივენ მარანიანმა (Stephen Maranian) განაცხადა, აშშ-ს არმია გეგმავს დაგრძელოს  M777 ტიპის ჰაუბიცის ლულა, რათა "სროლისას შესძლოს ჰიპერბგერითი სიჩქარის განვითარება".

მოდერნიზაციის შედეგად ქვემეხის ლულის 39-დან 58 კალიბრამდე დაგრძელება მას შემდეგ დაიწყება, რაც XM113 ტიპის ჭურვი, "რომელიც დაბალი მგრძნობიარობის მაღალი ფეთქებადი მასალითა და დამატებითი სატყორცნი მუხთით იქნება აღჭურვილი", გამოცდებს მორჩება. აღნიშნული ჭურვი ამ მონეტში არიზონას შტატში, იუმას საცდელ პოლიგონზე გადის გამოცდებს და არსებული გეგმების მიხედვით, ორ წელიწადში უნდა მოხდეს მისი სერიაში ჩაშვება. ამის შესახებ Defense News-ს გენერალმა სტივენ მარანიანმა განიცხადა.

XM113 ტიპის ჭურვი ჰაუბიცის სროლის მანძილს 33%, სავარაუდოდ 30 კილომეტრიდან 40 კილომეტრამდე გაზრდის. ახალი ჭურვები აშშ-ს არმიის შეიარაღებზე მდგარი ყველა მიზანჩვენების კომპლექსთან იქნება თავსებადი და წინამორბედებისგან მას მაღალი სიზუსტე გამოარჩევს.

წყარო:
US Army howitzers to fire hypersonic precision-strike shells soon

Tuesday, June 6, 2017

ფინეთის Κ9 Thunder

ფინეთმა, ამ ბოლო დროს შეიარაღების შესყიდვების გაძლიერებული მცდელობების ფარგლებში, უკვე შეიძინა სამხრეთ კორეული Κ9 Thunder-ის ტიპის 48 ცალი ჰაუბიცა. აღნიშნული ჰაუბიცის ყიდვა მცირე კონკურსის შემდეგ გადაწყდა, რომელშიც სხვათა შორის თურქული T-155 Firtina-ც მონაწილეობდა. პირველი ჰაუბიცები ფინეთს უკვე გადაეცა, სწორედ ერთ-ერთი ამ პირველი მანქანის ფოტოსურათი გავრცელდა ინტერნეტში, რომელზეც მომავალი ჩვენება-აღლუმისთვის Κ9 Thunder-ის ჰაუბიცის ტრანსპორტირებაა აღბეჭდილი.
ფინეთმა სამხრეთ კორეის მარაგებიდან აღნიშნული მანქანები 146 მილიონ ევროდ შეიძინა. როგორც ადგილობრივი მასმედია აღნიშნავს, ჰაუბიცები ფასი/ეფექტურობის მხრივ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და ამას გარდა იყო ერთადერთი, რომელის მიწოდებაც დაუყოვნებლივ შეიძლებოდა. ყველაფერთან ერთად აღნიშნული მანქანა ფინეთის არმიის წვევამდელებისთვის ყველაზე შესაბამისად ჩაითვალა.
კორეული წარმოების Κ9 Thunder-ის ტიპის ჰაუბიცები ფინური წარმოების BMS-ებითა და ციფრული რაციებით აღიჭურვება და საბჭოთა წარმოების ჰაუბიცებს ჩაანაცვლებს. რითაც ფინურ არმიაში 152 მილიმეტრიდან NATO-ს სტანდარტების 155 მილიმეტრზე გადასვლა განხორციელდება.
მიუხედავად იმისა რომ, ოფიცერთა და სერჟანტთა სწავლებისთვის რამოდენიმე მანქანა უკვე გადაეცა ფინეთის არმიას, ჰაუბიცების დანარჩენი პარტიის გადაცემა 2019 წლის შემდეგ დაიწყება.

Monday, December 3, 2012

პირველი ინდური თვითმავალი ჰაუბიცა


India Today.in–ის თანახმად – "ინდურმა საწარმოო ჯგუფმა Tata–მ დღეს ნიუ–დელიში წარადგინა ახალი 155მმ–ნი მობილური ჰაუბიცა, რომელიც ამ სფეროში პირველი ინდური ნაწარმია".


52 კალიბრის სიგრძის ლულის მქონე, 155მმ–ანი ჰაუბიცა შვედური კომპანია Bofors–ის ტექნოლოგიებითაა შექმნილი და განთავსებულია 8x–სავალი ფორმულის მქონე სატვირთოზე. არტსისტემა შექმნილია პროგრამა Mounted Gun Project–ის ფარგლებში, Tata Power Strategic Electronics Division–ის მიერ. სისტემას სამი წუთის განმავლობაში 40 კილომეტრზე ექვსი ჭურვის სროა შეუძლია.
ხვალ ეს სისტემები მანეკშაუში, საარმიო სემინარზე იქნება წარდგენილი. ბოლო 25 წლის განმავლობაში ინდოეთმა კორუპციული სკანდალების გამო ვერ შეძლო ჰაუბიცების იმპორტირება. ბოლო ხელშეკრულება 1987 წელს შვედებთან გაფორმდა (410 ცალი ჰაუბიცა FH-77B), მას შემდეგ არმიის ჰაუბიცების პარკი არ განახლებულა. საწყის ეტაპზე ინდოეთის არმია 814 ცალი საკუთარი წარმოების ჰაუბიცის შესყიდვას გეგმავს.
კომპანია Bofors–ის ჰაუბიცებმა 1999 წელს, კარგილეს კონფლიქტში თავი შესანიშნავად გამოიჩინეს. მთლიანობაში ინდოეთი 2200 ცალი ახალი ჰაუბიცის შესყიდვას გეგმავდა, რომლებიც ხუთ სხვადასხვა ვარიანტში უნდა ყოფილიყო, მაგრამ კორუპციული სკანდალის გამო, რომელშიც ჩარეულები აღმოჩნდნენ ისეთი ფირმები, როგოებიც არიან Rheinmetall, Singapore Technologies Kinetics, Soltam და Denel, ვერ მოხერხდა ამ გეგმის განორციელება.

ჰაუბიცა FH-77B კარგილეს კონფლიქტში


წყარო:

Tata to unveil India's first indigenous 155 mm Bofors-type howitzer