India Today.in–ის თანახმად – "ინდურმა საწარმოო ჯგუფმა Tata–მ დღეს ნიუ–დელიში წარადგინა ახალი 155მმ–ნი მობილური ჰაუბიცა, რომელიც ამ სფეროში პირველი ინდური ნაწარმია".
52 კალიბრის სიგრძის ლულის მქონე, 155მმ–ანი ჰაუბიცა შვედური კომპანია Bofors–ის ტექნოლოგიებითაა შექმნილი და განთავსებულია 8x–სავალი ფორმულის მქონე სატვირთოზე. არტსისტემა შექმნილია პროგრამა Mounted Gun Project–ის ფარგლებში, Tata Power Strategic Electronics Division–ის მიერ. სისტემას სამი წუთის განმავლობაში 40 კილომეტრზე ექვსი ჭურვის სროა შეუძლია.
ხვალ ეს სისტემები მანეკშაუში, საარმიო სემინარზე იქნება წარდგენილი. ბოლო 25 წლის განმავლობაში ინდოეთმა კორუპციული სკანდალების გამო ვერ შეძლო ჰაუბიცების იმპორტირება. ბოლო ხელშეკრულება 1987 წელს შვედებთან გაფორმდა (410 ცალი ჰაუბიცა FH-77B), მას შემდეგ არმიის ჰაუბიცების პარკი არ განახლებულა. საწყის ეტაპზე ინდოეთის არმია 814 ცალი საკუთარი წარმოების ჰაუბიცის შესყიდვას გეგმავს.
კომპანია Bofors–ის ჰაუბიცებმა 1999 წელს, კარგილეს კონფლიქტში თავი შესანიშნავად გამოიჩინეს. მთლიანობაში ინდოეთი 2200 ცალი ახალი ჰაუბიცის შესყიდვას გეგმავდა, რომლებიც ხუთ სხვადასხვა ვარიანტში უნდა ყოფილიყო, მაგრამ კორუპციული სკანდალის გამო, რომელშიც ჩარეულები აღმოჩნდნენ ისეთი ფირმები, როგოებიც არიან Rheinmetall, Singapore Technologies Kinetics, Soltam და Denel, ვერ მოხერხდა ამ გეგმის განორციელება.
ჰაუბიცა FH-77B კარგილეს კონფლიქტში
წყარო:
Tata to unveil India's first indigenous 155 mm Bofors-type howitzer
No comments:
Post a Comment