ჯავშანტრანსპორტიორი ZBL-09 ჩინეთის არმიის შეიარაღებაში
ZBL-09 - ეს არის ჩინეთის არმიის, სავალი ნაწილის 8х8 ფორმულის მქონე, ახალი ჯავშანტრანსპორტიორი. ამ მანქანის 8 ერთეული პირველად ოფიციალურად დემონსტრირებული იქნა ჩინეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე. ამ მანქანის ბოლო სამწლიანი სამსახურის განმავლობაში მის ბაზაზე მანქანების მთელი ოჯახი შეიქმნა: ტანკების გამანადგურებელი, საზენიტო–სარაკეტი საარტილერიო კომპლექსი, შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა, გზაგამწმენდი საინჟინრო მანქანა, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და სხვა მრავალი.
ჯავშანტრანსპორტიორი ZBL-09
შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა ZBL-09-ის ბაზაზე
105მმ–ნი ქვემეხით აღჭურვილი, საცეცხლე მხარდაჭერის მანქანის საექსპორტო ვარიანტი ZBL-09–ის ბაზაზე
თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ZBL-09–ის ბაზაზე
კიდევ ერთი აქტუალური პროექტი რომელიც ჩინელებმა ამ მანქანის ბაზაზე წამოიწყეს ეს თვითმავალი ნაღმტყორცნია. ამასთან ჩინელებმა ორ ლულიან ვარიანტზე გააკეთეს აქცენტი (ამგვარი პროექტს ამჟამად მხოლოდ ფინურ კომპანია Patria ახორციელებს, სახელწოდებით AMOS).ორი ლულის დაყენებით მიიღწევა დიდი სწრაფსროლა და ამავდროულად მაქსიმალური ეფექტი "გამალებული ცეცხლის დროს" (დასავლეთში ამას multiple rounds simultaneous impact MRSI უწოდებენ) – საუბარია მაქსიმალური სწრაფსროლისას, ერთ სამიზნეზე სხვადასხვა მუხტების გამოყენებით (რაც ცვალებადი მოდულური მუხტების გამოყენებით მიიღწევა) ლულების აწევის სხვადასხვა კუთხეზე ცეცხლის წარმოებაზე. ამ დროს ჯერის ყველა ჭურვი მიზანთან პრაქტიკულად ერთდროულად ეცემა, რაც მისი განადგურების მაღალ ალბათობას იძლევა.
ორლულიანი ჩინური თვითმავალი სისტემა ZBL-09–ის ბაზაზე (გრაფიკული გამოსახულება)
No comments:
Post a Comment