ბევრისთვის შეუმჩნევლად ჩაიარა მსოფლიოში პირველი ატომური ავიაზმიდის პენსიაზე გაყვანის ფაქტმა – 1 დეკემბერს აშშ–ს სამხედროსაზღვაო ძალების კუთვნილი ავიამზიდი USS Enterprise (CVN-65) 51 წლიანი სამსახურის შემდეგ შეიარაღებიდან იქნა მოხსნილი.
ავიამზიდი USS Enterprise (CVN-65) შეიარაღებიდან მოხსნის ოფიციალური ცერემონიალი (სურათების წყარო – Inactivation Ceremony - December 1, 2012)
USS Enterprise (CVN-65):
აშშ – ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვილი პირველი ავიამზიდი. მწყობრში ჩადგა 1961 წელს. ამ პროექტის პირველი და უკანასკნელი ხომალდი, თუმცაღა დაგაგმილი იყო ამ პროექტის კიდევ ხუთი ავიამზიდის აგება. ავიამზიდის ჯამურმა ფასმა იმ დროის 451 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გახდა დანარჩენ ხომალდებზე უარის თქმის მიზეზი (სიძვირე).
ისტორიული ცნობები:USS Enterprise ყველაზე გრძელი საბრძოლო ხომალდია (342,3 მეტრა). ავიამზიდის დევიზია – The First, the Finest (პირველი და საუკეთესო). ბირთვული საწვავის ერთი გამართვა ხომალდს 13 წელი ყოფნის, ამ დროის განმავლობაში მას 1 მილიონი მილის გავლა შეუძლია. შეიარაღების საერთო მარაგი 2520 ტონას უდრის.
ავიამზიდის აგება 1957 წლის 15 ნოემბერს Newport News Shipbuilding–ის ვერფზე დაიწყო. ხომალდის წყალში ჩაშვება 1960 წლის 24 სექტემბერს მოხდა. 1962 წლის 12 იანვარს ავიამზიდმა განახორციელა თავისი პირველი ცურვა, რომელიც 3 თვეს გაგრძელდა.
1965 წელს "Enterprise" შევიდა მეშვიდე ფლოტის შემადგენლობაში და გაემგზავრა სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში. 1965 წლის დეკემბერში, ვიეტნამთან ომის დაწყების შემდეგ, "Enterprise" გახდა ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვილი პირველი საბრძოლო ხომალდი რომელმაც საბრძოლო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა. ავიამზიდმა რეკორდი დაამყარა – ერთ დღე–ღამეში ავიამზიდიდან 165 საბრძოლო აფრენა განხორციელდა.
1998 წელს ავიამზიდი მონაწილეობს ერაყის წინააღმდეგ განოხრციელებულ ოპერაციაში "უდაბნოს მელა".
2001 წელს ასევე მონაწილეობას ღებულობს ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ წამოწყებულ საბრძოლო მოქმედებებში.
წელიწადნახევრის შემდეგ ხომალდი კვლავ დაბრუნდა სპარსეთის ყურეში და კვლავ განახორციელა მოკავშირე ძალების ერაყში შეჭრის ოპერაციის საჰაერო მხარდაჭერა.
2011 წლის დასაწყისში ხომალდი სომალიის სანაპიროებთან იმყოფება და მეკობრეებთან ბრძოლაში იღებს მონაწილეობას.
2012 წლის 26 მარტს ავიამზიდი თავის დამრტყმელ დაჯგუფებასთან ერთად შედის ხმელთაშუაძღვაში და სპარსეთის ყურისკენ მიემართება (3 აპრილს უკვე ყურეში შევიდა).
ძირითადი მონაცემები:2012 წლის 4 ნოემბერს ავიამზიდმა დაასრულა თავისი უკანასკნელი, 8 თვიანი ცურვა. მთლიანობაში ავიამზიდი ზღვაში 25–ჯერ გავიდა, მისი ჩამოწერის ოფიციალური ცერემონიალი 2012 წლის 1 დეკემბერს გაიმართა.
წყალწვა – 73 858 ტონა
სრული წყალწვა — 93 400 ტონა
სიგრძე – 342 მეტრი
სიგანე – 78,4 მეტრი
სიგანე წყალხაზთან – 40,5 მეტრი
ჯდომი – 12 მეტრი
ძალური დანადგარი – 8 რეაქტორი, 4 ტურბინა
სიმძლავრე – 210 მგვტ
სვლის სიჩქარე – 33,6 კვანძი (62,2კმ/სთ)
ეკიპაჟი – 3000 კაცი + 1800 კაცი ავიაფრთის შემადგენლობიდან
ავიაცია – 90 ცალი ვერტმფრენი და თვითმფრინავი
საინტერესო ფაქტები USS Enterprise–ს შესახებ
No comments:
Post a Comment