ჟურნალმა "Air Force Magazine" გამოაქვეყნა ვაშინგტონში, 2012 წელს გამართულ, აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალების ასოციაციის (Air Force Association) ყოველწლიურ კონფერნეცია Air & Space Conference and Technology Exposition–2012–ზე გამოტანილი Lockheed Martin–ის მე–5 თაობის გამანადგურებლის, F-35–ის მოდელი, რომლის შიდა იარაღის ნაკვეთურებშიც ასევე Lockheed Martin–ის მიერ შემუშავებული ახლო მანძილის, მცირე ზომის ჰარი–ჰარი კლასის 12 ცალი რაკეტა CUDA არის მოთავსებული.
ადრე ამ რასკეტის პროგრამაზე ინფორმაცია არ არსებობდა. Lockheed Martin–ის წარმომადგენლის განცხადების თანახმად პროგრამა CUDA გასაიდუმლოებულია და ხორციელდება მე–5 თაობის გამანადგურებლებისთვის ჰარი–ჰაერი კლასის არსენლის ორჯერ–სამჯერ გაზრდის მიზნით. ამჟამად კორპორაცია აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალებთან ამ პროგრამის განხილვის სტადიაშია.
რაკეტა CUDA თავისი გაბარიტებით მცირეგაბარიტული მართვადი ბომბა SDB–ს ანალოგიურია, ხოლო გარეგნული იერით მინიატურიზირებულ და დამოკლებულ რაკეტა AIM-120 AMRAAM–ს ჰგავს. ისევე როგორც ეს ბოლო, CUDA–ც დამიზნებას აქტიური რადიოლოკაციური თავაკის დახმარებით ახორციელებს. CUDA–ს განმასხვავებელი ნიშანია მიზნის კინეტიკური განადგურების კონცეფცია HTK (Hit-to-Kill) – როდესაც რაკეტა სამიზნეს არა ასაფეთქებელი ქობინით, არამედ პირდაპირი მოხვედრით, ანუ კინეტიკური ენერგიით ანადგურებს.
Lockheed Martin CUDA-ს საპროექტო გამოსახულება
New (still quite secret) Hit-to-Kill missile for the F-35 unveiled: the Lockheed Martin “Cuda”
No comments:
Post a Comment