ცოტაც და შესაძლოა "ცხელ" კონფლიქტში გადაზრდილიყო ინდურ–ჩინური გამანადგურებლების საჰაერო ბრძოლა ტიბეტის თავზე და დაპირისპირებული მხარეების სამხედრო მაშტაბების გათვალისწინებით ეს არ იქნებოდა მცირე მაშტაბიანი კონფლიქტი.
საჰაერო დაპირისპირების მთავარ გმირებად ორი ჩინური Cy-27 და ორი ინდური Cy-30МКИ გამოვიდნენ, რომლებიც თავდაპირველად რადარების გამოყენებით BVR (Beyond-Visual-Range) საჰაერო ბრძოლაში ჩაერთვნენ, ხოლო დაახლოების და ოპტიკური კონტაქტის დამყარების შემდეგ უკვე ახლო საჰარო ბრძოლა გაიმართა.
ინდოეთის მთავრობისადმი გაკეთებული მოხსენების თანახმად საჰაერო ბრძოლა 30 ოქტომბერს განხორციელდა, ინდოეთის და ტიბეტის საზღვართან, იმ ადგილთან ახლოს, რომელიც ჩინეთმა 1962 წელს, ჩინეთ–ინდოეთის კონფლიქტის დროს დაიკავა (Arunachal Pradesh, Tawang–ის რეგინი).
ტიბეტის დედაქალაქ ლისაში განთავსებულმა ჩინურმა რადიოლოკაციურმა სადგურმა 30 ოქტომბერს, შუადღისით, ორი ინდური Cy-30МКИ დააფიქსირა, რომლებიც იმ ტერიოტრიის თავზე დაფრინავდნენ, რომელსაც ჩინელები თავისად თვლიან. სიგნალის მიღებისთანავე ჩინელებმა გზის გადასაჭრელად ორი Cy-27 აწიეს ჰაერში.
შეტაკება ჯერ დიდ დისტანციებზე, რადარების გამოყენებით დაიწყო (სავარაუდოდ ჩინური გამანადგურებლების აფრენა ინდოელმა პილოტებმა თავიდანვე დააფიქსირეს წინასწარი გაფრთხილების სახმელეთო ან საჰაერო პლატფორმის დახმარებით). სიტუაცია მას მერე დაიძაბა რაც გამანადგურებლები ერთმანეთს დაუხალოვდნენ რის შემდეგაც რელიეფს მოეფარნენ და რადარებიდან გაქრნენ – როგორც ჩინურიდან ასევე ინდურიდან.
რადგანაც ორივე მხარე თვალყურს ადევნებდა ამ საჰაერო დაპირისპირებას, თვითმფრინავების რადარებიდან გაუჩინარება 12 წუთის განმავლობაში ორივე მხარემ მათ ჩამოგდებად აღიქვა და საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა – ინდურმა მხარემ ექვსი Cy-30МКИ ხოლო ჩინურმა მხარემ რვა Cy-27 აწია ჰაერში. მაგრამ საბოლოოდ, 12 წუთიანი გაქრობის შემდეგ, გამანადგურებლები ისევ გამოჩნდნენ რადარებზე რამაც ამ დაპირისპირების მშვიდობიანი დასასრული უზრუნველყო. როგორც ინდური მხარე იუწყება – "კიდევ 5 წუთი და ალბათ ყველაფერი სერიოზულ სახეს მიიღებდა".
წყარო:
Αερομαχία κινεζικών και ινδικών μαχητικών - Παραλίγο να "εκραγεί" η περιοχή του Θιβέτ
Indian, Chinese fighter aircraft come face to face near Arunachal border
წყარო:
Αερομαχία κινεζικών και ινδικών μαχητικών - Παραλίγο να "εκραγεί" η περιοχή του Θιβέτ
Indian, Chinese fighter aircraft come face to face near Arunachal border
No comments:
Post a Comment