გერმანულმა კომპანიამ, Rheinmetall Landsysteme GmbH (RLS)-მა, პოლონურ საწარმოო პარტნიორს, Zakłady Mechaniczny Bumar Łabędy S.A. (ZMBŁ)-ს, პირველი მოდერნიზირებული Leopardy-2PL-ები წარუდგინა.
აღნიშნული მანქანის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:
პორველი მოდერნიზირებული მანქანა გერმანულმა მხარემ პოლონურ საწარმოო პარტნიორს 2018 წლის 13 დეკემბერს გადასცა, ხოლო კიდევ ორი მანქანა მომდევნო კვირას იქნა მიწოდებული. ყველა ტანკმა (ისინი სულ 5 ცალია) - დასრულებული სახე მიიღო და ყველა ქარხნული გამოცდა გაიარა.
2016 წელს, ZMBŁ-სა და Rheinmetall-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Rheinmetall-მა, პოლონურ პარტნიორს, 5 ცალი აწყპობილი და გამოცდილი ტანკის პროტოტიპი უნდა გადასცეს.
Rheinmetall-ის დახმარებით, 2019 წელს, დამატებით 12 მანქანის მოდერნიზაციას პოლონური ZMBŁ განახორციელებს. ხოლო დარჩენილ Leopard-2A4-ებს, პოლონური მხარე, 2019-21 წლებში დამოუკიდებლად ჩაუტარებს მოდერნიზაციას.
პირველად ხელშეკრულებასთან 2018 წელს გაკეთებული დანამატის თანახმად, სულ 142 ტანკი გაივლის მოდერნიზაციის პროგრამას, რაც პირველად რაოდენობასთან შედარებით, 14 ერთეულით მეტია (თავდაპირველად 128 ტანკის მოდერნიზაცია იყო გათვალისწინებული - პოლონეთი Leopard 2A4-ბის მოდერნიზაციას იწყებს).
Leopard-2PL-ის პროტოტიპი, ამ წლის აგვისტოდან, ვარშავას მახლობლად მდებარე, სილეივიკის ჯავშანსატანკო და საავტომობილო ტექნიკის სამხედრო ინსტიტუტში (Wojskowym Instytucie Techniki Pancernej i Samochodowej (WITPiS)), გადის გამოცდებს. გამოცდები, სხვადასხვა გარემოს პირობებში ყველა აუცილებელი ფუნქციონალურობის შემოწმებას ისახავს მიზნად, მათ შორის სავალ და საცეცხლე გამოცდებს. ამას გარდა, პროექტის რეალიზაციის მომენტში, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი ფუნქცია, რომელთა მიზანშეწონილობაც პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა. ამ მომენტში ეს ფუნქციები რეალიზაციის სტადიაშია და მომავალში მათი გამოცდა ერთ-ერთ საცდელ მანქანაზე მოხდება.
წყარო:
No comments:
Post a Comment