Friday, December 21, 2018

როგორ დახარჯო $ 1 500 000 000 იარაღსა და ეკიპირებაში?

აშშ-ს ანგარიშვალდებულების სამთავრობო ოფისმა (The Government Accountability Office - GAO) ფედერალური და სამართალდამცავი ორგანოების მიერ, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტაქტიკური აღჭურვილობის შესყიდვების შესახებ, ანგარიში გამოაქვეყნა. 86 გვერდიანი მოხსენება, დაწყებული გარემოს დაცვის სააგენტოთი და ფგბ (FBI)-თი დამთავრებული, 20 სხვადასხვა ფედერალური სააგენტოს შესყიდვებს ეხება.



ანგარიშიდან ირკვევა რომ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ამ ყველა სააგენტომ, ცეცხლსასროლ იარაღზე დახარჯა 38 800 000 დოლარი, 325 900 000 საბრძოლო მასალებზე და 1 140 000 000 ტაქტიკურ აღჭურვილობაზე. ცეცხლსასროლი იარაღის ყველაზე მსხვილი მყიდველი ATF (ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო - Bureau of Alcohol, Tobacco, Firearms and Explosives) გახდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღის არანაკლებ 8500 ერთეული შეიძინა. რაც შეეხება საბრძოლო მასალას - ყველაზე მეტი, 429 000 000 ვაზნა, აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურმა შეიძინა. 


ტაქტიკურ აღჭურვილობაზე (დიდი კატეგორიაა და მასში შედის ყველაფერი, დაწყებული ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით და დამთავრებული თვითმფრინავებითა და ხომალდებით), 17 სააგენტომ ბოლო რვა წლის განმავლობაში 1,14 მილიარდი დოლარი დახარჯა. 

მათგან ოთხმა CBP, US Marshals Service, FBI და DEA-მ, თანხის ლომის წილი აითვისეს. აღნიშნული თანხის ორი მესამედი თვითმფრინავების შესაძენად დაიხარჯა, ასევე თანხის დიდი ნაწილი შეჯავშნულ ავტომანქანებზე, კამუფლირებულ ფორმაზე, ასაფეთქებელ მოწყობილობებზე და მსგავს ნივთებზე იქნა დახარჯული. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია რომ, შვიდმა სააგენტომ და მათ შორის - ATF და US Fish & Wildlife-მ, ცეცხლსასროლი იარაღისთვის მაყუჩები შეიძინა. ტაქტიკური აღჭურვილობიდან ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ შენაძენად, სხვადასხვა სახის ოპტიკური სამიზნე გახდა.

წყარო:

No comments:

Post a Comment