Exoskeleton is for army's battlefield rescuers and special forces. The exoskeleton's major function is carrying weight (backpacks, ammunitions, wounded or body armour). In addition, the individual exoskeleton does not require a power source, and the design is ingenious, which reduces the weight and while improving the survivability of personnel on the battlefield.
განას ინეტრნეტ მედიასაშუალებამ, GraphicOnLine-მ, ქვეყნის დედაქალაქში გამართული გამოფენის ფოტოები გაავრცელა, ფოტოებზე ასახულია ჯავშანტრანსპორტიორი და ეგზოსკელეტიანი ჯარისკაცები. ტექსტის თანახმად, ეს ინოვაციები ქვეყნის არმიას აძიერებს და საჭიროა მათი დაფინანსება.
სამხეტრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა "Армия-2017"-ზე "ЦНИИТОЧМАШ"-შის მიერ წარმოდგენილი იქნა საბრძოლო ეგზოსკელეტის, სახელწოდებით "მომავლის დამცველი" ("Защитник будущего"), სრულმაშტაბიანი მაკეტი. მომავალში ეგზოსკელეტი მებრძოლს 50 კილომდე ტვრითის ტარების შესაძლებლობას მისცემს.
პროეკტ Hardiman-ის ფარგლებში სამუშაოებს კომპანია General Electric აწარმოებდა, რომელმაც პირველი მზა ნიმუში 60-იანი ლწების ბოლოს წარადგინა. ეკზოსკელეტმა სახელწოდება პროგრამის მიხედვით Hardiman მიიღო. მისი დახმარებით ოპერატორს 1500 ფუნტი ტვირთის აწევა უნდა შესძლებოდა. ამ მოწყობილობაზე სამხედროები დიდ იმედებს ამყარებდნენ - Hardiman-ს ავიამზიდებზე ბომბებისა და რაკეტების დატვირთვისას საკმაო სარგებლობის მოტანა შეეძლო.
მაგრამ General Electric-ის ინჟინრებმა პროგრამის დაწყებიდან ათი წლის მერეც კი ვერ შესძლეს ჩანაფიქრის რეალიზაცია. აწყობილი იქნა რამდენიმე პროტოტიპი, მათ შორის მუშა მექანიკური ხელი. Hardiman-ის უზარმაზარ საცეცს ჰიდრავლიკური ამძრაობა ჰქონდა და შეეძლო 750 ფუნტის აწევა (მიახლოებით 340 კგ). მაგრამ კონსტრუქტორების წინაშე სხვა პრობლემა წარმოიშვა - ეკზოსკელეტის მექანიკური "ფეხები". Hardiman-ის ერთ ხელიანი და ორ საყრდენ-ფეხიანი პროტოტიპი 750 კილოს იწონიდა და ამასთან დაანგარიშებული მაქსიმალური ტვირთამწეობა თვითონ მის საკუთარ წონაზე ნაკლები იყო. სწორედ მისი ასეთი წონისა და განსაკუთრებით ეკზოსკელეტის მიერ ტვირთის აწევისას, როდესაც მთელი კონსტრუქცია ვიბრირებას იწყებდა, რამაც რამდენჯერმე მისი გადაქცევა გამოიწვია, ცენტროვკის თავისებურების გამო პროგრამა დახურული იქნა. მას შემდეგ ამ მიმართულებით ახალი სამუშაოები მეოთხედი საუკუნის განმავლობაში არ გამოჩენილა.
აშშ–ს სპეციალური ოპერაციების სამმართველოს (SOCOM) მეთაურის განცხადების თანახმად, "Iron Man"–ის კოსტუმის მსგავსი საბრძოლო აღჭურვილობის გამოცდები ამ წლის ზაფხულში დაიწყება.
აშშ–ს საზღვაო ძალების ადმირალის, McRaven–ის თქმით, საზოგადოებაში Marvel Comics–ის სუპერ გმირის, "Iron Man"–ის კოსტუმის სახელით ცნობილი ტაქტიკური საიერიშო კოსტუმის, რომელიც სამხედრო წრეებში ცნობილია როგორც — TALOS (Tactical Assault Light Operator Suit), სამი, ძრავის გარეშე მოდელია აწყობილი და საგამოცდო პოლიგონზე ივნისში იქნება გადაცემული. სამხედრო ხელმძღვანელობის გეგმებში შედის გამოცდებზე ამ კოსტუმის ტექნოლოგიის შეფასება, ხოლო 2018 წლისათვის მისი სერიულ გაშლა.
"ეს კოსტუმი, თუ მასში ყველაფერი სწორადაა გაკეთებული, მის ოპერატორებს რევოლუციურ გადარჩენადობისა და ფიზიკური შესაძლებლობებს შესძენ", განაცხადა McRaven–მა.
DARPA–ს მიერ წარმოდგენილი მომავლის მეომრის კოცეპტი
აღჭურვილობის ტექნოლოგია საბოლოო ჯამში უნდა მოიცავდეს აქტიურ ეკზოსკელეტს (ეკზოსკელეტის ტექნოლოგიების გამოცდას აშშ–ს შეიარაღებული ძალები უკვე ორი წელია ახორციელებენ – ავღანეთში უახლოეს მომავალში ეკზოსკელეტ HULC-ს გაგზავნიან), მთელი სხეულის მეწინავე ჯავშანსა და მეთაურობის ოფიციალური მოთხოვნით სიტუაციურ–ინფორმაციულ დისპლეის.
ეს იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც სპეციალური ოპერაციების მებრძოლი დაჭრილი იქნა ეჭვმიტანილი მებრძოლის სახლის კარებში შესვლისას, განაცხადა McRaven–მა. მაშინ მას ახალგაზრდა ოფიცერმა კითხვა დაუსვა, რომელზეც მას პასუხი არ ჰქონდა – "ბრძოლაში გატარებული ამდენი წლის მერე, რატომ არ არსებობს ისეთი აღჭურვილობა, რომელიც მებრძოლს კარებში უსაფრთხოდ შესვლის საშუალებას მისცემს"?
"მთელი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მე დარწმუნებული ვარ რომ შეგვიძლია უკეთესის შექმნა" – დაამატა McRaven–მა.
"ყველაფერის ამის შედეგად ჩაშვებული იქნა პროექტი, რომელშიც მონაწილეობს 56 კორპორაცია, 16 სამთავრობო დაწესებულება, 13 უნივერსიტეტი და 10 ეროვნული ლაბორატორია. ჩვენ უკვე ვხედავთ ამ თანამშრომლობის განმსაცვიფრებელ შედეგებს" – განაცხადა McRaven–მა.
BAE Systems–ის მიერ გასულ კვირას წარმოდგენილი "Iron Man"–ის ჩაფხუტი
უახლოეს მომავალში ავღანეთში სავრაუდოდ გაგზავნიან ეგზოსკელეტ HULC-ის პირველ ეგზემპლიარებს. როგოც კომპანია Lockheed Martin-ის წარმომადგენელი იუწყება HULC-მა უკვე გაიარა აშშ-ს არმიის საველე გამოცდები და მზად არის სერიული წარმოებისთვის.
ეკზოსკელეტს გააჩნია მოკლე დროით აჩქარების რეჟიმი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია 17კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება
ეკზოსკელეტი - ეს არის "სხეულის გარედან" ჩასაცმელი კარკასი, რომელიც ჩვეულებრივად (მაგრამ არა სავალდებულოდ) აღჭურვილია ძალური ამძრავებით. მისი დანიშნულებაა - გაზარდოს მატარებლის ძალა და შეამციროს დატვირთვა.
კონსტრუქციების უმეტესობა მუშაობს შემდეგნაირად - სენსორები აფიქსირებენ კუნთის შეკუმშვას, შემდეგში ავტომატურად მიიღება "გადაწყვეტილება" იმის შესახებ თუ როგორი მოძრაობის იმიტირება უნდა გააკეთოს მანქანამ. შემდეგ მოქმედებაში მოდიან ძრავები და ეკზოსკელეტი წარმოქმნის საჭირო მოძრაობას.
ამ ტექნოლოგიას 2 ძირითადი პრობლემა გააჩნია - პირველ რიგში ეკზოსკელეტს ესაჭიროება განსაკუთრებულად მცირე გაბარიტების და მაღალი სიმძლავრის კვების წყარო. მეორე კიდევ ის რომ კუნთების შეკუმშვაზე სკელეტის რეაქცია ხდება გარკვეული შეყოვნებით და პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ეს რეაქცია მინიმუმამდე იქნას შემცირებული.
ამასთან ერთად აშკარაა, რომ მოძრაობის წარმოქმნის სიძნელე ყოველთვის ერთნაირი არაა. ყველაზე ადვილია ფეხის მოძრაობის "წარმოქმნა", შედარებით რთულია ხელების მრავალფეროვანი მოძრაობის გამეორება და ბოლოს ყველაზე ძნელია ხელის მტევნის მოძრაობების წარმოქმნა.
ეკზოსკელეტის შემქნის იდეა სამხედროებს 1960-იან წლებში ესტუმრა, ისევე როგორც დღეს რეალიზირებული იდეების უმეტესობა. იდეა მდგმორაეობდა იმაში რომ ასეთი კონსტრუქცია, უბრალო, არაფრით გამორჩეული ჯარისკაცის ძალას 20-ჯერ გაზრდიდა. ათწლეულის ბოლოს General Electric-მა და United States military-მ მართლა შექმნეს ამდაგვარი მექანიზმი, სახელწოდებით Hardeman - ძალიან მძიმე (680კგ), მოუქნელი და ნელი. როგორც აღმოჩნდა იმ დროის ტექნოლოგიები არ იყო საკმარის იდეის სრულყოფილად რეალიზაციისთვის. გარკევული დროის შემდეგ სამხედროებმა ეს პროექტი დაივიწყეს რგორც ცუდი სიზმარი და მის რეალიზაციას მხოლოდ ენთუზიაზისტებიღა თუ ცდილობდნენ (70-ნების ბოლოს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში წარუმატებლად ცდილობდნენ შეექმნათ ინვალიდებისთვის მექანიკური "ფეხები").
კოსტუმი უზრუნველყოფს თავისი წონის ზიდვას, რათა ექსპულატანტმა არ იგრძნოს დამატებითი დატვირთვა
მაგრამ 2000 წელს, DARPA-მ პროგრამა Exoskeletons for Human Performance Augmentation-ის ჩაშვებით, გადაწყვიტა "მომავალი გაეხსენებინა". ტექნიკური დავალებია ითვალისწინებდა "მთლიანი" (ხელებისთვის და ფეხებისთვის) ეკზოსკელეტის შექმნას, რაც წარმოადგენდა მომავლის ჯარისკაცის, Land Warrior-ის, აღჭურვილობის შექმნის პროექტის ნაწილს
პროექტზე მუშაობა რამდენიმე ჯგუფმა დაიწყო, მათ შორის რობოტოტექნიკურმა კომპანია Sarcos-მა და უნივერსიტეტმა Berkeley-მ. წყნარი ოკეანის მეორე ნაპირზე ამ პროგრამით დასაქმდნენ იაპონლები, კომპანია Cyberdyne Systems-დან (სწორედ ეს კომპანიაა ნახსენები კინოფილმ "ტერმინატორში"). შედეგად Sarcos-ი შეისყიდა ისეთმა სამხედრო-წარმოების გიგანტმა, როგორიცაა Raytheon, ხოლო BerkeleyBionics-ი Lockheed Martin-ის ხელში მოხვდა. საბოლოოდ პენტაგონს და დანარჩენ მსოფლიოს წარუდგინეს რამდენიმე საყურადღებო კონსტრუქცია. Lockheed Martin-მა აჩვენა უკვე ცნობილი HULC-ი, Raytheon-მა მანქანის ორის ვარიანტი, სახელწოდებით XOS, ხოლო Cyberdyne Systems-მა ეკზოსკელეტი HAL.
ერთი დატენვით კოსტუმი უზრუნვერლყოფს 90კგ ტვირთის 20 კილომეტრზე გადატანას
რას წარმოადგენს თვითოეული მათგანი - ზემოთ ნახსენები HULC იწონის 25კგ-ს და ადვილად თავსდება ზურგჩანთაში. ამჟამად ის ვერ პასუხობს DARPA-ს იდეალის მოთხოვნებს, მას არ გააჩნია რობოტიზირებული ხელები. თუმცაღა სპეციალური მოწყობილობების წყალობით ხელით სატარებელი ტვირთის წონა ეკზოსკელეტის ტიტანის ჩარჩოს გადაეცემს. შედეგად HULC საშუალებას აძლევს ქვეითს მინიმალური დატვირთვით გადაზიდოს 90 კილოგრამამდე ტვირთი. ეკზოსკელეტის ადრეული ვერსია აკეთებდა ამას 1 საათის განმავლობაში 4,8კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სპეციალური "სპრინტერული" რეჟიმი საშუალებას აძლევდა ქვეითს განეხორციელებინა მოკლე გადარბენები 17კმ/სთ სიჩქარით. მაგრამ ეს სატესტო ვერსია იყო. თავის დღევანდელ ვარიანტში, უფრო მძლავრი ლითიუმ-იონური ბატარეებით ეკზოსკელეტს შეუძლია იმოძრაოს 8 საათი, ხოლო მომავალში საწვავიანი ელემენტებით აღჭურვილი ვერსია შეძლებს - 24 საათი იმოძრაოს.
ეკზოსკელეტის "საბორტე" კომპიუტერები აკონტროლებენ მის მუშაობას, რატა ის შეესაბამებოდეს ადამიანის მოძრაობას
Cyberdyne Systems-ის მიერ შექმნილი HAL-5 – უკვე "მთლიანი" ეკზოსკელეტია. მანქანა იწონის 23კგ-ს, შეუძლია იმოძრაოს ორნახევარი საათი. HAL-5-ის ძირითადი დანიშნულებაა ინვალიდების რეაბილიტაცია და გააჩნია შეზღუდული ძალური შესაძლებლობები.
მის საწინააღმდეგო ვერსიას წარმოადგენს Raytheon-ის ეკზოსკელეტები - XOS-1 და XOS-2. ესენიც "მთლიანი" კონსტრუქციებია, რომლებიც რობოტიზირებული ხელებითაა აღჭურვილი., თუმცა ხელის მტევნებს სხვადასხვა სატაცები და კავები ცვლიან. მანქანა 90 კილომდე ტვირთის თავისუფლად მანიპულირების საშუალებას იძლევა.. თუმცაღა მძლავრი ენერგომოხმარების გამო ისინი ჯერ არ არიან ავტონომიურები და ამას გარდა მასიური XOS-2 88კგ-ს იწონის. ამჟამად მათი ძირითადი დანიშნულებაა საბრძოლო დანიშნულების ტვირთების დატვირთვა და გადმოტვირთვა.
ტვირთის წონა უშუალოდ ეკზოსკელეტის ტიტანის ჩარჩოს გადაეცემა
როგორია შემდეგო პერსპექტივები - პირველ რიგში "ეკზოსკელეტის" დასრულება და მისი "მთლიან" სახემდე მიყვანა და ამასთან მისი ავტონომიურობის უზრუნველყოფა. ამ სფეროში უკვე დაიწყო ძვრები. მაგალითად გამოჩნდა რობოტიზირებული ხელთათმანები - არსებითად ეს ხელის მტევნის ეკზოსკელეტს წარმოადგენს. მეორე რიგში სენოსრული მოძრაობის გარდამქმნელიდან ნეიროინტერფეისზე გადასვლა - "აზრითმართვა". პირველი პროტოტიპები აქაც უკვე შექმნილია.
კოსტუმი იმდაგვარადაა შექმნილი რომ მისი დეტალების შეცვლა საველე პირობებშია შესაძლებელი
როგორია სრულფასოვანი ტექნოლოგიის გამოყენების პერსპექტივები - აშკარაა, რომ ის გამოდგება ინვალიდების რეაბილიტაციისთვის და ასევე სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს - მშენებლობაზე, სოფლის მეურნეობაში და ასე შემდეგ, ეკზოსკელეტი შეიძლება გადეს ერთგვარი პირადი ტრანსპორტი. მაგრამ აშკარაა რომ ამ ტექნოლოგიის პირველი და ძირითადი გამომყენებელი არმია გახდება.
ბრძოლის ველზე გამოჩნდება პრინციპულად ახალი თაობის ქვეითი მებრძოლი. ის აჯობებს ჩვეულებრივ ქვეითს დაცულობაშიც, საცეცხლე ძალაშიც, მობილურობაშიც და ასევე მოწინააღმდეგის აღმოჩენის შესაძლებლობაშიც.