სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
როგორც ინტერნეტ რესურსი, The Globe and Mail იუწყება, კანადის არმიის ელიტარული ქვედანაყოფის სნაიპერმა, ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი, 3540 მეტრის დისტანციაზე მოკლა.
მეთაურობა, უსაფრთხოების მიზნით, რეკორდსმენი სნაიპერის ვინაობას არ ამხელს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გასროლა სნაიპერული შაშხანა McMillan TAC-50-იდან განხორციელდა. ამასთან აღსანიშნავია რომ, სამხედრო მოსამსახურეს, დასამიზნებლად და გასასროლად სულ რაღაცა 10 წამი დასჭირდა.
The Globe and Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასროლის სიზუსტე და მანძილი ვიდეოკამერებისა და სხვა საშუალებების მეშვეობით იქნა შემოწმებული.
დიდი ხნის მანძილზე სნაიპერული სროლის მსოფლიო რეკორდი ბრიტანელ სნაიპერს, კრეიგ ჰარიის ეკუთვნოდა. რომელმაც 2009 წელს ავღანეთში, "თალიბანის" მებრძოლი, 2475 მეტრზე გაანადგურა.
2002 წელს, ოპერაცია "ანაკონდას"მსვლელობისას, კანადელი კაპრალი, რობ ფურლონგი, მოწინააღმდეგეს 2430 მეტრზე მისწვდა. ხოლო ერთი კვირით ადრე, იმავე ოპერაციის მსვლელობისას, მეორე კანადელმა სნაიპერმა, არრონ პერრიმ, მტერის დაჭრა 2310 მეტრზე მოახერხა.
მიუხედავად იმისა რომ კანადას, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან შედარებით, მცირე შეიარაღებული ძალებით გააჩნია, ის მაინც გამოირჩეულია თავისი სნაიპერებით.
წყარო:
P.S. თავს არ გამოვიდებ, მაგრამ თითქოსდა 2012 წელს ავსტრაიელმა სნაიპერებმა 2815 მეტრზე იმუშავეს წარმატებით. ამის შესახებ ბლოგზე დაიწერა - შორსმსროლელობის ახალი სნაიპერული რეკორდი
No comments:
Post a Comment