Showing posts with label შინაგან საქმეთა სამინისტრო. Show all posts
Showing posts with label შინაგან საქმეთა სამინისტრო. Show all posts

Tuesday, May 30, 2017

როსგვარდიის ახალი ხელის საიერიშო ტყვიამფრქვევი Корд-5,45

საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო "Токарь-2"-ის ფარგლებში როსგვარდიისთვის შექნილი 5,45 მილიმეტრიანი ახალი ხელის ტყვიამფრქვვევი "Корд-5,45 "

2017 წლის 24 მაისს, კრასნოარმეისკში, როსგვარდიის ღია კარის დღეზე, ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგინეს კონკურს "Токарь-2"-ის ფარგლებში "ვ. ა. დეგტირიაევისა სახელობის ქარხანაში" (Завод им. В. А. Дегтярева) შექმნილი ხელის საიერიშო ტყვიამფრქვევი. ტყვიამფრქვევი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკვეთითაა შექმნილი და გეგმიური ცხრილის მიხედვით ეხლა მისი საცდელი პარტიის წარმოება მიმდინარეობს, რომელთა სახელმწიფო გამოცდებიც საკონკურსო მოთხოვნის მიხედვით, ამა წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

ტყვიამფრქვევის მოკლე ტტმ საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით:
  • კალიბრი - 5,45მმ
  • კვება - მჭიდი (სტანდარტული АК-74 ან 60 ვაზნიანი) და 50 ვაზნიანი ლენტი
  • ლენტის კოლოფის ტევადობა - 100/250 ვაზნა
  • წონა - 7კგ
  • სწრაფსროლა - 800-900 გასროლა წუთში
  • ლულა - შეცვლადი (გრძელი და მოკლე ლულები)
  • კონდახი - დასაკეცი ტელესკოპური
  • სიგრძე ალმქარის გარეშე და დაკეცილი კონდახით:
                                                               - გრძელი ლულით 900მმ,
                                                               - მოკლე ლულით 750მმ





ფოტოების წყარო:

Tuesday, February 5, 2013

საგანგებო სიტუაციების მართვი დეპარტამენტი (ფოტოები).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი შეიქმნა 2005 წლის 12 დეკემბერს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების (საგანგებო სიტუაცია - მდგომარეობა შექმნილი განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური, სტიქიური ან სხვა რაიმე ხასიათის უბედურების შედეგად, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა მსხვერპლი, მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები, საფრთხე შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს.) თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაციას, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფას.


Emergency Management Department of the Ministry of Internal Affairs of Georgia - Emergency Management Department of the Ministry of Internal Affairs of Georgia was established on December 12, 2005. The Department is a structural subsection of the Ministry of Internal Affairs, which within its competence coordinates prevention of emergency situation (emergency situation – situation in a certain territory as a result of natural, man-caused or any other type of disaster, which resulted or may result in human victim, important material lost or creates threat to human health or environment)  throughout the country, takes measures for softening and eliminating its results, also, the Department provides with implementation of civil defense tasks during martial law.













წყარო:

Thursday, January 24, 2013

შინაგან საქმეთა მინისტრი იალღუჯის საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იალღუჯის სპეციალური ოპერაციების საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია.  მინისტრმა ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა და  სწრაფი რეაგირების დანაყოფისა და დანაყოფში მისაღები კურსანტების წვრთნებს დაესწრო.  ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნების მონაწილეთა პროფესიონალიზმითა და  მომზადების დონით კმაყოფილი დარჩა.

Minister of Internal Affairs, Irakli Gharibashvili has visited Special Operations Training Center of Ialguja polygon. Minister has viewed the polygon territory and attended trainings for employees of rapid response unit and trainees of the same unit. Irakli Gharibashvili expressed his satisfaction regarding the level of preparedness and professionalism.
















წყარო:
შინაგან საქმეთა მინისტრი იალღუჯის საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია