Showing posts with label 45მმ. Show all posts
Showing posts with label 45მმ. Show all posts

Saturday, March 2, 2019

რუსეთის არმიის გაზრდილი ჯავშანგამტანობისა და სიზუსტის ვაზნები


რუსეთის ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ЦНИИТОЧМАШ-მა, ეკიპირება "Ратник"-ზე მუშაობის ფარგლებში, 5,45 მილიმეტრიანი ვაზნის გაზრდილი გამტანობის ვარიანტი შექმნა - იმავე პროგრამის ფარგლებში შექმნილია ამ კალიბრის ვაზნის გაზრდილი სიზუსტის ვარიანტიც. ამის შესახებ ეკიპირების გენერალური კონსტრუქტორი იგორ ნეკრასოვი იუწყება.

როგორ მანამდე იყო ცნობილი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველო, АК-74 და АК-12-ში გამოყენებული 5,45 მილიმეტრიან ვაზნებზე უარის თქმას გეგმავდა - მიზეზად არსებული ვაზნების საშუალო და დიდ მანძლებზე არასაკმარისი გამტანობა სახელდებოდა.

"საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"-ის ფარგლებში შეიქმნა ორი ტიპოის ვაზნა - 7Н39 და 7Н40. პირველს გაზრდილი აქვს ჯავშანგამტანობა, ხოლო მეორეს სიზუსტე" - განაცხადა ნეკრასოვმა. ეკიპირების კონსტრუქტორმა ასევე განმარტა, რომ "ახალი 7Н39 ტიპის ვაზნა 50-70 მეტრზე ხვრიტავს 2П ტიპის ჯავშანფილას, ხოლო საშტატო ვაზნებთან შედარებით 7Н40-ში შექუჩულობა 1,5-ჯერაა გაზრდილი". კონსტრუქტორის თანახმად - ახალ ვაზნებს, არსებულ ვაზნებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მახასიათებლები გააჩნიათ.

საუბრისას მან ასევე აღიარა, რომ ადრე რუსულ 5,45 კალიბრის ვაზნები ერთეული ცეცხლის წარმოებისას შექუჩულობაში ჩამორჩებოდნენ NATO-ს ვაზნებს - ასევე შემკვეთს სურდა ჯავშანგამტანობის მანძილის გაზრდა. სწორედ ამ ორი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა ზემოთ აღნიშნული ტიპის ვაზნები.


წყარო:

Tuesday, May 30, 2017

როსგვარდიის ახალი ხელის საიერიშო ტყვიამფრქვევი Корд-5,45

საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო "Токарь-2"-ის ფარგლებში როსგვარდიისთვის შექნილი 5,45 მილიმეტრიანი ახალი ხელის ტყვიამფრქვვევი "Корд-5,45 "

2017 წლის 24 მაისს, კრასნოარმეისკში, როსგვარდიის ღია კარის დღეზე, ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგინეს კონკურს "Токарь-2"-ის ფარგლებში "ვ. ა. დეგტირიაევისა სახელობის ქარხანაში" (Завод им. В. А. Дегтярева) შექმნილი ხელის საიერიშო ტყვიამფრქვევი. ტყვიამფრქვევი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკვეთითაა შექმნილი და გეგმიური ცხრილის მიხედვით ეხლა მისი საცდელი პარტიის წარმოება მიმდინარეობს, რომელთა სახელმწიფო გამოცდებიც საკონკურსო მოთხოვნის მიხედვით, ამა წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

ტყვიამფრქვევის მოკლე ტტმ საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით:
  • კალიბრი - 5,45მმ
  • კვება - მჭიდი (სტანდარტული АК-74 ან 60 ვაზნიანი) და 50 ვაზნიანი ლენტი
  • ლენტის კოლოფის ტევადობა - 100/250 ვაზნა
  • წონა - 7კგ
  • სწრაფსროლა - 800-900 გასროლა წუთში
  • ლულა - შეცვლადი (გრძელი და მოკლე ლულები)
  • კონდახი - დასაკეცი ტელესკოპური
  • სიგრძე ალმქარის გარეშე და დაკეცილი კონდახით:
                                                               - გრძელი ლულით 900მმ,
                                                               - მოკლე ლულით 750მმ





ფოტოების წყარო: