რუსეთის ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ЦНИИТОЧМАШ-მა, ეკიპირება "Ратник"-ზე მუშაობის ფარგლებში, 5,45 მილიმეტრიანი ვაზნის გაზრდილი გამტანობის ვარიანტი შექმნა - იმავე პროგრამის ფარგლებში შექმნილია ამ კალიბრის ვაზნის გაზრდილი სიზუსტის ვარიანტიც. ამის შესახებ ეკიპირების გენერალური კონსტრუქტორი იგორ ნეკრასოვი იუწყება.
როგორ მანამდე იყო ცნობილი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველო, АК-74 და АК-12-ში გამოყენებული 5,45 მილიმეტრიან ვაზნებზე უარის თქმას გეგმავდა - მიზეზად არსებული ვაზნების საშუალო და დიდ მანძლებზე არასაკმარისი გამტანობა სახელდებოდა.
"საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"-ის ფარგლებში შეიქმნა ორი ტიპოის ვაზნა - 7Н39 და 7Н40. პირველს გაზრდილი აქვს ჯავშანგამტანობა, ხოლო მეორეს სიზუსტე" - განაცხადა ნეკრასოვმა. ეკიპირების კონსტრუქტორმა ასევე განმარტა, რომ "ახალი 7Н39 ტიპის ვაზნა 50-70 მეტრზე ხვრიტავს 2П ტიპის ჯავშანფილას, ხოლო საშტატო ვაზნებთან შედარებით 7Н40-ში შექუჩულობა 1,5-ჯერაა გაზრდილი". კონსტრუქტორის თანახმად - ახალ ვაზნებს, არსებულ ვაზნებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მახასიათებლები გააჩნიათ.
საუბრისას მან ასევე აღიარა, რომ ადრე რუსულ 5,45 კალიბრის ვაზნები ერთეული ცეცხლის წარმოებისას შექუჩულობაში ჩამორჩებოდნენ NATO-ს ვაზნებს - ასევე შემკვეთს სურდა ჯავშანგამტანობის მანძილის გაზრდა. სწორედ ამ ორი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა ზემოთ აღნიშნული ტიპის ვაზნები.
წყარო:
No comments:
Post a Comment