როგორც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შეფასებისა და ოპერატიული გამოცდების დირექტრის მოხსენებიდან ხდება ცნობილი - არმიისთვის ახლად გადაცემული JLTV ოპერატიულად მოუმწიფებელია და მას აუარება პრობლემები აღმოჩნდა.
JLTV-ის ოჯახის ოთხი წარმომადგენელი
მანქანამ შემდეგი შეფასება მიიღო:
- MOT&E და DOT&E 2014-ს შეფასების თანახმად, მანქანის ვარიანტებ JLTV GP, HGC და UTL (ძირითადი დანიშნულების, მძიმე შეიარაღებისა და ტრანსპორტირება-მომარაგების მანქანები) საბრძოლო და ტაქტიკური მისიებისთვის ეფექტურად მოქმედებენ. JLTV-ით აღჭურვილმა არმიისა და საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფებმა 24 ძირითადი საბრძოლო და ტერიტორიის უსაფრთხოების დავალებიდან 17 წარმატებით შეასრულეს. წარუმატებელი ამოცანების დიდი ნაწილი დანაკარგებთან იყო დაკავშირებული. JLTV-ის მიზეზით ერთადერთი საბრძოლო ამოცანა ჩავარდა და ეს მისი გაუმართაობის კიზეზით მოხდა.
- ყველა JLTV-ი უზრუნველყოფს საკმარისად დაცულ ტაქტიკური მობილურობას, შეუძლიათ გადაადგილდნენ რთულ რელიეფზე და შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ცვალებად ტაქტიკურ გარემოზე. სატრანსპორტო საშუალებები ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განხორციელებისთვის აღჭურვილია აუცილებელი სამეთაურო, საკონტროლო და საკომუნიკაციო შესაძლებლობებით. მძიმე შეიარაღებით აღჭურვილ მოდელს, HGC-ს, შეუძლია მოწინააღმდეგის ჩახშობა და მისთვის სასიკვდილო ზიანის მიყენება.
- JLTV-იზე საველე მისაბმელის M1102H-ის საბრძოლო ამოცანებისთვის ჩაბმა არაეფექტურია. მისაბმელი JLTV-სთან შედარებით დაბალი მობილურობით ხასიათთდება და შესაბამისად საცდელი მანქანის მუშაობის ტემპსაც ანელებს. არმიამ გადაწყვიტა არ შეეძინა ეს მისაბმელი.
- JLTV-ით აღჭურვილ ქვედანაყოფს 24 საათის განმავლობაში შეუძლია მუშაობა.
- JLTV-ს მაღალი ვიზუალური და ხმოვანი სიგნატურა აქვს - რაც მისი აღმოჩენის შანსებს საგრძნობლად ზრდის.
- მანქანის CCWC ვერსია (Close Combat Weapon Carrier - ახლო ბრძოლის შეიარაღებული ვერსია, ტსმრ TOW-ის მატარებელი) საბრძოლო და ტაქტიკურ მისიებში არაეფექტურია. HMMWV-სთან შედარებით CCWC ვერსიას მოწინააღმდეგისთვის TOW რაკეტებით წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები შესაძლებლობები აქვს. ეკიპაჟისთვის ტსმრ-ის გადატენვა რთული და ხანგრძლივია. JLTV-ის ყველა ვერსიიდან CCWC-ს ყველაზე ნაკლები სათავსო ადგილი აქვს, სატვირთო ნაკვეთურიდან მნიშვნელოვან მოწყობილობებთან წვდომა გართულებულია.
- საზღვაო ქვეითებს JLTV-ის გამოყენებით შეუძლიათ განახორციელონ საზღვაო სადესანტო ოპერაციები მტრისგან თავისუფალ სანაპიროებზე.
- საზღვაო ქვეითებს ჯავშნის B-kit-ით აღჭურვილი JLTV-ით შეუძლიათ განახორციელონ საჰაერო-სადესანტო იერიშები. აღნიშნული ჯავშნის ნაკრები დაშვების ზონაში უსაფრთხო მანევრირების შესაძლებლობას იძლევა.
- საარმიო შენაერთებ ჯავშნის B-kit-ით აღჭურვილი JLTV-ით არ შეუძლიათ განახორციელონ საჰაერო-სადესანტო იერიშები. აღნიშნული ჯავშნის ნაკრებით აღჭურვილი მანქანა CH-47F ტიპის ვერტმფრენების გარედან დასაკიდი ტვირთის დასაშვებ წონაზე მეტია.
- დაბალი საიმედოობის, სწავლების, ინსტრუქტორებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების დაბალი გათვითცნობიერების მიზეზით ყველა ტიპის JLTV გამოუსადეგარია ექსპულატაციისთვის. მანქანამ მოთხოვნილზე დაბალი საიმედოობა უჩვენა. ამოცანების შესრულებისას ძირითადი მტყუვნებები ძრავის ელექტოორბის გაუმართაობა და საბურავებისა და მუხრუჭების გაუმართაობა წარმოადგენდა
- ქვედანაყოფებს არ შეეძლოთ მომწოდებლის სერვის წარმომადგენლების გარეშე JLTV-ის ტექმომსახურების გაწევა. ეს განაპირობა - მანქანის სირთულემ, არაეფექტურმა ტექწვრთნებმა, ცუდმა ხელმძღვანელობამ და მანქანის გაუმართაობების შეკეთების სირთულემ. JLTV-ს უფრო მეტი ტექნიკური მომსახურება დასჭირდება ვიდრე ამას მისი წინამორბედი HMMWV საჭიროებდა.
- ჯამრთელობის მონიტორინგის სიტემა არაა ზუსტი და ეკიპაჟის და მომსახურე პერსონალის მიერ მისი ნდობა დაბალია
- მანქანის ტექნიკური მომსახურების სამხედრო პერსონალისთვის გაწეული სწავლებები არ იყო საკმარისი და საჭიროებდა დამატებით გაცნობასა და პრაქტიკას და დროს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
- ტექნიკური სახელმძღვანელო არ იყო სასარგებლო - რადგანაც ინსტრუქციები არ იყო დაწვრილებითი, იყო არა სწორი და არ შეიცავდა პრობლემის მოგვარების ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებს.
- JLTV-დან ეკიპაჟი ნელა გადმოდიოდა, ხოლო კარების გაღების პრობლემის გამო საზღვაო ქვეითებსა და არმიელებს უჭირდა უსაფრთხოდ ჩასხდომა-გადმოსვლა..
- საზღვაო ძალების ხომალდებზე HMMWV-ეებთან შედარებით ნაკლები JLTV ეტევა. დაგეგმარებისას აუცილებელი იქნება ტვირთების სწორი გადანაწილება, რათა ხომალდში JLTV-ს სათანადო რაოდენობა დაეტიოს
- JLTV უზრუნველყოფს შემკვეთის მიერ მოთხოვნილ დაცვას არსებული და პერსპექტიული საფრთხეების წინააღმდეგ.
- ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა AFES-მა ყველა ხანძარი ეკიპაჟის ტოქსიკური მოწამვლის გარეშე ჩააქრო.
მოხსენების სრულ ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
No comments:
Post a Comment