Wednesday, February 27, 2019

Boeing-მა უპილოტო გამანადგურებელი წარადგინა

კომპანია Boeing Australia-მ, ავსტრალიაში, Avalon Airshow 2019-ზე უპილოტო გამანადგურებლის - Boeing Airpower Teaming System-ის მაკეტი წარადგინა. ახალმა კომპლექსმა მე-4 და მე-5 თაობის პილოტირებადი გამანადგურებლების გვერდით უნდა იფრინოს და "მეწინავე საბრძოლო კომპლექსისს" (Loyal Wingman) როლი შეასრულოს. აღნიშნული კომპლექსი ავსტრალიაშია შექმნილი.


Boeing Airpower Teaming System-ის მაკეტის წარდგენის მომენტი


დაგეგმილია გამანადგურებლის მთელს მსოფლიოში გაყიდვა. მისი კონფიგურაციისა და ოპერატიული დანიშნულების შეცვლა მოთხოვნის მიხედვითაა შესაძლებელი. Boeing Airpower Teaming System-სი შესძლებს იფრინოს სხვადასხვა მისიებში - განახორციელოს ბომბდამშენების გაცილება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, მიიღოს დარტყმები საკუთარ თავზე, განახორციელოს დაზვერვა და სხვა მისიები. მისიებიდან გამომდინარე შეიცვლება უპილოტოს შიგთავსიც - თუმცა ეს მის ვიზუალურ იერზე გავლენას არ იქონიებს. 

 Boeing Airpower Teaming System და F/A-18 Super Hornet ერთ მწყობრში - გრაფიკული გამოსახულება

Boeing-ის წარმომადგენლის განცხადების თანახმად - 2020 წლისთვის სამი პროტოტიპი იქნება აწყობილი. მათი გამოშება ავსტრალიაში, დაუსახელებელ საწარმოზე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი უპილოტო, რომელიც Boeing-მა აშშ-ს საზღვრებს გარეთ შექმნა. ახალი კომპლექსის საფრენოსნო გამოცდები 2020 წელს დაიწყება.

უპილოტო გამანადგურებლის სიგრძე 11,6 მეტრია, ფრენის მანძლი — 3704 კილომეტრს უტოლდება. ჯერ-ჯერობით უცნობია გამანადგურებელი შეიარაღების სატარებლად რას გამოიყენებს - შიდა თუ გარე საკიდრებს.

Boeing Airpower Teaming System - გრაფიკული გამოსახულება

დღემდე Boeing-Australia ერთადერთი იყო, რომელიც "მეწინავე საბრძოლო კომპლექსის" კონცეფციით იყო დაკავებული. მაგრამ კომპანიის თანახმად მეწინავე სამხედრო მწარმოებლებისგან - ჩინეთისა და რუსეთისგან - გაზრდილი საფრთხეების გამო, ეს ახალი ტექნოლოგები მსოფლიოს მაშტაბი მიმზიდველი ხდება.

რუსეთმა და ჩინეთმა თავიანთი ჰსთ-ს მოდერნიზაციაში მილიარდობით დოლარი ჩადეს, რაც აშშ-ს მე-5 თაობის გამანადგურებლებსაც კი ურთულებს მათ ტერიტორიებზე სამხედრო მისიების შესრულებას. ასევე ორივე ქვეყანა ქმნის შორსმსროლელ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს - რაც ამერიკულ ფლოტს მათი ნაპირებიდნა სკამაოდ შორს გაწევს.

ეგრეთ წოდებული "მეწინავე უპილოტო კომპლექსები" სწორედ ამისთვისაა მოსახერხებელი - შესაძლებელი იქნება მათი იმ ამოცანებზე გაგზავან, სადაც დასანანი იქნება პილოტირებადი და ძვირადღირებული ავიაკომპლექსების გამოყენება.

Boeing-მა უპილოტოს ღირებულება არ დაასახელა, მაგრამ მისი წარმომადგენლის თანახმად - "ეს იქნება გამანადგურებელი ღირებულება. მიზერულ ფასად უპილოტოს გამანადგურებლის შესაძლებლობები ექნება. რაც მისი მასიური გამოყენების შესაძლებლობას იძლევა".

 Boeing Airpower Teaming System და AEWACS-ი ერთ მწყობრში - გრაფიკული გამოსახულება

No comments:

Post a Comment