საერთაშორისო გამოფენა IDEX-2019-ზე, სერბეთის სამხედრო დანიშნულების ნაწარმის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიამ, "YUGOIMPORT"-მა საბრძოლო მასალების დიდი ნომენკლატურა წარადგინა. ყველაფერთან ერთად ებრაული IMI-ს 125 მილიმეტრიანი ქვეკალიბრული ფრთასხმული ჭურვი - CL-3579 Mk. 2-იც იქნა გამოტანილი (საექსპორტო დასახელება M711 Mk. 2). უფრო სწორედ მისი ლიცენზირებული კლონი.
აღნიშნული ჭურვი ებრაულმა სამხედრო მრეწველობამ ექსპორტისთვის შექმნა და საბჭთა და ჩინური 125 მილიმეტრიანი სატანკო ქვემეხებიდან გამოსაყენებლადაა განკუთვნილი. მისი ჯავშანგამტანობა, ექსპორტე არსებული ყველაზე საუკეთესო 125 მილიმეტრიანი ჭურვის, საბჭოთა 3ВБМ-17 Манго-ს, ჯავშანგამტანობაზე უკეთესია - ასევე ცნობილია რომ ებრაული ჭურვის გაუმჯობსებული ვერსიებიც არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ამ ჭურვის ლიცენზირებული წარმოების მცდელობა პოლონელებსაც ჰქონდათ - სახელწოდებით Pronit, მაგრამ რამდენიმე ასეული ერთეულის იქეთ საქმე არ წასულა. ამჯერად ამ საქმეს ხელი სერბებმაც მოჰკიდეს - საინტერესოა წარმოება თუ დაიწყეს და საერთოდ რა სტადიაში არიან.
No comments:
Post a Comment