Showing posts with label АК-74. Show all posts
Showing posts with label АК-74. Show all posts

Saturday, January 30, 2021

Saturday, March 2, 2019

რუსეთის არმიის გაზრდილი ჯავშანგამტანობისა და სიზუსტის ვაზნები


რუსეთის ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ЦНИИТОЧМАШ-მა, ეკიპირება "Ратник"-ზე მუშაობის ფარგლებში, 5,45 მილიმეტრიანი ვაზნის გაზრდილი გამტანობის ვარიანტი შექმნა - იმავე პროგრამის ფარგლებში შექმნილია ამ კალიბრის ვაზნის გაზრდილი სიზუსტის ვარიანტიც. ამის შესახებ ეკიპირების გენერალური კონსტრუქტორი იგორ ნეკრასოვი იუწყება.

როგორ მანამდე იყო ცნობილი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველო, АК-74 და АК-12-ში გამოყენებული 5,45 მილიმეტრიან ვაზნებზე უარის თქმას გეგმავდა - მიზეზად არსებული ვაზნების საშუალო და დიდ მანძლებზე არასაკმარისი გამტანობა სახელდებოდა.

"საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"-ის ფარგლებში შეიქმნა ორი ტიპოის ვაზნა - 7Н39 და 7Н40. პირველს გაზრდილი აქვს ჯავშანგამტანობა, ხოლო მეორეს სიზუსტე" - განაცხადა ნეკრასოვმა. ეკიპირების კონსტრუქტორმა ასევე განმარტა, რომ "ახალი 7Н39 ტიპის ვაზნა 50-70 მეტრზე ხვრიტავს 2П ტიპის ჯავშანფილას, ხოლო საშტატო ვაზნებთან შედარებით 7Н40-ში შექუჩულობა 1,5-ჯერაა გაზრდილი". კონსტრუქტორის თანახმად - ახალ ვაზნებს, არსებულ ვაზნებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მახასიათებლები გააჩნიათ.

საუბრისას მან ასევე აღიარა, რომ ადრე რუსულ 5,45 კალიბრის ვაზნები ერთეული ცეცხლის წარმოებისას შექუჩულობაში ჩამორჩებოდნენ NATO-ს ვაზნებს - ასევე შემკვეთს სურდა ჯავშანგამტანობის მანძილის გაზრდა. სწორედ ამ ორი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა ზემოთ აღნიშნული ტიპის ვაზნები.


წყარო:

Monday, July 13, 2015

АК-74 vs M-4

ჩემი პირადი იარაღი სხვადასხვა დროს (ნოსტალგია შემომაწვა)

2009 წელი – ქუთაისში პოლიგონზე გადაღებული ფოტო

2010 წელი – ავღანეთში, ბაკვას ბაზაზე გადაღებული ფოტო


P.S. ორივე პირნათლად მემსახურა.

Sunday, August 25, 2013

კონცერნი "Калашников"–ი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების დღეზე

როგორც იჟმაშის პრეს რელიზი იუწყებოდა "20 აგვისტოს, კონცერნი "Калашников"–ი რუსეთის თავდაცვის მინისტრს 15 სახეობის საცდელ, პერსპექტიულ და უკვე სერიული ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ეჩვენებინა". მათ შორის:

  • საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"–ის ფარგლებში შექმნილი АК-74–ის მოდერნიზაციის 4 ვარიანტი, АК-12 სხვადასხვა კალიბრში, მოდერნიზირებული АК-103–3 და სნაიპერული შაშხანა СВДМ.
  • რუსეთის ФСБ–ეს შეკვეთით სპეციალური ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სპეციალური ავტომატები – 5,45х39მმ კალიბრის АС-1 და 7,62х39მმ კალიბრის АС-2
  • "ბულ–პაპის" სქემის სნაიპერული შაშხანა ВС-121.
  • ალუმინის ქვესადების ბაზაზე შემუშავებული, ნებისმიერი ოპტიკური და ღამის სამიზნის დაყენების შესაძლებლობის მქონე ზეზუსტი შაშხანები СВ-98 და СВ-338М1 (შეცვლადი ლულით).
  • ახლო ბრძოლის ცეცხლსასროლი იარაღი – გლუვლუვლიანი კარაბინი 18,5КС-К და პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი ПП-19 "Витязь-СН" რომლებიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იწარმოება სერიულად.
  • ზეზუსტი საარტილერიო ჭურვი "Китолов-2" და სხვები.

7,62მმ ავტომატი АК-12

95 ტყვიანი დოლურა მჭიდითა და Дедал-НВ–ეს ოპტიკური სამიზნე "Народоволец"–ით აღჭურვილი 5,45х39მმ კალიბრის АК-12

5,45х39მმ კალიბრის АК-12 და "ბულ–პაპის" სქემის სნაიპერული შაშხანა ВС-121
 
5,45მმ ავტომატი АС-1 ზემოთ და 7,62მმ ატომატი АС-2 ქვემოთ

საარტილერიო ჭურვი "Китолов-2"


Sunday, February 10, 2013

რუსეთში მოდერნიზირებული АК-ას გამოცდები გრძელდება

როგორც უკვე რამდენჯერმე ვწერდით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით ხორციელდება მომავლის ჯარისკაცის აღჭურვილობისა და მის ფარგლებში არსებული შეიარაღების ტესტირებას, ამის შესახებ შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე წაიკითხოთ:
დამატებით წარმოგიდგენთ ამ გამოცდებში მონაწილე ავტომატების რამოდენიმე ფოტოსურათს

АК–74М–ის მოდერნიზაცია АК–74М-3 დონემდე – ავტომატი აღჭურვილია ორ კამერიანი მუხრუჭ კომპენსატორით, კონდახი Зенит–ისა. მარჯვნივ АК-12 – აღჭურვილია დოლურა მჭიდით

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მოდერნიზირებული АК–74М–ის რამოდენიმე ვარიანტი

АК-12 

კოლიმატორ Кречет–ით აღჭურვილი АК-103

ზევიდან ქვევით:
  • АК-107
  • მოდერნიზირებული АК-103
  • "Ратник"–ის პროგრამაში მონაწილე, А-91–ის ბაზაზე აწყობილი ბულპაპი ტულადან (სავარაუდოდ А-545)