Showing posts with label РПГ-7. Show all posts
Showing posts with label РПГ-7. Show all posts

Saturday, January 30, 2021

Monday, June 3, 2019

ბორტზე დახატული ПГ-7 - იღბლიანი ეკიპაჟი

საინტერესოა რა კუთხით მოხვდა ერაყელთა HMMWV-ეს РПГ-7-ის გასროლა, რომ მსგავსი ნახატი დატოვა კარებზე?

დამატებით კიდევ ერთი საინტერესო ფოტო - ISIS-ის მიერ დრონიდან ჩამოგდებული 40 მილიმეტრიანი ყმბარის კვალი ერაყის სპეცდანის HMMWV-ზე.

Monday, October 15, 2018

გათანამედროვებული РПГ-7 ამერიკული AirTronic-ისგან

ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ, AirTronic-მა, გამოფენა AUSA2018-ზე,  РПГ-7-ის თანამედროვე კოპიოს პრეზენტაცია მოახდინა. ნახშირბადის ბოჭკოვანისგან დამზადებული ყუმბარმტყორცნი, დაუმუხტავ კონდიციაში, 4,5 კილოს იწონის. ის ასევე აღჭურვილია РПГ-7-ის ჭურვების ბალისტიკის შესაბამის ნიშნულებიანი ACOG-ის ოპტიკური სამიზნით, მართვის ორმხრივი ორგანოებით, დამხმარე ხელის დამცავით და მოხსნადი სასროლი მექანიზმით (წყარო - Gregory Knowles). 

შეგახსნეებთ რომ, აღნიშნული კომპანია ცნობილი, საბჭოთა РПГ-7-ის კლონირებით გახდა, ის ამ ყუმბარმტყორცნის გათანამედროვებულ ვარიანტებს აწარმოებს და ექსპორტზე ყიდის (მაგალითად უკრაინაში).

Friday, February 20, 2015

აშშ–ს არმია საბჭოთა РПГ–7–ის ამერიკული კლონს ტესტავს

ინტერნეტრესურს www.military.com –ის თანახმად, აშშ–ს არმია ახორციელებს საბჭოთა РПГ-7–ის ამერიკული კლონის, რომელსაც კომპანია AirtronicUsa აწარმოებს, საცეცხლე გამოცდებს. ჯერ–ჯერობით უცნობია თუ არსებობს ამ იარაღის რომ აშშ–ს არმიის შეიარაღებაზე მიღების თუნდაც რაიმე შანსი, მაგრამ ფაქტია რომ ეს აზრი როგორც იდეა და როგორც შეთავაზება არსებობს. ცნობილი მხოლოდ ისაა რომ გამოცდების შედეგები აშშ–ს არმიის ხელმძღვანელობისთვის იქნება წარდგენილი.

P.S. 2013 წლის აგვისტოს ასევე ვწერდით ამ ამერიკული РПГ-7–ების შესახებ, მაშინ ეს ტხყ–ები პერუს სპეციალური დანიშნულების ძალების შეიარაღებაზე გამოჩნდა – ამერიკული РПГ-7–ები პერუს არმიაში.

Monday, August 5, 2013

ამერიკული РПГ-7–ები პერუს არმიაში

პოლონურმა ვებ–რესურს www.altair.com.pl–ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პერუს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის, РПГ-7–ის ამერიკული კლონი, RPG-7 (USA) აქვთ შეიარაღებაში. აღნიშნულ ყუმბარმტყორცნებს ამერიკული კომპანია, Airtronic USA Inc. აწარმოებს. პერუ ამ იარაღის პირველი უცხოელი მომხმარებელია. მწარმოებელი კომპანიის საიტი: Airtronic USA, Inc.


წყარო:


P.S. საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა, შორეულ 60–იანებში ამერიკის და NATO–ს წინააღმდეგ შექმნილი საბჭოთა РПГ-7 დღეს–დღეობით იმდენად ეფექტური და პოპულარულია რომ მის კლონებს თვით აშშ–ც კი ამზადებს და გარე ბაზარზე ჰყიდის.

Friday, February 15, 2013

РПГ-7 როგორც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

ჯერ უფრო ძველით დავიწყებ – ქვემოთ მოყვანილია 80–იან წლებში ირან–ერაყის ომის დროინდელი, 12 ცალი РПГ-7–სგან შეკრული სალპური ცეცხლის სისტემა, რომელსაც ოპერატორი დისტანციურად მართავს. როგორც ჩანს სისტემა საცდელ პოლიგონს ვერ გასცდა.





მეორე შემთხვევა სულ ახალია და მისი შექმნის მიზეზი და მიზანი ცოტა არ იყოს გაურკვეველია – კონკრეტული სისტემა სომხება 2007 წელს გამოაგორეს აღლუმზე. ამ სისტემის შექმნის ყველაზე რეალური მიზეზი შეიძლება ის იყოს რომ სომხეთი თვითონ აწარმოებს РПГ-7–ის თერმობარულ გასროლებს და მათმა სიიაფემ და სიმრავლემ შესაძლოა სომხურ გენიას ამ საოცრების შექმნისკენ უბიძგა.


 არსებობს სისტემის თვითმავალი ვარიანტი – რომელიც ГАЗ "Садко"–ზეა დამონტაჟებული




და არსებობს ასევე მისი საბუქსირე ვერსიაც