პოლონურმა ვებ–რესურს www.altair.com.pl–ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პერუს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის, РПГ-7–ის ამერიკული კლონი, RPG-7 (USA) აქვთ შეიარაღებაში. აღნიშნულ ყუმბარმტყორცნებს ამერიკული კომპანია, Airtronic USA Inc. აწარმოებს. პერუ ამ იარაღის პირველი უცხოელი მომხმარებელია. მწარმოებელი კომპანიის საიტი: Airtronic USA, Inc.
წყარო:
P.S. საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა, შორეულ 60–იანებში ამერიკის და NATO–ს წინააღმდეგ შექმნილი საბჭოთა РПГ-7 დღეს–დღეობით იმდენად ეფექტური და პოპულარულია რომ მის კლონებს თვით აშშ–ც კი ამზადებს და გარე ბაზარზე ჰყიდის.
No comments:
Post a Comment