ოფიციალურიობისა და ზედმეტი განცხადებების გარეშე კომპანია Boeing ახორციელებს საწვავის ზედსადები ავზებით (CFT – Conformal Fuel Tank) აღჭურვილი ერთი F/A-18F–ის გამოცდებს (ამ გამანადგურებლის შესახებ უკვე ვწერდი – გასტელსებული F/A-18 Super Hornet aka F-18 Super Hornet Block II). როგორც მანამდე კომპანია იუწყებოდა, ზედსადები ავზები გამანადგურებელის აეროდინამიკისა და რადარის შემჩნევადობის გაუუარესების გარეშე დამატებით 3000–3500 ფუნტი საწვავის ზიდვის საშუალებას მისცემს
როგორც ცნობილია ეს პროგრამა დაბალი შემჩნევადობის მქონე, F-15 "Silent Eagle"–ს მსგავსი, F/A-18E/F–ის შესაქმნელად ხორციელდება, პროგრამის თანახმად ახალი გამანადგურებელი დასაკიდ შიდა იარაღის საცავსაც შეიძენს. არაოფიციალურად პროგრამას "Silent Hornet" ეწოდება და სავარაუდოდ F-35C–ზე გადამსვლელად ან მისი შემავსებელად იქნება გამოყენებული.
წყარო:
No comments:
Post a Comment