როგორც გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "Вертолеты России" თავის პრეს–რელიზში იუწყება – 2013 წლის 9 აგვისტოს დონის როსტოვში ვერტმფრენ Ми-28УБ–ეს (учебно-боевого) პირველი საცდელი პროტოტიპის სადემონსტრაციო ფრენა განხორციელდა. Ми-28УБ–ეს პროტოტიპი გაერთიანებულმა სააქციონერო საზოგადოება "Роствертол"–მა 2007 წელს აწყობილი Ми-28Н–ის (სერიული ნომერი 02-01, ქარხნული ნომერი 34012840201, საბორტე ნომერი "ყვითელი 37") გადაკეთებით შექმნა. მანქანის გადაკეთება 2012 წლის აპრილში დაიწყო, გადაკეთების შემდეგ ვერტმფრენმა ძველი საბორტე ნომერი შეინარჩუნა.
Ми-28УБ - მართვის ორმაგი კომპლექტით აღჭურვილი სპეციალურ ვერტმფრენს წარმოადგენს, რომელიც Ми-28Н–ის პილოტების მოსამზადებლად უნდა იქნეს გამოყენებული, ამასთან მანქანა დამრტყმელი ვერტმფრენის ყველა ტვისებას ინარჩუნებს. Ми-28УБ–ეს წინამორბედი Ми-28Н–ისგან ორმაგი ჰიდრომექანიკური მართვის სისტემის არსებობა განასხვავებს, რომელიც ვერტმფრენის მართვის საშუალებას პილოტის გარდა მფრინავ ოპერატორსაც აძლევს, რომელიც ინსტრუქტორის როლს ასრულებს. ახალ ვერტმფრენში ინსტრუქტორის კაბინა გაზრდილია, გაფართოებულია მფრინავის კაბინის ფანარის ზედა ნაწილი, შეცვლილია ენერგომშთანთქავი სავარძლების კონფიგურაცია.
P.S. საკმაოდ საინტერესო მოვლენაა ეს სვერტმფრენი. ერთადერთია მსოფლიოში რომელსაც ცალკე სასწავლო ვერსია ესაჭიროება. როგორც იტყვიან ჯერ პრობლემებს ქმნიან და შემდეგ ცდილობენ მათ გადაჭრას.
წყარო:
No comments:
Post a Comment