Showing posts with label Ми-28УБ. Show all posts
Showing posts with label Ми-28УБ. Show all posts

Friday, December 13, 2019

ჩამოვარდნილი რუსული Ми28УБ-ეს ფოტოები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

კრასნოდარის მხარეში ჩამოვარდნილი Ми-28УБ-ეს კიდევ ერთი ფოტო. ჩამოვარდნილი ბორტი კომპანია "Роствертол"-ის მიერ აწყობილი ერთ-ერთი უახლესი Ми-28УБ იყო, რომელიც შემკვეთს 2019 წელს გადაეცა და ვერტმფრენთა 55-ე ცალკეულ პოლკს 2019 წლის ოქტომბერში მიეწოდა. კატასტროფის მომენტისთვის ვერტმფრენს სულ რაღაცა 29 საათი ჰქონდ ანაფრენი.


კრასნიდარის მხარეში ჩამოვარდნილი რუსული Ми28УБ-ეს პირველი გამოსახულება - როგორც ცნობილი ხდება აფრენისას ხრახნით წამოედო მიწას და წაყირავდა (სტატია - რუსეთში საარმიო ავიაციის Ми-28Н-მა კატასტროფა განიცადა, პილოტები დაიღუპნენ)

Saturday, August 10, 2013

Ми-28УБ-ეს პირველი ფრენა

როგორც გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "Вертолеты России" თავის პრეს–რელიზში იუწყება – 2013 წლის 9 აგვისტოს დონის როსტოვში ვერტმფრენ Ми-28УБ–ეს (учебно-боевого) პირველი საცდელი პროტოტიპის სადემონსტრაციო ფრენა განხორციელდა. Ми-28УБ–ეს პროტოტიპი გაერთიანებულმა სააქციონერო საზოგადოება "Роствертол"–მა 2007 წელს აწყობილი Ми-28Н–ის (სერიული ნომერი 02-01, ქარხნული ნომერი 34012840201, საბორტე ნომერი "ყვითელი 37") გადაკეთებით შექმნა. მანქანის გადაკეთება 2012 წლის აპრილში დაიწყო, გადაკეთების შემდეგ ვერტმფრენმა ძველი საბორტე ნომერი შეინარჩუნა.
Ми-28УБ - მართვის ორმაგი კომპლექტით აღჭურვილი სპეციალურ ვერტმფრენს წარმოადგენს, რომელიც  Ми-28Н–ის პილოტების მოსამზადებლად უნდა იქნეს გამოყენებული, ამასთან მანქანა დამრტყმელი ვერტმფრენის ყველა ტვისებას ინარჩუნებს. Ми-28УБ–ეს წინამორბედი Ми-28Н–ისგან ორმაგი ჰიდრომექანიკური მართვის სისტემის არსებობა განასხვავებს, რომელიც ვერტმფრენის მართვის საშუალებას პილოტის გარდა მფრინავ ოპერატორსაც აძლევს, რომელიც ინსტრუქტორის როლს ასრულებს. ახალ ვერტმფრენში ინსტრუქტორის კაბინა გაზრდილია, გაფართოებულია მფრინავის კაბინის ფანარის ზედა ნაწილი, შეცვლილია ენერგომშთანთქავი სავარძლების კონფიგურაცია.

P.S. საკმაოდ საინტერესო მოვლენაა ეს სვერტმფრენი. ერთადერთია მსოფლიოში რომელსაც ცალკე სასწავლო ვერსია ესაჭიროება. როგორც იტყვიან ჯერ პრობლემებს ქმნიან და შემდეგ ცდილობენ მათ გადაჭრას.

წყარო: