ჯერ უფრო ძველით დავიწყებ – ქვემოთ მოყვანილია 80–იან წლებში ირან–ერაყის ომის დროინდელი, 12 ცალი РПГ-7–სგან შეკრული სალპური ცეცხლის სისტემა, რომელსაც ოპერატორი დისტანციურად მართავს. როგორც ჩანს სისტემა საცდელ პოლიგონს ვერ გასცდა.
მეორე შემთხვევა სულ ახალია და მისი შექმნის მიზეზი და მიზანი ცოტა არ იყოს გაურკვეველია – კონკრეტული სისტემა სომხება 2007 წელს გამოაგორეს აღლუმზე. ამ სისტემის შექმნის ყველაზე რეალური მიზეზი შეიძლება ის იყოს რომ სომხეთი თვითონ აწარმოებს РПГ-7–ის თერმობარულ გასროლებს და მათმა სიიაფემ და სიმრავლემ შესაძლოა სომხურ გენიას ამ საოცრების შექმნისკენ უბიძგა.
არსებობს სისტემის თვითმავალი ვარიანტი – რომელიც ГАЗ "Садко"–ზეა დამონტაჟებული
და არსებობს ასევე მისი საბუქსირე ვერსიაც
No comments:
Post a Comment