Thursday, February 14, 2013

Iran Electronics Industries

ჩემი არქივების ქექვისას გადავაწყდი ერთ ბროშურას – რომელიც საბერძნეთში გამართლი სამხედრო ტექნიკის გამოფენა Defendori-2006–იდან მქონდა წამოღებული. ბროშურაზე საკმაოდ თანამედროვე ელექტრონული და ოპტიკო–ელექტრონული სისტემებია გამოსახული და ზედ აწერია "Iran Electronics Industries". 





ცოტა არ იყოს გამაკვირვა ასეთი აპარატურის ირანში წარმოების ფაქტმა, თან ვიზუალურად ეს ყველაფერი ძალიან წაჰგავს დასავლეთის აპარატურას – არა და ირანის და დასავლეთის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში წარმოუდგენელია. როგორც აღმოჩნდა ეს ყველაფერი ირანში იწარმოება. დაწვრილებით ინფორმაცია ამ აპარატურის  შესახებ შეგიძლიათ მწარმოებლის ვებ გვერდზე იხილოთ:

Iran Electronics Industries 

P.S. საკმაოდ საინტერესო სისტემების ნახვა შეიძლება საიტზე, მაგალითად ეს:

Electro-optical Gyro stablized Surveillance System

კომპლექსის გამოყენება შესაძლებელია ვერტმფრენებზე და უპილოტო თვითმფრინავებზე – სურვილის მიხედვით მისი აღჭურვა შეიძლება შემდეგი სისტემებით:
  • ლაზერული მანძილმზომით.
  • ციფრული ვიდეოს ჩამწერით.
  • გაუგრილებადი სითბური კამერით.
  • ინფორმაციის მიმღებ–გადამცემით.
  • სახმელეთო სადგურზე გამოსახულების ცოცხალ დროში გადაცემის სისტემით.
  • მიზნის ავტომატური მიმყოლით.
  • კმიზნის ადგილმდებარეობის დამდგენი სისტემით.
  • ციფრული რუქით.
ბროშურა:






No comments:

Post a Comment