Friday, February 15, 2013

ქუთაისის ავტოქარხანა და მისი ისტორია (ნაწილი–II)


 "Объект 1015" და "Объект 1015Б"

1954-1957 წლებში ჯავშანსატანკო სამხედრო აკადემიაში, გ.ვ. ზიმელევას ხელმძღვანელობით, აკადემიის ერთ–ერთი სამეცნიერო–კვლევით განყოფილების თანამშრომლებმა დაიწყეს კიჩოში განთავსებული ძრავით, 8х8 სავალი ფორმულით, მცურავი, Н–ის მაგვარი მექანიკური ტრანსმისიით და ყველა თვალზე დამოუკიდებელი საკიდარით აღჭურვილი ჯავშანტრანსპორტიორის საესკიზო დამუშავება. 1958 წლის ბოლოს, სსრკ–ს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ეს სამუშაო ქუთაისის ქარხნის სპეციალურ საკონსტრუქციო ბიუროსთან ერთად იქნა გაგრძელებული, რომელსაც ამ სამუშაოების განმავლობაში მორიგეობით ხელმძღვანელობდნენ – მ.ა. რიჟიკი, დ.ლ. ქართველიშვილი და ს.მ. ბათიაშვილი.

Объект–1015

ამ ექსპერიმენტალური მცურავი ჯავშანტრანსპორტიორი «Объект–1015»–ის ნიმუშის კონსტრუქციის სქემის თავისებურებები შემდეგში მდგომარეობდა: ფილტრო–სავენტილიაციო მოწყობილობით აღჭურვილი, მზიდი, სრულიად დახურილი, წყალწვის მქონე, ტყვიების საწინააღმდეგო ჯავშნით აღჭურვილი კორპუსი,  კიჩოში განთავსებული 132,5 კვტ სიმძლავრის მქონე კარბურატორიანი V-8 ძრავა, დიფერენციალის სიმეტრიულად იძულების ბლოკირებადი გამანაწილებელი კოლოფისა და ხუთსიჩქარიანი სიჩქარეთა კოლოფის საშუალებით სიმძლავრის Н–ის მაგვარი საბორტე გამანაწილებელიანი მექანიკური სიჩქარეთა კოლოფი, საბორტე და საბურავების რედუქტორები, კორპუსის შიგნით საბორტე რედუქტორებზე განთავსებული სამუხრუჭე მექანიზმები,  ყველა საბურავის დამოუკიდებელი საკიდარი. წინა ორი ხიდის საკიდარის დრეკად ელემენტებს წარმოადგენდა სპირალური ზამბარები, რომელთა შინგითაც ამორტიზატორები იყო მოთავსებული, ხოლო ორი უკანა ხიდის დრეკად ელემენტი მოკლე მჭირხნავი ღერძებისა და სპირალური ზამბარების კომბინაცია იყო, რომლებიც კორპუსის შიგნით იყო განთავსებული.
სიმძლავრის საბორტე გამანაწაილებელი და დესანტის ბორტის გასწვრივ განლაგებული სავარძლები 400-450მმ კლირენსის მქონე ჯავშანტრანსპორტიორის კორპუსის გაბარიტული სიმაღლის მკვეთრად შემცირების საშუალებას იძლეოდა და ამასთან ერთად მასში მძღოლ–მექანიკოსის გარდა 20 მედესანტის განთავსებაც შეიძლებოდა.
კორპუსის ბორტების უკანა ნაწილზე განთავსებული იყო მუშა თვლებით აღჭურვილი ორი წყალმტყორცნი, რომლებიც ПТ-76–ისგან იყო ნასესხები. წყალმტყორცნის ამძრავი სიჩქარეთა კოლოფის მეორადი ღერძისგან დამოუკიდებელი იყო, რაც წყალმტყორცნის გადაცემათა გადართვის გარეშე სიჩქარეთა კოლოფის ნებისმიერ გადამცემზე დაყენების საშუალებას იძლეოდა. წყალმტყორცნები აღჭურვილი იყო ეჟექციური სისტემით, რომლებიც წყალმტყორცნების მილებში გაუხშოების ხარჯზე კორპუსის სხვადასხვა ადგილზე დაგროვილი წყალის ამოქაჩვის საშუალებას იძლეოდა. ამას გარდა კორპუსში განთავსებული იყო აკუმულატორების მეშვეობით მომუშავე ელექტროამძრავიანი ცენტრიდანული ტუმბობები, რომლებიც ძრავის გაჩერებში შემთხვევაში კორპუსიდან წყლის  ამოსატუმბვად გამოიყენებოდნენ. წყალმტყორცნიანი მაძრავის წარმატებულმა კონსტრუქციამ მანქანას ტანკ ПТ-76–თან შედარებით მუშა საბურავების 400–500 ბრუნი/წუთით ნაკლებ ბრუნებზე,  მისაბმელზე 11,6-11,8 კილონიუტონი სიმძლავრის მიღების შესაძლებლობა მისცა. 

«Oбъект 1015-Б»–ეს წყალმტყორცნის სქემა

ქარხნული გამოცდებისას მიღებულმა მონაცემებმა კონსტრუქტორებს საშუალება მისცეს ჯავშანტრანსპორტიორში საგრძნობი ცვლილებები შეეტანათ, რის შემდეგაც მანქანის ინდექსი შეიცვალა და მას  «1015-Б» ეწოდებოდა. ყველა ხიდის დრეკად ელემენტად გამოყენებული იქნა აირჰიდრავლიკური რესორები, რომლებშიც მუშა სხეულად აირი (აზოტი) და ზეთი (АМГ-10) გამოიყენებოდა, რაც უზრუნველყოფდა სვლის მაღალ სიმდოვრეს და რესორების დიდ ენერგომოცულობას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საბურავის სვლის ზედა შემზღუდავის გარღვევას. ამას გარდა აირჰიდრავლიკურმა რესორები საშუალებას იძლეოდა დარეგულირებული კლირენსი, რაც აუმჯობესებდა მანქანის გამავლობას და ცურვადობას. გაუმჯობესდა კორპუსის ფორმები და ზომები, მოღუნული ფილების გამოყენებამ გაზარდა მისი ტყვიამდგრადობა და ტექნოლოგიურობა. კორპუსის ზედა სარტყლის ბევრ ფილას ჯავშანმდგრადობის გასაუმჯობესებლად დახრის დიდი კუთხე გააჩნდა. შიცვალა სახურავის სარქველების ზომები და ადგილმდებარეობა მცირე კოშკურასთან მიმართებაში, რომელიც შემდეგში უფრო დიდი და სხვა შეიარაღების მქონე კოშკურით უნდა შეცვლილიყო.. ოთხი დიდი სადესანტო სარქველი, რომლების კორპუსის სახურავზე იყო განლაგებული, საჭიროების შემთხვევაში იხდებოდა ბორტის ზედა ფილაზე იკეცებოდა. ამგვარად იზრდებოდა ბორტის ზედა ზონის ჯავშანმდგრადობა. ამას გარდა, კონკრეტულ საბრძოლო პირობებში ზედა სარქველების სახურავები ვერტიკალურად ფიქსირდებოდა, რაც დესანტის ზოგიერთ წევრს საშუალებას აძლევდა ფეხზე დამდგარს ეწარმოებინა ცეცხლი სარქველში დატანებული ხვრელებიდან.


Oбъект 1015-Б

1960 წელს ორმა საცდელმა «Oбъект 1015-Б»–ემ საქარხნო და საველე გამოცდები გაიარეს, რომლებმაც გამოავლინეს ის ხარვეზები რომლების ამოფხვრაც მანქანის საიმედოობას და მუშაობისუნარიანობას გააუმჯობესებდა. გამოცდების დოს «Oбъект 1015-Б»–ემ ვაკე და მთიან პირობებში გადაადგილებისას მაღალი გამავლობა, მართვადობა და სვლის სიმდოვრე აჩვენა. გზატკეცილზე მანქანის სიჩქარემ 95კმ/სთ შეადგინა, საშუალო სიჩქარემ 47–50კმ/სთ. ასევე დაფიქსირდა წყალმავლობის მაღალი მახასიათებლები. წყალზე ცურვის სიჩქარე 10კმ/სთ უდრიდა რაც მაღალ მანევრულობას ერწყმოდა. საკურსო მდგრადობა წინა ორი ხიდის საბურავების მოტრიალობით მიიხწეოდა, ხოლო მცირე რადიუსზე (5–7 მეტრი) მოსაბრუნებლად მანქანის ერთერთი წყალმტყორცნის გამომავალი ჭრილი იკეტებოდა, რითაც ის უკუღმა იწყებდა მუშაობას და სწრაფ მობრუნებას უწყობდა ხელს.

ორი ცალი «Oбъект 1015-Б» გამოცდებზე


მანქანა აღჭურვილი იყო 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი ПКТ–ეთი, შემდეგში იგეგმებოდა უფრო მძლავრი შეიარაღების დაყენება.

გამოშვებული იქნა მანქანის სამი მოდიფიკაცია:

  • Объект 1015 — ძირითადი ვარიანტი.
  • Объект 1015Б — მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელიც გამოცდებს გადიოდა.
  • Объект 1020 — მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელიც სავარაუდო ესკიზებს ვერ გასცდა.
იმ დროს საბჭოთა კავშირში ჯავშანტრანსპორტიორზე მუშაობა სხვა საკონსტრუქციო ბიუროებშიც მიმდინარეობდა – ქუთაისი მანქანამ საკონკურსო საფუძველზე წააგო გორკის საავტომობილო ქარხნის БТР-60П–ესთან, რის გამოც შეიარარებაში არ იქნა მიღებული და სერიაში ვერ წავიდა.


Объект-1015

  • ეკიპაჟი – 2
  • დესანტი – 20
  • გამოშვების წელი – 1958
  • გამოშვებული რაოდენობა – 2 ცალი
  • კლირენსი – 400–450მმ
  • შეიარაღება – 1х–7,62მმ ПКТ

ამძრაობა:

  • ძრავის ტიპი – ЗИЛ-375
  • ძრავის სიმძლავრე – 180ც/ძ
  • სიშქარე გზატკეცილზე – 90კმ/სთ
  • სიჩქარე უგზოობაზე – 47–50კმ/სთ
  • ცურვის სიჩქარე – 10,6კმ/სთ
  • სავალი ნაწილის ფორმულა – 8х8
  • საკიდარის ტიპი – დამოუკიდებელი


Объект 1015Б



БТР-60П (ГАЗ-49), რომელთანაც ქუთაისის მანქანამ კონკურსი წააგო

 წყარო:




No comments:

Post a Comment