Wednesday, February 13, 2013

CMN–ი გამოფენა IDEX / NAVDEX–2013–ზე ახალ ტრიმარანს წარადგენს


CMN–ი აგრძელებს ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას რათა შეესაბამებოდეს მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების მოთხოვნებს. 2012 წელს კომპანიამ ორი ახალი, სტელს ტექნოლოგიებით აგებული ხომალდი წარადგინა – COMBATTANTE SWAO 53 და COMBATTANTE FS 56. წელს კომპანია გეგმავს აბუ–დაბიში გამართულ  IDEX / NAVDEX–2013–ზე გამოიტანოს თავისი ახალი ხომალდი, OCEAN EAGLE 40, რომელიც სტელს ტექნოლოგიებით აგებულ ტრიმარანს წარმოადგენს.



OCEAN EAGLE 40 წარმოადგენს კომპაქტურ, მრავალფუნქციურ ხომალდს, რომელსაც შეუძლია ისეთი მისიების შესრულება როგორებიცაა – სანაპირო ზონის ან სტრატეგიული ობიექტების დაცვა, ასევე მისი გამოყენება შეიძლება რადიოელექტრონულ ოპერაციებში (რადიოელექტრონული დაზვერვა, ჩახშობა) და სადაზვერვო ოპერაციებში, რომელშიც უპილოტო საფრენი პარატების გამოყენება შეუძლია.
OCEAN EAGLE 40–ის შექმნისას მწარმოებლის მიზანი იყო დაეკმაყოფილებინა მეწინავე ქვეყნების სამხედროების მოთხოვნები და შეექმნა სწრაფი და დიდი რესურსის მქონე საპატრულო ხომალდი, რომელსაც გაფართოებული სადაზვერვო შესაძლებლობები ექნებოდა. ასევე ხომალდს უნდა შესძლებოდა ასიმეტრულ საფრთხეებთან გამკლავება, ისეთებთან როგორებიცაა – მეკობრეობა, ტერორიზმი და ნარკოტრაფიკი. ამას გარდა შესაძლებელია ხომალდის სამძებრო–სამაშველო ოპერაციებში გამოყენებაც. 



ხომალდს შეუძია 30 კვანძი სიჩქარის განვითარება, რაც მას შესაძლებლობას აძლევს სწრაფად მოახდინოს რეაგირება და ამოცანის რაიონში გასვლა. მისი მაქსიმალური ცურვის მანძილი, კრეისერულ სიჩქარეზე, 5000 (9260კმ) საზღვაო მილს აღწევს. ეკიპაჟი მაქსიმალურადაა შემცირებული და ის 7 ოფიცრისგან შესდგება – ამას გარდა ხომალდს დამატებით 8 მგზავრის გადაყვანა შეუძლია (მაგალითად სპეც დანიშნულების ჯგუფი). OCEAN EAGLE 40–ს თავის ბორტზე შეუძლია 300კგ წონის უპილოტო საფრენი აპარატის მიღება. თავდაცვის მიზნით ხომალდი აღჭურვილია 20 ან 30მმ–ნი დისტანიცურად მართვადი ქვემეხით და 12,7მმ–ნი ტყვიამფრქვევით. 



სადაზვერვო მისიებში ხომალდს შეუძლია გამოიყენოს C-ESM ფუნქციები, ელექტრო–ოპტიკური და რადიოლოკაციური დაკვირვების საშუალებები. ამას გარდა ხომალდი აღჭურვილი იქნება ინფორმაციის ცოცხალ დროში გაცვილს კომპლექსით, რომლის დახმარებითაც მას შეეძლება გასაცეს და მიიღო ვიდეო და ფოტო გამოსახულებები – მთელი ეს აპარატურა ინტეგრირებული იქნება "Combat Management" და სანავიგაციო კომპლექსურ სისტემებში. 

წყარო:

No comments:

Post a Comment