საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო "Токарь-2"-ის ფარგლებში როსგვარდიისთვის შექნილი 5,45 მილიმეტრიანი ახალი ხელის ტყვიამფრქვვევი "Корд-5,45 "
2017 წლის 24 მაისს, კრასნოარმეისკში, როსგვარდიის ღია კარის დღეზე, ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგინეს კონკურს "Токарь-2"-ის ფარგლებში "ვ. ა. დეგტირიაევისა სახელობის ქარხანაში" (Завод им. В. А. Дегтярева) შექმნილი ხელის საიერიშო ტყვიამფრქვევი. ტყვიამფრქვევი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკვეთითაა შექმნილი და გეგმიური ცხრილის მიხედვით ეხლა მისი საცდელი პარტიის წარმოება მიმდინარეობს, რომელთა სახელმწიფო გამოცდებიც საკონკურსო მოთხოვნის მიხედვით, ამა წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.
ტყვიამფრქვევის მოკლე ტტმ საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით:
- კალიბრი - 5,45მმ
- კვება - მჭიდი (სტანდარტული АК-74 ან 60 ვაზნიანი) და 50 ვაზნიანი ლენტი
- ლენტის კოლოფის ტევადობა - 100/250 ვაზნა
- წონა - 7კგ
- სწრაფსროლა - 800-900 გასროლა წუთში
- ლულა - შეცვლადი (გრძელი და მოკლე ლულები)
- კონდახი - დასაკეცი ტელესკოპური
- სიგრძე ალმქარის გარეშე და დაკეცილი კონდახით:
- გრძელი ლულით 900მმ,
- მოკლე ლულით 750მმ
საკონკურსო დოკუმენტაცია და ტყვიამფრქვევის ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ ბმულზე - КОНКУРСНАЯ ДОКУМЕНТАЦИЯ по проведению открытого конкурса № 9 – 2016к на право заключить государственный контракт на выполнение опытно-конструкторской работы «Разработка ручного штурмового пулемета с комбинированным питанием», шифр «Токарь - 2»
ფოტოების წყარო:
No comments:
Post a Comment