Saturday, June 3, 2017

გერმანია სატანკო პარკს მესამედით ზრდის

იმ ვარაუდით რომ მომავლის კონფლიკტებში სახმელეთო ჯარები გადამწყვეტ როლს ითამაშებენ, გერმანიის არმია მოძველებული Leopard-2-ბის მოდერნიზაციას იწყებს.
მთლიანობაში Bundeswehr მზადაა კოსერვაციიდან 104 ცალი მეორადი ტანკი Leopard-2 მოხსნას და Krauss-Maffei Wegmann-ის დახმარებით მათი მოდერნიზაცია განახორციელოს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად მოძველებული A4-ების მოდერნიზაცია A7 დონემდე ჩაუტარდებათ. გაუმჯობესების უახლესი პაკეტი კომუნიკაციების, ჯავშნისა და შეიარაღების ტექნოლოგიებს შეიცავს.
ტანკები - რომელთაგან 13 ცალი მანამდე გერმანიის არმიაში გადიოდნენ სამსახურს - რამოდენიმე NATO-ს წევრი ქვეყნის საკუთრება იყო, რომლებმაც ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩათვალეს რომ ევროპაში სატანკო ბრძოლების ეპოქა წარსულ ჩაჰბარდა, მანქანები KMW-ს დაუბრუნეს. ამ მომენტამდე საწარმოო ამ მანქანების სათადარიგო ნაწილების წყაროდ ან საცდელ მანქანებად გამოყენებას გეგმავდა.
„მაგრამ ეპოქა შეიცვალა“ როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ 8 მარტს, თავის პრეს რელიზში აღნიშნა. „უკანასკნელი წლების გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა დაგვანახეს თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გამყარებაში ჯავშანსატანკო ტექნოლოგიებს", დასძინეს ოფიცრებმა.
760 მილიონი ევროს ღირებულების (832,7 მილიონი აშშ დოლარი) ხელშეკრულებაში, რომელიც გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ KMW-სთან გააფორმა, ტანკების მოდერნიზაციის გარდა შედის 32 ახალი სატანკო შასიც, რომელიც მომავალში Leopard-2-ის ოჯახობის ისეთ მანქანებად შეიძლებაა გადაკეთდეს, როგორებიცაა ხიდგამდებები ან  სხვა დამხმხარე ტექნიკა.
გერმანიის არმია გაუმჯობესებული ტანკების მიღებას 2019 წლის დასაწყისში დაიწყებს და გეგმის მიხედვით ტანკების გადაცემა 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს. ახალი სატანკო ხელშეკრულება თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, მიერ დასახული მიზნების თანახმად გერმანული ტანკების რაოდენობას ერთი მესამედით გაზრდის და მათი რაოდენობა 328 მანქანას გაუტოლდება

გერმანიის არმიის ტექნიკის ამჟამინდელი მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება - გერმანიის არმიის შეიარაღებაზე მდგარი ტექნიკის ძირითადი სახეობების გამართულობა
ბოლო წლების მოვლენებიდან გამომდინარე, სატანკო ბრძოლების შესაძლებლობა შეერთებულ შტატებში ისევ წინა პლანზე გადმოვიდა, მცირე მაშტაბით, მაგრამ მაინც, ამ საკითხმა ევროპაშიც წამოიწია, რადგანაც ატლანტიკის ორივე სანაპიროზე სჯერავთ რომ ამ სფეროში რუსეთი საკმაოდ ძლიერია.

წყარო:

No comments:

Post a Comment