აშშ-ს არმიის 2018 წლის ბიუჯეტის მოთხოვნაში შემდეგი პუნქტებია ჩადებული:
Abrams
- 56 ცალი M1A1-ის მოდერნიზაცია M1A2 SEPv3 დონემდე
- 287 ცალი მეთაურის დაბალი პროფილის მქონე დისტანციური სატყვიამფრქვევო მოდული CROWS, საველე მოდერნიზაციისთვის
- 90 ცალი "მონაცემთა გადამცემი" (Data Link), საველე მოდერნიზაციისთვის
- 87 ცალი აქტიური დაცვის სისტემა Abrams-ისთვის.
Bradley
- 60 ცალი M2A2ODS-ის და M7A3 Bradley-ს მოდერნიზაცია M2A4 და M7A4 Bradley-ს დონემდე შესაბამისად
- 345 ცალი Bradley ECP1 პაკეტი (მუხლუხებისა და საკიდარის სისტემის მოდერნიზაცია) და 134 ცალი Bradley ECP2 პაკეტი (გაუმჯობესებული ტრანსმისია და ელექტრო სისტემები), საველე მოდერნიზაციისთვის.
- 35 ცალი აქტიური დაცვის სისტემა ქსმ Bradley-სთვის
120მილიმეტრიანი ჭურვები
- 3,000 ცალი M829A4 APFSDS-T
აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის 2018 წლის ფინანსური წლის ბიუჯეტში M1A1-ს მოდერნიზაციისთვის 14.883 მილიონი დოლარია გამოყოფილი: აქედან აქტიური 12.582 მილიონია, ხოლო 2.301 მილიონი რეზერვია.
ამ თანხებით (აქტიურით და რეზერვით) მოხდება M1A1 Abrams-ის ლეტალურობისა და გადარჩენადობის გაზრდა, კერძოდ ტანკი შეიძენს ინტეგირებული გამოსახულებისა და ტარგეტინგის სისტემას (Abrams Integrated Display and Targeting System - AIDATS). 2018 ფინანსური წლის ბიუჯეტის 2.306 მილიონი დოლარით გაზრდის შემთხვევაში მოხდება გაუმჯობესებული გვერდითი ჯავშნის (Improved Side Armor - ISA), მემიზნის ძირითადი სამიზნის დაბალი პანელისა და ნაღმის მტრალავი მოწყობილობის (Track Width Mine Plow - TWMP) დაფინანსება.
No comments:
Post a Comment