ფრანგი სამხედროები ესტონეთში სწავლებაზე
ფრანგული ინტერნეტ რესურსი «Le Courrier International» სტატიაში, სახელწოდებით “L'armée française s'exerce en Estonie pour contrer la menace russe", იუწყება რომ, 2017 წლის 23 მაისს, სამასმა ფრანგმა სამხედრო მოსამსახურემ და Leclerc-ის ტიპის ტანკებმა (ბალტიისპირეთში ფრანგული კონტინგენტის გადასროლის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - 2017 წელს ფრანგული Leclerc ესტონეთში იქნება გადასროლილი), ესტონეთის ტერიტორიაზე, რუსეთის საფრთხით შეშფოთებული ამ NATO-ს წევრი ქვეყნის დაწყნარების მიზნით, სამხედრო სასწავლო მანევრები დაიწყო.
როგორც საფრანგეთის არმიის ოპერაცია "Lynx"-ის ფარგლებში, ასე ეწოდება ბალტიისპირეთში ფრანგების გაშლას, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელმა ვიცე პოლკოვნიკმა ლიონელმა (Lionel), საინფორმაციო სააგენტო «France Presse»-ს აუწყა, „ჩემის აზრით, უკანასკნელი წლების მოვლენების გათვალისწინებით, ნორმალურია რომ ბალტიის ქვეყნები თავისი მეზობლის მიმართ შეშფოთებას განიცდიან, მაგრამ დღეს ეს საკომუნიკაციო თემა უფროა“. უსაფრთხოების მიზნით წყარომ სახელი არ დაასახელა, რადგანაც სწავლების მსველობაში სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანია.
ფრანგული Leclerc ესტონეთში
ვიცეპოლკოვნიკის გაცხადების თანახმად, ფორმიან ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებს ეკრძალებათ რუსეთის საზღვართან ხუთ კილომეტრზე ახლოს მისვლა. NATO-ს სწავლება "Spring Storm", რომელშიც ალიანსის 6000 ჯარისკაცი მონაწილეობს, ესტონეთის ჩრდილოეთით, ტაპას რაიონში მიმდინარეობს.
საფრანგეთის საზღვაო ქვეითების „Scorpions“-ის რაზმის მე-3 ასეულის მეთაურის, კაპიტან ემანუელის, სიტყვების თანახმად, „აქ გაცილებით რთული რელიეფია, ვიდრე ის, რომელთანაც მანამდე გვქონია შეხება, განსაკუთრებით აფრიკასთან შედარებით“.
ფრანგული კონტინგენტი ესტონეთში 20 მარტს ჩავიდა და დღეისთვის ის აქ გაშლილი ბრიტანული სარდლობის ქვეშ მყოფი NATO-ს მრავალეორვნული ბატალიონის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
ბრიტანელების ესტონეთში ჩასვლის შესახბ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ბრიტანული არმია ესტონეთში ჩავიდა
2016 წლის ივლისში ვარშავის სამიტზე NATO-მ პოლონეთში, ლატვიასა, ლიტვასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის გაშლა გადაწყვიტა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საკუთარ ტერიტორიაზე ამ ბატალიონების განთავსება 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ, მოითხოვეს. რუსეთი თავის მხრივ უარყოფს მეზობლების მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს და NATO-ს მის ალყაში მოქცევაში ადანაშაულებს.
საფრანგეთში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრე ორლოვმა, 19 მაისს განაცხადა რომ, 1812 წლის ნაპოლეონის კამპანიის შემდეგ ფრანგული სახმელეთო ძალები პირველად იმყოფებიან რუსეთის საზღვართან.
ფრანგი ჯარისკაცები ესტონეთში ორი ოთხ-ოთხ თვიანი როტაციის შემდეგ, მეზობელ ლატვიაში განთავსდებიან. ფრანგები ბალტიისპირეთში რეგულარულ საფუძველზე 2004 წლიდან იმყოფებიან და ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეს იცავენ.
No comments:
Post a Comment