აშშ-ს ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ს ში შემავალი ანტირაკეტა GBI-ს საცდელი გაშვება
სიტუაცია
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ აშშ-ს ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მთავარი კომპონენტის მორიგი გამოცდები განხორციელდა. გამოიცადა ანტირაკეტა GBI-თ (Ground-Based Interceptor) აღჭურვილი სახმელეთო ბაზირების სისტემა GMD (Ground-based Midcourse Defense). ამ მომენტისთვის აშშ-ს ეროვნულ რსთ სისტემაში ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც (თეორიულად) საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, კონკრეტულად კი ტრაექტორიის შუა ნაწილში საბრძოლო ქობინის, ჩამოგდება შეუძლია.
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის პირობითი ჩამოგდება პირველად განხორციელდა - მანამდე კიდევ სისტემის გაშლა მიმდინარეობდა და თითქოსდა საბრძოლო მორიგეობაზეც კი იქნა დაყენებული, მიუხედავად იმისა რომ არცერთხელ არ იყო ძირითადი საფრთხის წინააღმდეგ გამოცდილი. საშუალო მანძილის მქონე ბალისტიკური რაკეტების იმიტატორებზე განხორციელებული გამოცდებიც მაინცა და მაინც დიდ იმედებს არ იძლეოდა, წარუმატებელი და წარმატებული გაშვებების რაოდენობა თანაბარი იყო და გაუმჯობესება არ შეიმჩნეოდა. შექმნის დროს წარმოშობილი პრობლემები, და კერძოდ არსებულ CE-II-ის ტიპის გზაგადამჭრელებზე (რომლებსაც მორიგეობიდან არავინ არ ხსნის) გამოვლენილი ფატალური ხარვეზები გახდა გამოცდების სამწლიანი შეჩერების მიზეზი.
დღეისთვის ალიასკის რაიონში GMD-ს გაშლა პრაქტიკულად დასრულდა - ამ მომენტისათვის მორიგეობაზე 36 რაკეტაა დაყენებული და წლის ბოლომდე დაგეგმილია 44 ანტირაკეტის (მათ შორის 4 ცალის კალიფორნიაში მდებარე ნახევრადსაცდელ ცენტრში) მწყობრში ჩაყენება. სწორედ ამიტომ სასწორზე ძალიან ბევრი რამე იყო დადებული - საჭირო იყო კონგრესში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ანტისარაკეტო ზღუდის მშენებლობის მომხრეებისთვის ხელში სერიოზული კოზირის მიცემა და იმის ჩვენება რომ, შეცდომები გამოასწორეს და უკვე რეალურად მუშაობენ. ლობისტების პრობლემის მოგვარებას მხოლოდ კიმის ფაქტორი ვერ ეყოფოდა.
სწორედ ამიტომაც აიღეს და უკვე მოდერნიზირებული გზაგადამჭრელი CE-II Block-1 გამოსცადეს, ამჯერად უკვე სრულფასოვანი ბალისტიკური სამიზნის წინააღმდეგ (როგორც გამოთვლები უჩვენებს ეს იყო 5800კმ სიშორის მქონე რაეტის იმიტატორი). წარმატებული გამოცდა მძლავრი ბაზა იქნება და უახლოეს მომავალში კონგრესში შეტანილი რსთ-ს გაფართოების კანონპროექტს სავარაუდოდ მწვანე შუქს აუნთებენ.
გამოცდა FTG-15-ის
ფარგლებში, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ში შემავალი ანტირაკეტა
GBI-ს მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის განადგურების სავარაუდო რაიონი.
2017 წლის 30 მაისი
გამოცდა
როგორც ამერიკის თავდაცვის სამინისტროს „აშშ-ს სარაკეტო თავდაცვის სააგენტო“ (US Missile Defense Agency) იუწყება, 2017 წლის 30 მაისს, აშშ-ს ეროვნული სარაკეტო თავდაცვის კომპლექს Ground-based Midcourse Defense-ს (GMD) ანტირაკეტა, GBI-მ, მომდევნო გამოცდის დროს, წარმატებით მოახდინა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის იმიტატორის კინეტიკური განადგურება. ეს ანტირაკეტა GBI-ს მიერ ბალისტიკური რაკეტის იმიტატორის განადგურების პირველი გამოცდა იყო.
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის იმიტატორი სამიზნე
FTG-15 სახელით ცნობილი გამოცდის დროს, ბალისტიკური რაკეტის სამიზნე-იმიტატორის გაშვება, წყნარ ოკეანეში მდებარე მარშალის კუნძულების ატოლ, კვადჯელეინის, პოლიგონიდან მოხდა. სამიზნის აღმოჩენა და მისი გაცილება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით, მათ შორის რადიოლოკაციური სადგური SBX-ის, საშუალებით ხდებოდა.
ანტირაკეტა GBI (ნომერი GBI 58) კალიფორნიაში მდებარე ვანდერბერგის ავიაბაზის პოზიციიდან იქნა გაშვებული და სამიზნე გარეატმოსფერული გზაგადამჭრელი ЕKV CE-II Block-1-ის (ეს გაშვება აღნიშნული გზაგადამჭრელისთვის პირველი იყო) მეშვეობით პირდაპირი დარტყმით წარმატებით გაანადგურა. როგორც ცნობილი ხდება, გამოცდების ტელემეტრიის შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გამოცდა FTG-15-ში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-სში შემავალი ანტირაკეტა GBI-ს გამოცდების სქემატური გამოსახულება. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო, 2017 წლის 30 მაისი
ამ მომენტისთვის აშშ-ს ეროვნული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ში 36 გაშლილი ანტირაკეტა GBI ირიცხება (საიდანაც სავარაუდოდ 20 ან 24 ანტირაკეტა EKV CE-I ტიპის გზაგადამჭრელით, ხოლო დანარჩენი 12 ან 16 ცალი EKV CE-II გზაგადამჭრელითაა აღჭურვილი). აღნიშნული ანტირაკეტები ალიასკას შტატში, ვანდერბერგში მდებარე, ფორტ-გრილის ანტისარაკეტო თავდაცვის ობიექტებზეა დისლოცირებული. 2017 წლის ბოლოსთვის ყველა დაგეგმილი GBI-ს ტიპის 44 ცალი რაკეტა საბრძოლო მორიგეობაზე უნდა იქნას გაშლილი, ამასთან, როგორც ვარაუდობენ, ფორტ-გრილისთვის განკუთვნილი დაგეგმილი რვა ცალი GBI, მოდერნიზირებულ EKV CE-II Block-1-ის ტიპის, გზაგადამჭრელებს მიიღებს (სულ დაგეგმილი 11 ცალი EKV CE-II Block-1 ტიპის გზაგადამჭრელის დამზადება, ერთი FTG-15-ის სახელით ცნობილი გამოცდებისთვის, რვა ცალი ახალი ანტირაკეტებისთვის და ორი ცალი უკვე გაშლილი ანტირაკეტების EKV CE-I ტიპის გზაგადამჭრელის შესაცვლელად).
30 მაისის გამოცდებამდე, 1999 წლიდან, ბალისტიკური სამიზნეების გზის გადაჭრის მიზნით (საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტების იმიტატორებზე) GBI-ს ტიპის რაკეტების 17 საცდელი გაშვება განხორციელდა. აქედან მხოლოდ ცხრა გაშვება ჩაითვალა წარმატებულად. EKV CE-II-ის ბოლოს წარმატებული გამოცდა 2014 წლის ივნისში მოხდა. 2016 წლის დასაწყისში რაკეტა GBI-ს ახალი ამაჩქარებლის, С2-ის ტელემეტრიული გამოცდა, სახელწოდებით GM CTV-02+, წარმატებით განხორციელდა.
აშშ-ს ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ს ში შემავალი ანტირაკეტა GBI-ს საცდელი გაშვება
წყარო:
No comments:
Post a Comment