Showing posts with label КОРД. Show all posts
Showing posts with label КОРД. Show all posts

Thursday, May 17, 2018

რუსული ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების რამოდენიმე სიახლე

სავარაუდოდ ავტომატი და ყუმბარმტყორცნი ერთ ბლოკად. ავტომატის მჭიდი ფისტოლეტის სახელურის უკან მაგრდება, ბულპაპის სქემით.

ორმაგი კვების მქქონე მსუბუქი ტყვიამფრქვევი "Корд-5,45" (თემა Токарь-2)

ნახევრად ავტომატური სნაიპერული შაშხანა (ОЦ-123, ან ОЦ-129)

7,62х51 კალიბრის  (სავარაუდოდ) ტყვიამფრქვევი ОЦ-128 Алатау


Tuesday, May 30, 2017

როსგვარდიის ახალი ხელის საიერიშო ტყვიამფრქვევი Корд-5,45

საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო "Токарь-2"-ის ფარგლებში როსგვარდიისთვის შექნილი 5,45 მილიმეტრიანი ახალი ხელის ტყვიამფრქვვევი "Корд-5,45 "

2017 წლის 24 მაისს, კრასნოარმეისკში, როსგვარდიის ღია კარის დღეზე, ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგინეს კონკურს "Токарь-2"-ის ფარგლებში "ვ. ა. დეგტირიაევისა სახელობის ქარხანაში" (Завод им. В. А. Дегтярева) შექმნილი ხელის საიერიშო ტყვიამფრქვევი. ტყვიამფრქვევი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკვეთითაა შექმნილი და გეგმიური ცხრილის მიხედვით ეხლა მისი საცდელი პარტიის წარმოება მიმდინარეობს, რომელთა სახელმწიფო გამოცდებიც საკონკურსო მოთხოვნის მიხედვით, ამა წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

ტყვიამფრქვევის მოკლე ტტმ საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით:
  • კალიბრი - 5,45მმ
  • კვება - მჭიდი (სტანდარტული АК-74 ან 60 ვაზნიანი) და 50 ვაზნიანი ლენტი
  • ლენტის კოლოფის ტევადობა - 100/250 ვაზნა
  • წონა - 7კგ
  • სწრაფსროლა - 800-900 გასროლა წუთში
  • ლულა - შეცვლადი (გრძელი და მოკლე ლულები)
  • კონდახი - დასაკეცი ტელესკოპური
  • სიგრძე ალმქარის გარეშე და დაკეცილი კონდახით:
                                                               - გრძელი ლულით 900მმ,
                                                               - მოკლე ლულით 750მმ





ფოტოების წყარო:

Wednesday, November 26, 2014

12,7მმ ტყვიამფრქვევი КОРД სირიაში

უკრაინის ფონზე სირიისთვის დიდი ხანია ყურადღება აღარ მიმიქცევია, თუმცა იქაც საინტერესო ამბები ხდება. ამჯერად გამოჩნდა ჯობარში გადაღებული სირიის სამთავრობო ძალების რიგებში მომსახურე გოგონას ფოტოები, რომელიც მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევთან პოზირებს. საინტერესო ისაა რომ გოგონა უახლეს რუსულ "КОРД"–ს მართავს , მანამდე ეს ტყვიამფრქვევი სირიაში შემჩნეული არ ყოფილა. ტყვიამფრქვევი კოვროვში, დეგტირიაევის სახელობის ქარხანაში იწარმოება.

წყარო: