Showing posts with label რემონტი. Show all posts
Showing posts with label რემონტი. Show all posts

Thursday, March 21, 2019

ავიამზიდი USS George H. W. Bush (CVN-77) გეგმიურ რემონტზე

აშშ-ს საზღვაო ძალების გიგანტებს პერიოდულად ესაჭიროება ტექნიკური მომსახურება - ხო და სწორედ შუალედური რემონტისთვის დააყენეს მშრალ დოკში.

P.S. რუსებმა კიდევ ფინეთში აწყობილი მსგავსი დოკი უკვე ჩაძირეს.


Sunday, April 23, 2017

გერმანიის არმიის შეიარაღებაზე მდგარი ტექნიკის ძირითადი სახეობების გამართულობა


გერმანულმა გამომცემლობა ZEIT ONLINE-მ თავის ვებ გვერდზე 2016 წელს გერმანიის არმიის ტექნიკის გამართულობის შესახებ რამოდენიმე საინტერესო გრაფიკი გამოაქვეყნა და ეს მონაცემები 2014 წლის მონაცემებს შეადარა.
ინფორმაციის თანახმად ბუნდესვერის გამართული ტექნიკის მდგომარეობა 30-70 პროცენტს შეადგენს. დანარჩენი გაფუჭებული ან დაზიანებულია და რემონტს ელოდება.

სატრანსპორტო თვითმფრინავი С-160 მწყობრში 29-იდან 18 ცალი (2014 წელს 43-იდან 21)
სატრანსპორტო თვითმფრინავი А400М მწყობრში 3-იდან 1 ცალი (2014 წელს არ იყო)

სატრანსპორტო ვერტმფრენი СН-53 მწოყბრში 42-დან 18 (2014 წელს 16-დან 7) 

გამანადგურებელი Tornado მწყობრში 74-დან 28 (2014 წელს 66-დან 36)

გამანადგურებელი Eurofighter მწყობრში 79-დან 41 (2014 წელს 42-დან 8)

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot მწყობრში 10-დან 6 (2014 წელს 12-დან 7)
ძირითადი საბრძოლო ტანკი Leopard 2 მწყობრში 167-დან 132 (2014 წელს 232-დან 232)
თვითმავალი გაუბიცა Panzerhaubitze 2000 მწყობრში 61-დან 41 (2014 წელს 76-დან 76)
ქსმ SPz Puma მწყობრში 48-დან 23 (2014 წელს არ იყო)
ჯტრ GTK Boxer მწყობრში 142-დან 102 (2014 წელს 70-დან 70)
მოიერიშე ვერტმფრენი KHS Tiger მწყობრში 27-დან 12 (2014 წელს 10-დან 10)
სატრანსპორტო-რაბრძოლო ვერტმფრენი NH-90 მწყობრში 29-დან 9 (2014 წელს 8-დან 2)
წყალქვეშა ნავი 212 A მწყობრში 4-დან 2 (2014 წელს 1-დან 1)
ფრეგატები მწყობრში 7-დან 7 (2014 წელს 8-დან 7)
კორვეტები K 130 მწყობრში 4-დან 3 (2014 წელს 2-დან 2)
ვერტმფრენები Mk 88 Sea Lynx მწყობრში 18-დან 5 (2014 წელს 18-დან 0)
ვერტმფრენები Mk 41 Sea King მწყობრში 14-დან 4 (2014 წელს 15-დან 3)


წყარო:

მძიმე ავიამზიდ კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვის“ რემონტი 40 მილიარდი რუბლი დაჯდება


თავდაცვით წარმოებაში არსებულმა წყარომ, საინფორმაციო სააგენტო ТАСС გაუმხილა მძიმე ავიამზიდის, „ადმირალ კუზნეცოვის“ (Адмирал Кузнецов), რემონტთან დაკავშირებული დეტალები. „სექტემბერში „ზვიოზდოჩკა“ (Звездочка) ფლოტთან ხელს მოაწერს „ადმირალ კუზნეცოვის“ მოდერნიზაციის ელემენტების შემცველ რემონტის მეორე ეტაპს“ - განაცხადა წყარომ.
„ხელშეკრულების ფასი უკვე შეთანხმებულია - თანხა თითქმის 40 მილიარდ რუსულ რუბლს აღწევს. სამუშაოები იმავე თვეს, მურმანსკთან, როსლიაკოვოშო მდებარე 35-ე ხომალდასრემონტო ქარხანაში დაიწყება“ - დაამატა წყარომ და ასევე განმარტა, რომ რემონტის დასრულება 2020 წლის მე-4 კვარტალშია დაგეგმილი. ТАСС-ს არ გააჩნია აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება.
როგორც ცნობილია. ხომალდი „ადმირალი კუზნეცოვი“ სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტში ღებულობდა მონაწილეობას. ხომალდის გემბანიდან 400 საბრძოლო გაფრენა განხორციელდა. ეს საბრძოლო მივლინება რუსეთის ბიუჯეტს 10 მილიარდი რუსული რუბლი დაიჯდა.

წყარო:

Saturday, March 18, 2017

Charles de Gaulle გენერალურ რემონტზე დადგა

9 თებერვალს, დილის 9 საათზე, საფრანგეთის საზღვაო ძალების ფლაგმანი, ატომური ავიაზმიდი Charles de Gaulle გენერალური რემონტის განსახორციელებლად, რომელი 18 თვეს გასტანს, ტულონის დოკებში შევიდა. რემონტის შედეგად მოხდება ხომალდის ყველა ძირითადი კვანძისა და დეტალის შეცვლა და მოდერნიზაცია, რის შემდეგადაც ავიამზიდი მწყობრში კიდევ 20 წელს დარჩება. ეს ამ ხომალდის პირველი გენერალური რემონტია. 


ფოტოებზე ავიამზიდის ტულონის დოკებში შესვლის მომენტი


წყარო:
Le Charles de Gaulle en IPER durant dis huit mois.

Thursday, September 17, 2015

Leclerc–ის ძრავა – როგორ მაგრდება ძრავა–ტრანსმისიის განყოფილებაში

ფრანგული ძირითადი საბრძოლო ტანკი Leclerc–ი ალბათ იდეოლოგიურ–კონცეპტუალურად თავის თაობაში საუკეთესოა (თუ არ გავითვალისწინებთ მის საიმედოობას). აჯერად მინდა მისი ძრავის განთავსების სისტემა განვიხილო:

თითონ ძრავა ამოღებულ მდგომარეობაში, ისრებით ნაჩვენებია შემდეგი დეტალები:
მწვანე – წინა გორგოლაჭი
წითელი – უკანა გორგოლაჭი (გორგოლაჭები ორივე მხარესაა განთავსებული)
თეთრი – სამაგრი ბუდე

ისარი უჩვენებს ჩამკეტის კბილს – რომელიც ძრავას წინა მხრიდან უყენია

ეხლა ვნახოთ თუ რომელი სად და როგორ გამოიყენება:

მწვანე ისრები წინა გორგოლაჭის მიმმართველები
წითელი ისრები უკანა გორგოლაჭის მიმმართველები
თეთრი ისარები სამაგრი ბუდე
მწვანე შავი კანტით ჩამკეტის ბუდე




ძრავის მოხსნის წინ იხსსნება საწვავისა და ჰიდრავლიკის მაგისტრალები – მოხსნის შემდეგ მაგისტრალები ავტომატურად იკეტება

ასევე უნდა ჩაიხსნას საკმაო რაოდენობის კაბელებიც, თუმცა მათი ჩახსნა საკმაოდ ადვილია საკეტიანი შტეკერების არსებობის წყალობით

ძრავის ჩასახსნელად იხდება ძრავა–ტრანსმისიის განყოფილების სახურავი, იხსნება უკანა ნაწილი და ამწეკრანი ძრავას იღებს წინ გადახრილ მდგომარეობაში, რის შედეგადაც ძრავა რელსებზე გორგოლაჭებით მოგორავს და ზემოთ ამოდის – მთლიანად ამ ოპერაციას 1 საატამდე დრო ესაჭიროება (საბერძნეთში სატანკო ტენდერის დროს ეკიპაჟმა სწორედ ამ დროში განახორციელა ძრავის დემონტაჟი და მონტაჟი)

Wednesday, May 29, 2013

რუსეთის არმია ГАЗ-233014 "Тигр" და ВПК-233114 "Тигр-М"–ს არემონტებს

რუსეთის ფედერაციის შეკვეთების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტებდერს ჯავშანმანქანა  "Тигр" და "Тигр-М"–ის რემონტის შესახებ.
კონტრაქტის ღირებულება 15 მილიონი რუსული რუბლითაა განსაზღვრული (479 ათასი აშშ $) – ამ საფასურად კონტრაქტის შემსრულებელმა უნდა გაარემონტოს 150 ცალი ჯავშანმანქანა, აქედან: 

  • სააღლუმოდ (აწ განხორციელებული აღლუმისთვის) უნდა გამზადდეს 17 ცალი ГАЗ-233014 "Тигр"
  • 99 ცალი ГАЗ-233014 "Тигр"
  • 34 ცალი ГАЗ-233114 "Тигр-М"

მანქანები შემკვეთს 25 ნოემბრამდე უნდა მიეწოდოს.

წყარო:

დამატებით წარმოგიდგენთ ამ ორი მანქანის ტექნიკური აღწერილობის და ექსპულატაციის სახელმძღვანელოს: