Lockheed Martin-ის ქვედანაყოფი, სახელწოდებით Skunk Works, რომელმაც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისეთი ლეგენდარული თვითმფრინავები შექმნა, როგორებიცაა სადაზვერვო SR-71, ბომბდამშენი F-117 და უახლესი F-35, უკვე რამდეიმე წელია ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობს, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებს მოწინააღმდეგეზე გარანტირებულ უპირატეობას მიანიჭებს.
Lockheed Martin-ის წარმოებული, F-35 ტიპის, მე-5 თაობის გამანადგურებელმა, ჯერ კიდევ ვერ მიაღწია წარმოების სრულ სიმძლავრეს, მაგრამ აშშ-ს საჰაერო ძალები უკვე აჩქარებენ მე-6 თაობის გამანადგურებლის შექმნას, ამი მზეზად ჩინეთის შეიარაღებული ძალების წრაფად განვითარება სახელდება.
აშშ-ს მთავრობა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ახალი თაობის, საჰაერო ბატონობის სისტემის პროგრამისთვის თითქმის 10 მილიარდ დოლარს დახარჯავს, რაც 2,7 მილიარდით მეტია ვიდრე აქამდე იყო გათვალისწინებული. ამ სისტემაში შევა გამანადგურებელიც, რომელმაც სავარაუდოდ F-35 და F-22 უნდა ჩაანაცვლოს.
საჰაერო ძალების მდივანმა, ჰიზერ უილსონმა (Heather Wilson), ოთხშაბათს, ორლანდოში გამართულ კონფერენციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სისტემა აქცენტს გააკეთებს ელექტრონულ ბრძოლაზე.
Lockheed-ის ქვედანაყოფმა, Skunk Works-მა, გასულ ზაფხულს IBD-ს აცნობა რომ, რადარების შესაძლებლობების განვითარების მიზეზით, მე-6 თაობის გამანადგურებელი წინამორბედებთან შედარებით სავარაუდოდ უფრო შეუმჩნევადი იქნება, ასევე ექნება გაზრდილი ავტონომია, ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები და ლაზრეული დამცავი სისტემები.
გასულ თვეს, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში, პენტგონმა ხაზი გაუსვა გლობალურ კონკურენტებზე ყურადღების კონცენტრირებას. და მიუხედავად იმისა რომ რუსეთი აგრძელებს ძალების მოკრეფას და უფრო საშიში ხდება, ჩინეთი მაინც "საჰაერო ძალების საფრთხეს" წარმოადგენს, რასაც მისი ინოვაციების სისწრაფერ განაპირობებს.
როგორც ელიან, მომავალში ჩინეთს გაუჩნდება ჰიპერბგერითი იარაღი, რომელიც ბგერაზე ხუთჯერ სწრაფად იფრენს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ჩინეთის ეს წინსვლა, საკუთარ ჰიპერბგერით იარაღზე მუშაობის ფორსირების სტიმულს აძლევს აშშ-ს საჰაერო ძალებს.
No comments:
Post a Comment