გუშინ, 25.02.18, ისრაელის არმიის გენერალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გადი ეიზენკოტმა, სრული ანგარიში მიიღო 10 თებერვალს საჰაერო ძალების აქტივობების შესახებ, რომლის დროსაც ჩამოგდებული იქნა ირანული UAV და ისრაეის საჰაერო ძალების კუთვნილი F-16 (ამ შემთხვევის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - დამასკოზე ავიადრტყმის განხორციელებისას ებრაულმა მხარემ ერთი F-16I დაკარგა)
გამოძიება მოვლენათა თანმიმდევრობას ეხებოდა, მათ შორისაა: ირანული უპილოტოს გადაჭერა, რომელიც ცდილობდა ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლას, სირიის ტერიტორიის სიღმრეში მდებარე უპილოტოს მართვის ირანული ვაგონის განადგურება, გამანადგურებელ F-16I Sufa-დან კატაპულტირება და სირიის ჰსთ-ს იერიში, რომლის დროსაც ისრაელის გამანადგურებლების მიმართულებით საზენიტო რაკეტები იქნა გაშვებული.
გამოძიების შედეგებმა უჩვენეს, რომ:
- ოპერაციის წინასწარი დაგეგმვა სწორი იყო და ამოცანაზე გასვლის წინ დასმული მიზნების განადგურება გამოიწვია.
- თვითმფრინავზე არსებული გაფრთხილების სისტემები გამართულად მომქედებდნენ და დროულ გამაფრთხილებელ ინფორმაციას აწვდიდნენ პილოტს.
- ოპერატიული მოქმედების რაიონში სხვა თვითმფრინავებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც თავიანთი ამოცანები დაასრულეს და იმავდროულად მტრის რაკეტებისგან იცავდნენ თავს.
- ამოცანის შესრულებისა და ჩამოგდებული ეკიპაჟის დაცვასა და გადარჩენას შორის არსებულ დილემის გადაჭრისას, პილოტმა დაუშვა პროფესიონალური შეცდომა და არ შეასრულა აუცილებელი თავდაცვითი მოქმედებები. მისი მოქმედება სარაკეტო საფრთხეების მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული პრიორიტეტების რიგითობას არ შეესაბამებოდა.
- ესკადრიიაში და ოპერაციის დამგეგმარებლების ხელში არსებული სადაზვერვო ინფორმაზია, ამოცანის შესასრულებლად საკმარისი იყო.
- მოხვედრის შემდეგ, ეკიპაჟის მიერ თვითმფრინავის დატოვების გადაწყვეტილება მართებული იყო.
და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: პილოტის კატაპულტირებიდან 52 წუთში მას პირველადი დახმარება გაუწიეს, სამაშველომ ოპერატიულად იმუშავა.
წყარო:
No comments:
Post a Comment