ამა წლის აგვისტოში კიევში მოდერნიზირებული Т-72 გამოაგორეს. დღეს როგორც მწარმოებელი იუწყება, ტანკი საარმიო გამოცდებისთვის უკვე მზადაა.
ვიდეოს მიხედვით და ასევე ვიზუალური დაკვირვებით ტანკმა შემდეგი გაუმჯობესება განიცადა:
- განახლდა ცეცხლის მართვის სისტემა.
- საბრძოლო მარაგის ნომენკლატურაში შეყვანილია ტსმრ "კომბატი" (Комбат)
- მანქანა აღიჭურვა "ნიჟის" ტიპის დინამიკური დაცვით (ДЗ "Нож"), ვიდეოს მიდზედვით კოშკურა და კორპუსის ბორტები.
- მანქანაზე დამონტაჟდა ცხაურები (კოშკურის ბორტებზე და კიჩოზე და კორპუსის კიჩოზე).
- მსხვიკალიბრიანი საზენიტო ტყვიამფრქვევის მსროლელის დაცვის მიზნით დანადგარი ჯავშან პანელებით აღიჭურვა.
- გაუმჯობესდა სავალი ნაწილი - ვიდეოში ტანკი პარალელურ სახსრიანი მუხლუხებითაა აღჭურვილი.
მთლიანობაში მანქანა ცუდად არ გამოიყურება, ბიუჯეტიანი მოდერნიზაციაა.
No comments:
Post a Comment