ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები (ვიდეო ნაჭრებია რეალობაში), რომლებზეც ერაყული Abrams–ების განადგურება/დაზიანების ფაქტებია აღბეჭდილი. სამწუხაროდ თვითონ ვიდეო ჯერ ვერ მოიძებნა, ამიტომ წარმოგიდგენთ ხელთ არსებული ფოტომასალის ანალიზსს:
ტანკი №1 – მოხვედრა კოშკურის მარცხენა ბორტის უკანა ნაწილში, შედეგი უცნობია
ტანკი №2 – მოხვედრა კოშკურის ან მარჯვენა შუბლა ნაწილში ან მარჯვენა ბორტის წინა ნაწილში, შედეგი უცნობია, თუმცა გაფრენილი დეტალების მიხედვით დაზიანება სერიოზულია
P.S. თუმცა ადგილმდებარეობის ანალიზი უფრო იმ ვერსიას ადასტურებს რომ ეს ერთი მანქანაა, რომელსაც ორი ჭურვი მოხვდა.
ტანკი №3 - დაზიანება ბორტში, ძრავა–ტრანსმისიის განყოფილებას ცეცხლი უკიდია
ტანკი №4 - დაზიანება ძრავა ტრანსმისიის განყოფილებაში
P.S. წითელი ისრებით ნაჩვენებია ორიენტირი (შენობა) რომელიც ორივე ფოტოზე ერთია და მიგვანიშნებს იმაზე რომ ტანკი №3 დაზიანდა შენობის წინ, ხოლო ტანკი №4 დაზიანდე შენობის უკან.
თუმცა არაა გამორიცხული რომ ეს ერთი ტანკია, რომელმაც, დაზიანების შემდეგ მცირე მანძილის გავლა კიდევ მოახერხა.
ასევე ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ იმავე ადგილასაა გადაღებული და ჩანს კიდევ ერთი Abrams–ის დაზიანება (ხმას ვუთიშავთ და ისე ვუყურებთ, ვიდეოს გმირები ალბათ 72–ჯერ იძახიან ალაჰის დიდებას)
No comments:
Post a Comment