სქემაზე ჩანს კოშკურის უკანა ნაწილში განთავსებული ავტომატური დამტენი, რომელიც დამოუკიდებელი შეჯავშნული მოდულის სახითაა დამზადებული. დეტონაციისგან დასაცავად მოდული "ამოსაგდები ფილებითაა" დაფარული.
ამ მოდერნიზაციის მთელი საბრძოლო მარაგი მექანიზირებულია, მეორე ავტომატური დამტენი ტანკ БМ Оплот–ის ანალოგიურია და კორპუსშია განთავსებული.
საბრძოლო მარაგის სრული მექანიზაცია Т-90С–ის საცეცხლე ძალას საგრძნობლად ზრდის. ჩვეულებრივ ვარიანტში ავტომატურ დამტენში 45 ჭურვიდან მხოლოდ 22 არის განთავსებული. მოდერნიზირებულ ვერსიაში კი 22 ჭურვი კოშკურის უკან განთავსებულ ჰორიზონტალურ კონვეერშია და 28 ჭურვი კიდევ კორპუსში, ავტომატურ დამტენში.
Т-90С-ზე მოდერნიზაციას გაივლის ასევე ძალური აგრეგატი, რუსული, 1000 ცხენისძალიანი В-98-ის ნაცვლად დაყენდება უკრაინული, 1500 ცხენისძალიანი ორტაქტიანი დიზელი 6ТД-3.
მანქანის დაცვის გაზრდის მიზნით, უკრაინელები კლიენტს სთავაზობენ დინამიკურ დავცა "Дуплет"–ს, რომელიც ფარავს ტანკის კოშკურისა და კორპუსის წინა და გვერდით პროექციებს. აღნიშნული დინამიკური დაცვა უზრუნველყოფს დაცვას ტანდემური კუმულაციური ქობინებისგან.
ასევე შემოთავაზებულია ტანკის აქტირუი დაცვის კომპლექსით, "Заслон"–ით აღჭურვა, რომელიც ტანკს იცავს წინიდან და გვერდებიდან და ასევე ზემოდან შემტევი ან გადამფრენი ჭურვებისგან.
მოდერნიზაციის პაკეტში მართვის სისტემის განახლებაც შედის – სქემაზე ჩანს მეთაურის პანორამული სამიზნე ПНК-6 და სხვა ელექტრონული კომპონენტები. ასევე საინტერესოა დისტანციური, კომბინირებული, საბრძოლო მოდული, რომელიც მოიცავს უკვე სტანდარტულ 12,7მმ ტყვიამფრქვევს და ასევე არასტანდარტულ 30მმნიან ავტომატურ ყუმბარმტყორცნსა და გსსკს.
წყარო:
წყარო:
მოიცა,ესენი რუსებს სთავაზობენ? თუ თვითონაც ჰყავთ ტ90 ები?
ReplyDeleteაჰა გავიგე,ინდოელებს შესთავაზეს
ReplyDelete