Showing posts with label ალჟირი. Show all posts
Showing posts with label ალჟირი. Show all posts

Tuesday, October 8, 2019

ალჟირში აწყობილი პირველი Boxer

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ტვიტერზე არსებული ექაუნტი, KAD-GHANI, უკვე მეორედ ავრცელებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალჟირმა გერმანული Boxer-ის აწყობა დაიწყო. ამჯერად წყაროს თანახმად უკვე ადგილზე აწყობილი Boxer-ის გამოსახულება წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად ამის შესახებ არავინ არაფერს არ ამბობს, ამიტომ დაველოდოთ, იმედია მალე გახდება რამდენად რეალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.


ალჟირში გერმანული ტექნიკის წამროების დაწყების შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა:

Sunday, September 22, 2019

ალჟირმა Boxer-ების და Fuchs-2-ების წარმოება დაიწყო

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


როგორც ცნობილი ხდება, ალჟირის შეიარაღებულმა ძალებმა, თავისი მოძველებული საბჭოთა БМП/БТР-ების ჩაასანაცვლებლად, გერმანიისგან Boxer-ების პარტია შეიძინეს. საუბარია 200 მანქანაზე, რომელთა აწყობაც ალჟირში უნდა განხორციელდეს. ყველა მანქანა 2 კაციანი Mk-30-2 ABM კოშკურით იქნება აღჭურვილი.

იმავე წყაროდან ცნობილი ხდება, რომ ალჟირმა 2017 წელს გერმანული Fuch-2-ის აწყობა დაიწყო. 2014 წელს გაფორმებული 2.7  მილიარდ ევროიანი ხელშეკრულების თანახმად, ალჟირი 980 ცალი Fuch2-ის აწყობას გეგმავს.

Boxer-ი ალჟირის არმიის ჩვენებაზე

Boxer-ი ალჟირში

Monday, March 14, 2016

ალჟირი მალე პირველ დამრტყმელ შვეულმფრენ Ми-28НЭ მიიღებს

სოცქსელ facebook-ის ალჟირულ გვერდზე, სახელწოდებით "Secret Difa3", გავრცელდა დამრტყმელი ვერტმფრენის, Ми-28НЭ-ს ფოტოსურათი, რომელიც სავარაუდოდ ალჟირის საჰაერო ძალებს ეკუთვნის. ვერტმფრენი დამახასიათებელ უდაბნოს ფერშია შეღებილი.. როგორც დაიწერა, ვერმტფრენი მალე შემკვეთს გადაეცემა.
როგორც ცნობილია, ალჟირმა რუსულ "Рособоронэкспорт"-ტთან 2013 წლის 26 დეკემბერს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ქვეყანა მწარმოებლისგან 42 ცალ ორმაგი მართვის მქონე Ми-28НЭ მიიღებს. ამგვარად ალჟირი ერაყის შემდეგ მეორე გარემყიდველი გახდება.

წყარო:

Sunday, August 18, 2013

БМПТ ალჟირში

ინტერნეტ ბლოგ secret-difa3–ზე გავრცელდა ალჟირში გამოცდებისას გადაღებული რუსული ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა БМПТ Терминатор–ის ფოტოსურათები. როგორც ჩანს ლივიაში და სირიაში განვითარებულმა აპოკალიფსურმა მოვლენებმა ალჟირის ხელისუფლებას უბიძგა მაღალტექნოლოგიური, მობილური და საიმედო შეიარაღების შესყიდვისკენ და რაც მთავარია ალჟირი ავადმყოფურად ცდილობს შეიძინოს თანამედროვე დაკვირვების, თვალთვალის და ინფრომაციის ცოცხალ დროში გაცვლის სისტემები.
სავარაუდოდ ამ მიზნით ალჟირმა სწორედ ქალაქის ბრძოლებისთვის შექმნილი რუსული БМПТ Терминатор–ის გამოცდების სურვილი გამოთქვა. გამოცდები როგორც ცნობილია ალჟირის მთებში მდებარე პოლიგონ Hassi Bahbah–ში განხორციელდა.