Showing posts with label Queen Elizabeth. Show all posts
Showing posts with label Queen Elizabeth. Show all posts

Friday, October 11, 2019

დღის ფოტო - HMS Queen Elizabeth

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................ 

 ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების კუთვნილი ავიამზიდი HMS Queen Elizabeth (ფოტო გადიდებადია)

Sunday, March 13, 2016

ავიამზიდი Queen Elizabeth ბრიტანეთის საზღვაო ძალებს წლის ბოლოს გადაეცემა


ავიამზიდი Queen Elizabeth, რომელიც ამჟამად სისტემური ინტეგრაციისა და საღუზე (სტატიკურ) გამოცდებზე იმყოფება, როსსაიტის დოკიდან ზღვაში პირველად 2016 წლის ბოლოს, ან 2017 წლის დასაწყისში გავა. ქარხნული სავალი გამოცდები ხომალდის, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, მშენებელი Aircraft Carrier Alliance-სგან (ACA), ოფიციალურად მიღებამდე უნდა მოხდეს. ავიამზიდის ბაზირების ადგილი პორტსმუტის პორტი იქნება.
Aircraft Carrier Alliance-ს (კონსორციუმი რომელიც Babcock, BAE Systems, Thales და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსგან შესდგება) მმართველი დირექტორის, იან ბუტის განცხადების თანახმად - 65 000 ტონა წყალწვის Queen Elizabeth-ის აწყობის გამოცდილების შესწავლა მშენებლებს, კლასის მეორე ხომალდის, Prince of Wales-ის აწყობის დროის საგრძნობლად შემცირების საშუალებას მისცემს.
QEC-ის ეკიპაჟის მაქსიმალური შემადგენლობა, რომელიც 733 კაცია (1624 სრული ავიაჯგუფით), გათვლილი იქნა ხომალდიდან დღე-ღამის განმავლობაში 72 დამრტყმელი გაფრენის (გადატვირთულ რეჟიმში დღე-ღამეში 108 საბრძოლო გაფრენა) შესაძლებლობის გათვალისწინებით. თუმცაღა ოპერატიული მზადყოფნის ამ დონეს ბრიტანული F-35B-ები სავარაუდოდ 2023 წელს მიაღწევენ.
QEC-ის მართვის სისტემები შეიცავს ინტეგრირებულ სანავიგაციო სისტემას და სავალ ხიდს, საბრძოლო მართვის ავტომატიზირებულ სისტემას (სმას), კავშირის კომპლექსებს, ადმინისტრირებისა და ლოჯისტიკის სისტემას, საჰაერო მოძრაობის და ავიაციის ფრენის მართვის სისტემას. ბუტის სიტყვების თანახმად, Queen Elizabeth-ზე ამ სისტემების უმეტესობა საღუზე გამოცდებისთვის "უკვე შეერთებულია და ერთმანეთთან მოქმედებს", ინჟინრები ავიაციის მართვისა და სმას-ის გამართვითა და გამოცდებით არიან დაკავებულები.
სისტემის სხვადასხვა ელემენტებს შორის კავშირს ხომალდის შიდა ქსელში ინტეგრირებული 1740კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი უზრუნველყოფს. ამ მომენტში სამუშაოები სმას-ის და დიდ მანძილზე მოქმედი  (LRR) BAE Systems / Thales S1850M Type 1046 და საშუალო მანძილზე მოქმედი BAE Systems ARTISAN 3D + Type 997 რადიოლოკაციური სადგურების ინტეგრირებაზეა ფოკუსირებული. რადარები დიდ მანძილზე საჰაერო და ზედაპირის მდგომარეობის გასაშუქებლად, საჰაერო მოძრაობის სამართავად და საშუალო მანძილზე ტაქტიკური მდგომარეობის სამართავად იქნება გამოყენებული. რლს LRR-ს 250 მილის დისტანციაზე 1000 საჰაერო მიზნის  გაცილება შეუძლია, მაგრამ ამჯერად ის დაბალ სიმძლავრეზე (165 მილი) მუშაობს.


ხომალდის მოკლე ტტმ:

წყალწვა - 65 000 ტონა
სიგრძე - 280მ
სიგანე - 70მ
ცურვის მანძილი - 8 000-დან 10 000 საზღვაო მილამდე
სრული სიმაღლე - 56 მეტრი
ტევადობა - 40 თვითმფრინავი

წყარო:


Friday, June 20, 2014

დედოფალი ელიზაბეტა ცერემონიალისთვის მზადაა

დედოფალი ელიზაბეტი (Queen Elizabeth–ის კლასის ავიამზიდი) წყალში ჩაშვებისთვის მზადაა
................ესთეთიკის მხრივ ამ ბრიტანელ ქალბატონს საშინელი ცხვირი აქვს



Saturday, January 12, 2013

ბრიტანული ზომის შესახებ


ბრიტანულმა კომპანიამ Aircraft Carrier Alliance–მ, რომელიც ბრიტანულ ავიამზიდებს R 08 Queen Elizabeth და R 09 Prince of Wales აგებს, გამოაქვეყნა სარეკლამო ბუკლეტი, რომელზეც Queen Elizabeth თითქოსდა ტემზაში, ვესტმინისტერის გვერდით დგას. სარეკლამო ბუკლეტი შედარების მიზნითაა გაკეთებული: Queen Elizabeth–ის ზომებია – სიგრძე–280, გემბანის სიგანე 70 მეტრი, სიმაღლე 58 მეტრი. 
შედარებისთვის: პარლამენტის შენობის სიგრძე 265 მეტრია, ბიგ–ბენის სიმაღლე 96 მეტრია, ხოლო ნელსონის კოლონა, რომელიც ტრაფალგარის მოედანზე დგას, სიმაღლეში 52 მეტრია.
სპეციალისტების აზრით ეს ავიამზიდი ტემზაში ამ ადგილზე ვერ ავა – არა იმიტომ რომ წყალჯდომი შეუშლის (9,9 მეტრია წყალჯდომი და ტემზას 12 მეტრა წყალჯდომის ხომალდების გატარება შეუძია), არამედ მას მისი სიმაღლე და სიგანე არ მისცემს იმის საშუალებას რომ ვიწრობებში და ხიდების ქვეშ გაიაროს.


ასევე გამოქვეყნდა რამოდენიმე სხვა საინტერესო გრაფიკული გამოსახულება შედარებითი ზომების საჩვენებლად.



შედარებისთვის გრაფიკულ გამოსახულებებზე შემდეგი საგნებია გამოსახული:
  • Bus - 10m.
  • Stone Henge - 35m.
  • Angel of the North - 54m.
  • Buckingham Palace - 97m.
  • Clifton Suspension Bridge - 214m.
  • QE Class Aircraft Carrier - 280m.



დედოფალი ელიზაბეტას ყველაზე დიდი სექციის აწყობისა და ტრანსპორტირების ვიდეომასალა