Saturday, June 29, 2013

აშშ–ს სახმელეთო ჯარების შემცირებისა და რეორგანიზაციის გეგმები

აშშ–ს არმიის შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა რეიმონდ ოდიერნომ, ვაშინგტონში 2013 წლის 25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აშშ–ს სახმელეთო ჯარების 2014–2017 საფინანსო წლებში მოსალოდნელი შემცირებასა და რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრა. გენერალმა არმიის მოსალოდნელი რეორგანიზაციას "მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სავარაუდოდ ყველაზე დიდი საორგანიზაციო ცვლილება" უწოდა.
გენერალ ოდიერნოს განცხადებით, მოსალოდნელი შემცირება ეს 2011 წლის საბიუჯეტო აქტის (Budget Control Act of 2011) შედეგია და არანაირ კავშირში არაა ბიუჯეტის ახლანდელ სეკვესტრთან, თუმცა აღნიშნა რომ სეკვესტრის გაგრძელების შემთხვევაში ეს შემცირებები სავარაუდოდ უფრო ღრმა გახდება.

აშშ–ს სახმელეთო ძალები შემცირების შედეგად დღეს არსებული 570 ათასი სამხედრო მოსამსახურიდან 490 ათას სამხედრო მოსამსახურემდე ჩამოვა. რეორგანიზაციის ძირითადი ელემენტი დღეს არმიაში არსებული 45 რეგულარული საბრძოლო ბრიგადის (Brigade Combat Team - BCT) 32–მდე შემცირება გახდება (ჯერ–ჯერობით ცნობილია მხოლოდ 12 ბრიგადის შემცირების გეგმები, ერთი ბრიგადა არ დაზუსტებულა). აღსანიშნავია რომ, რეორგანიზაციის ძირითად საშუალებად ის ჯავშანსატანკო და ქვეითი ბრიგადები გახდებიან, რომლებიც უკვე დიდი ხანია ორბატალიონიანი საშტატო სტრუქტურიდან სამბატალიონიან საშტატო სტრუქტურაზე გადასვლას ელიან. ამგვარად აშშ–ს სახმელეთო ძალების ბატალიონების საერთო რაოდენობა მხოლოდ ორით შემცირდება – 98–იდან 96–მდე (ან 95–მდე). ბრიგადებში ასევე გაძლიერდება საინჟინრო ქვედანაყოფები და საცეცხლე მხარდაჭერის ძალები.

დღეს არსებული 16 ჯავშანსატანკო ბრიგადის (ABCT, ყოფილი НВСТ), 21 ქვეითი ბრიგადისა (IBCT) და Stryker–ების 8 ბრიგადის (SBCT) ნაცვლად მომავალში სავარაუდოდ 12 ჯავშანსატანკო ბრიგადა (ABCT), 14 ქვეითიბრიგადა (IBCT) და 7 Stryker–ის ბრიგადა (SBCT) დარჩება. თუმცა გენერალ ოდიერნოს განცხადების თანახმად "მძიმე ბრიგადების" რაოდენობა შესაძლებელია გადაიხედოს მათი კიდევ უფრო შემცირების მიზნით. არაოფიციალური მონაცემებით, მომავალში შესაძლებელია კიდევ ორი ჯავშანსატანკო ბრიგადის ქვეით ბრიგადად და ერთი ქვეითი ბრიგადის Stryker ბრიგადად გადაფორმირება. 
ამგვარად, აშშ–ს არმიის სტრუქტურა კვლავ უბრუნდება "არმიის ტრანსფორმაცია"–მდელ მდგომარეობას (2003 წელს არმიაში 33 რეგულარული საბრძოლო ბრიგადა იყო). შესაბამისად ბრიგადების რაოდენობა დივიზიებში ოთხიდან სამამდე შემცირდება.

ცნობილია რომ აშშ–ს კონტინენტურ ნაწილზე შემცირებას შემდეგი ათი ბრიგადა ექვემდებარება:

  • 3rd BCT, 1st Armored Division, Fort Bliss, Texas
  • 4th BCT, 82nd Airborne Division, Fort Bragg, N.C.
  • 4th BCT, 101st Airborne Division, Fort Campbell, Ky.
  • 3rd BCT, 4th Infantry Division, Fort Carson, Colo.
  • 3rd BCT, 10th Mountain Division, Fort Drum, N.Y.
  • 4th BCT, 1st Cavalry Division, Fort Hood, Texas
  • 3rd BCT, 1st Infantry Division, Fort Knox, Ky.
  • 4th BCT, 1st Infantry Division, Fort Riley, Kan.
  • 2nd BCT, 3rd Infantry Division, Fort Stewart, Ga.
  • 4th Stryker Brigade Combat Team, 2nd Infantry Division, Joint Base Lewis-McChord, Wash.
ამგვარად აშშ–ს არმიის ათი დივიზია სამბრიგადიან საშტატო სტრუქტურაზე გადავა, პირველი ქვეითი დივიზია ორ ბრიგადას დაკარგავს, ხოლო 25–ე მსუბუქი ქვეითი დივიზია ოთხ ბრიგადას შეინარჩუნებს. ამას გარდა დასაშლელ ბრიგადებს შორის უკვე დაშლის პროცესში მყოფი, გერმანიაში დისლოცირებული ორი ცალკეული ბრიგადაც შეიყვანეს – 170th ВСТ (რომელიც 2012 წლის ბოლოსთვის იქნა დაშლილი) და 172nd BCT (დაიშლება 2013 წლის ოქტომბრისთვის). ასევე იგეგმება კიდევ ერთი ცალკეული ВСТ–ის დაშლა, მაგრამ კონკრეტული ბრიგადა ჯერ არ დასახელებულა.

აშშ–ს სახმელეთო ძალების ბრიგადების რეორგანიზაციი გრაფიკი
წყარო:

No comments:

Post a Comment