Thursday, June 27, 2013

ტაილანდის Т-84 Оплот

2013 წლის 26 ივნისს ხარკოვის სახელმწიფო საწარმოო "ვ.ა. მალიშევის საწარმოო ქარხანამ" (ГП "Завод имени В.А. Малышева") განახორციელა ტაილანდისთვის დამზადებული ტანკ "ოპლოტ"–ის (Оплот) პირველი სერიული მოდელის საზოგადო ჩვენება. ჩვენება ხარკოვში ვიზიტით ჩასული ტაილანდის სამეფო არმიის ჯავშანსატანკო ძალების სარდლის, ბუნსანტინო სანსავატის ვიზიტის დროს განხორციელდა. ტაილანდის არმიის ჯავშანსატანკო ძალების სარდალი უკრაინაში შეკვეთილი 49 ტანკ "ოპლოტ"–ის კონტრაქტის მსვლელობასთან გაცნობის მიზნით ჩავიდა.
შეგახსენებთ რომ ГК "Укрспецэкспорт"–მა 2011 წლის 1 სექტემბერს ტაილანდის მხარესთან გააფორმა 240 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელის თანახმადაც უკრაინამ შემკვეთს 2014 წლის ბოლოსთვის 49 ცალი ტანკი და მათ ბაზაზე შექმნილი ორი ცალი დაჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა უნდა მიაწოდოს. აღსანიშნავია რომ ტაილანდი "ოპლოტ"–ის პირველი მყიდველია, თავის მხრივ ეს ტანკი საბჭოთა Т-80У/УД–ეს განვითარებაა. კონტრაქტის შესრულება მალიშევის ქარხანამ 2012 წლის აპრილში დაიწყო. კონტრაქტის თანახმად ქარხანას პირველი ხუთი ტანკი შემკვეთისთვის 2013 წლის მაისისთვის უნდა გადაეცა
სათავო ტანკს დემონსტრაციისას ასევე ნაჩვენები იქნა ამწყობი ცეხი, სადაც აწყობის პროცესში მყოფი, პრაქტიკულად მზა მეორე (საბორტე ნომერი "02") და მესამე (საბორტე ნომერი "03") ტანკები გამოჩნდა.



ტაილანდისთვის დამზადებული პირველი სერიული (საბორტე ნომერი "01") "ოპლოტ"–ის დემონსტრაცია
 მეორე და მესამე სერიული მანქანები ასაწყობ ცეხში


No comments:

Post a Comment